ტანრეკისებრნი

ტანრეკისებრნი (ლათ. Tenrecidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 4-40 სანტიმეტრს აღწევს, დაფარულია რბილი ან ჯაგრისმაგვარი ბალნით, ზოგჯერ ეკლებით. წყლის ტანრეკს უკანა თათებზე საცურავი აპკი აქვს. ოჯახი აერთიანებს 10 გვარის 20-მდე სახეობას. გავრცელებულნი არიან კუნძულ მადაგასკარზე და კომორის კუნძულებზე, ზოგიერთი სახეობა აკლიმატიზებულია ინდოეთის ოკეანის ცალკეულ კუნძულებზე. ბინადრობენ ტენიან ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე. ხმელეთის ცხოველებია (გარდა წყლის ტანრეკისა). აქტიურად არიან ღამით. იკვებებიან ცხოველებით, იშვიათად მცენარეებით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ, შობენ 1-4, ზოგჯერ 25-მდე ნაშიერს. ზოგი სახეობის ხორცს ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად იყენებს.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
беларуская: Тэнрэкавыя
български: Тенреци
brezhoneg: Tenrek
català: Tenrec
Cebuano: Tenrecidae
čeština: Bodlínovití
Deutsch: Tenreks
English: Tenrec
español: Tenrecidae
euskara: Tenrecidae
فارسی: تیغ‌پشت
suomi: Tanrekit
français: Tenrecidae
galego: Tenrécidos
עברית: טנרקיים
հայերեն: Տենրեկներ
italiano: Tenrecidae
한국어: 텐렉과
Limburgs: Tenreks
lietuvių: Tenrekiniai
latviešu: Tenreku dzimta
Nederlands: Tenreks
occitan: Tenrecidae
polski: Tenrekowate
português: Tenrecidae
русский: Тенрековые
Scots: Tenrec
Simple English: Tenrec
svenska: Tanrekar
Kiswahili: Tandaraka
Türkçe: Tenrekgiller
українська: Тенрекові
Tiếng Việt: Tenrecidae
Winaray: Tenrecidae
中文: 马岛猬科