სტოკჰოლმი

ქალაქი
სტოკჰოლმი
Stockholm
Stockholm lead image.jpg
დროშაგერბი
Flag of Stockholm.svgStockholm vapen.svg

ქვეყანაშვედეთის დროშა შვედეთი
ლენისტოკჰოლმი (ლენი)
შიდა დაყოფაFarsta city district
კოორდინატები59°20′00″ ჩ. გ. 18°04′00″ ა. გ. / 59°20′00″ ჩ. გ. 18°04′00″ ა. გ. / 59.33333; 18.06667
ქალაქის მერისტინ ნორდინი
დაარსდა1187[1]
პირველი ხსენება1252
ფართობი188 კმ²
მოსახლეობა909,976 კაცი (2015)
სიმჭიდროვე4,800 კაცი/კმ²
აგლომერაცია2,192,433
სასაათო სარტყელიUTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი08
ოფიციალური საიტიstockholm.se
სტოკჰოლმი — შვედეთი
სტოკჰოლმი

სტოკჰოლმი (შვედ. Stockholm) — შვედეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. აქ მდებარეობს შვედეთის მთავრობა, პარლამენტი და შვედეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია. 2011 წლისთვის სტოკჰოლმის აგლომერაციაში ცხოვრობდა ქვეყნის მოსახლეობის 22% და ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 29%-ს აწარმოებდა. ქალაქში 2015 წლის აღწერით 909,976 ადამიანი ცხოვრობდა, ურბანულ რეგიონში (ტატორტი) — 1,372,565 , ხოლო აგლომერაციაში — 2,192,433.

სტოკჰოლმი შვედეთის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია XIII საუკუნიდან. მისი სტრატეგიული მდებარეობა შვედეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თოთხმეტ კუნძულზე ტბა მელარენის შესართავთან, სტოკჰოლმის არქიპელაგთან, ისტორიული მნიშვნელობისაა. კუნძულებზე მდებარეობისა და განსაკუთრებული სილამაზის გამო, ქალაქს მეტსახელად „ჩრდილოეთის ვენეცია“ შეარქვეს. ის განთქმულია წარმტაცი პარკებით, ბაღებითა და არხებით, რის გამოც სკანდინავიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საერთაშორისო ტურიზმისთვის.

ისტორია

სტოკჰოლმის ყველაზე ადრეული ფერწერული გამოსახულება, 20 აპრილი, 1535 წელი

სტოკჰოლმის პირველ ხსენებას ვიკინგთა საგებში ვხვდებით, როგორც აგნაფიტზე, მეფე აგნეს პატივსაცემად სახელდებულზე. თუმცა, მხოლოდ 1187 წელს დაიწყო მეთევზეთა დასახლების ადგილზე გამაგრებული პუნქტის მშენებლობა. პირველი ნაგებობები კუნძულ სტადსჰოლმენზე გამოჩნდა, რომელიც ყურეში ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს და მელარენის ტბას ბალტიის ზღვასთან აერთებს. სტოკჰოლმის, როგორც ქალაქის შესახებ პირველი ცნობები 1252 წელს ეკუთვნის. მიჩნეულია, რომ ქალაქი რიკსგრაფმა ბირგერ იარლმა, ფოლკუნგების დინასტიის ფუძემდებელმა და მომავალმა მეფემ, დააარსა.

ისტორიული ცნობებით, ქალაქი იმიტომ დააფუძნეს, რომ ბალტიისპირეთიდან შემოსევებისგან დაეცვათ შვედეთი და მელარენის ტბის ირგვლივ არსებული ქალაქები, ძირითადად კი, სიგტუნა. უკვე XIII საუკუნიდან ქალაქი კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით იზრდება . სტოკჰოლმი რკინეულით ვაჭრობის უმთავრესი პუნქტი იყო, რაც ბერგსლაგენის საბადოებში მოიპოვებოდა.

ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგების წყალობით სტოკჰოლმი სწრაფად მიიწევდა წინ ქალაქთაშორის სავაჭრო გზაზე. უკვე 1270 წელს სტოკჰოლმი შვედეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დასახლებულ პუნქტად სახელდება. ქალაქებთან - დანციგთან (გდანსკი) და ლიუბეკთან გაცხოველებულმა ვაჭრობამ გერმანელ მოვაჭრეთა და დანიელთა მოზღვავება, შედეგად კი კალმარის უნიის გაფორმება გამოიწვია. XIV - XV საუკუნეებში გერმანელები სტოკჰოლმის მოსახლეობის მეოთხედსა და მაგისტრატის ნახევარს შეადგენდნენ. მხოლოდ 1471 წლის შემდეგღა მოახერხეს შვედებმა ქალაქის მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება.

ქალაქმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც შვედეთის დანიის გვირგვინქვეშ (კალმარის უნია) ყოფნისას, ასევე XV საუკუნეში თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში. სწორედ აქ შვედეთის ეროვნულმა გმირმა სტენ სტურემ XV საუკუნის მიწურულს წამოიწყო დანიელთა წინააღმდეგ აჯანყება და შვედებს ღია ბრძოლისაკენ მოუწოდა. 1471 წლის 15 ოქტომბერს სტურეს ხელმძღვანელობით შვედებმა სტოკჰოლმის მოსახლეობის თანადგომით დანიის მეფე კრისტიან I დაამარცხეს. თუმცა, კრისტიან პირველის შვილიშვილმა კრისტიან II-მ 1518 წელს ამბოხებული ქალაქი მაინც აიღო. ქალაქის აღება ორი წლისთავზეც მოუწია. 1520 წლის 8 ნოემბერს მან ბრძანება გასცა აჯანყებული შვედების მოთავეებისა და მათი დამფინანსებლების სიკვდილით დასჯაზე. იმხანად ქალაქის უმთავრეს მოედანზე ასამდე ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი, ძირითადად, დიდებულები. ეს მოვლენები ეროვნულ ტრაგედიად შეფასდა და „სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო“ ეწოდა. შვედები დანიელთა სისასტიკემ ისე აღაშფოთა, რომ კაბალური უნიის დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვეს. ახალი ამბოხი გუსტავ ვაზამ ითავა, რომელიც მოკლე ხანში შვედეთის ახალ მეფედ იქნა არჩეული. სტოკჰოლმის მოსახლეობა იმხანად, ანუ 1600 წლისთვის 10 000 ადამიანს აჭარბებდა. მანამდე კი 1529 წელს ნორმალმი და სედერმალმი ქალაქის ფარგლებში მოაქციეს.

XVII საუკუნის დამდეგს სტოკჰოლმში რუსული სავაჭრო კოლონია გაჩნდა, რომელსაც თავად რუსები სტეკოლნიას უწოდებდნენ. ეს შვედეთ-რუსეთის მორიგ ომში შვედების 1617 წლის გამარჯვების შემდეგ მოხდა, როდესაც რუსეთმა აღმოსავლეთი კარელია და ინგერმანლანდია დაკარგა, შესაბამისად კი, ბალტიისპირეთზე ჩაეკეტა გასასვლელი. ამის მიუხედავად, რუს ვაჭრებს სტოკჰოლმსა და ზღვისპირა ქალაქებში ქარვასლებისა და ეკლესიების აშენების ნება დაერთოთ.

XVII საუკუნეში შვედეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 1610 წლიდან 1680 წლამდე ქალაქის მოსახლეობა ექვსჯერ გაიზარდა. 1634 წლიდან კი სტოკჰოლმი შვედეთის სამეფოს ოფიციალური დედაქალაქი გახდა. გადედაქალაქებამ სტოკჰოლმს ახალი სავაჭრო უფლებები შესძინა არამხოლოდ სხვადასხვა შვედურ ქალაქებთან, არამედ მსოფლიო მასშტაბით. მე-17 საუკუნეში სტოკჰოლმი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და სკანდინავიის ყველაზე განვითარებული ქალაქია.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ძველი ქალაქის ხედი სტოკჰოლმში

მე-18 საუკუნის დამდეგს (1713 - 1714) სტოკჰოლმი შავი ჭირის ეპიდემიამ სერიოზულად დააზარალა. რუსეთთან ომის დროს 1721 წელს ქალაქის ჩრდილოეთი რაიონები მნიშვნელოვნად დაზიანდა, განვითარება კი შეწყდა. მომდევნო 50 წლის მანძილზე მოსახლეობა თითქმის არ გაზრდილა, ეკონომიკამაც სტაგნაციას განიცდიდა. მეფე გუსტავ III-ს დროს ქალაქში სამეფო ოპერა დაარსდა, აიგო უამრავი ლამაზი შენობა, რომელთაც ჩვენს დრომდეც კი მოაღწიეს.

საერთო ჯამში, მე-18 საუკუნე ქალაქის არქიტექტურული ისტორიის დაწყების თარიღად სახელდება. სწორედ აღნიშნული დროის ნაგებობები მიიჩნევა ქალაქში უძველეს ნაგებობებად და შვედები სულაც არ ცდილობენ, ხელოვნურად შეუქმნან მათ უფრო ძველის იმიჯი.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტოკჰოლმის მნიშვნელობა ეცემა. სამაგიეროდ, სხვა ქალაქები იწყებენ ზედაპირზე ამოსვლას: ნორჩეპინგი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ქალაქი ხდება, გეტებორგი კი უმთავრეს სავაჭრო ცენტრად ყალიბდება. მე-19 საუკუნეს მეორე ნახევარში სტოკჰოლმი თავის ეკონომიკას აღადგენს და ზრდასაც აგრძელებს. საუკუნის დასასრულ ქალაქი შვედეთის კარიბჭე გახდა. იმიგრანტთა ძლიერმა ნაკადმა ქალაქის მოსახლეობა რაოდენობრივად მკვეთრად გაზარდა. მე-19 საუკუნის დამლევს სტოკჰოლმის მოსახლეობის 40% ჩამოსული იყო. ამის შემდეგ იწყება ქალაქის ტერიტორიების თანდათანობითი გაფართოება. ხსენებულ პერიოდში ქალაქში შვედეთის კულტურისა და სამცნიერო ცენტრებმა მოიყარა თავი, სამეფო ინსტიტუტმა და მრეწველობისა და ხელოვნებათმცოდნეობის საგამოფენო ცენტრებმა. 1912 წელს კი სტოკჰოლმში საზაფხულო ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში სტოკჰოლმი მსოფლიო მასშტაბით თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქი გახდა. შეიცვალა ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. მიღებულ იქნა ზომები ქალაქის მეტისმეტად ძველი შენობების დანგრევისა. მე-20 საუკუნეში სტოკჰოლმის მძლავრი ინდუსტრია აღიჭურვა ეკონომიკის უკანასკნელი გამოძახილის მიხედვით, რამაც ქალაქს მეტი პროდუქტიულობა მიანიჭა და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხოდ აქცია.

სტოკჰოლმი დღეს-დღეობითაც სწრაფი ტემპებით აგრძელებს ზრდა-განვითარებას.

1986 წლის 28 თებერვალს სტოკჰოლმის ცენტრში შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე მოკლეს. 2007 წელს ქალაქის პოლიციამ დაადგინა, რომ პალმეს მკვლელი მაინც კრისტენ პეტერსენია,

სამეფო ჯარი სტოკჰოლმის სასახლის წინ

რომელიც სამხილების ნაკლებობის გამო ადრევე იქნა გათავისუფლებული. პრემიერის მკვლელობამ ქალაქის მოსახლეობის გულისტკივილი გამოიწვია. პალმეს უკანასკნელ გზაზე გაცილებას უამრავი ხალხი დაესწრო.

სტოკჰოლმშია განლაგებული ნობელის კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოვებს ნობელის ლაურეატებს. პრემიის გადაცემა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით აგებულ სამეფო თეატრის შენობაში ხდება. დაჯილდოებასთან დაკავშირებული საზემო სუფრა კი ქალაქის რატუშის ოქროს დარბაზში იშლება, რომლის მენიუც ყოველთვის საიდუმლოდ ინახება.

ყოველდღე, ზუსტად 12:00 მეფის სასახლესთან ახლოს ყარაულის შეცვლის თვალწარმტაცი ცერემონია იმართება. საათზე მეტი ხნის განმავლობაში მეტისმეტად მაღალი, ქერათმიანი შვედი ჯარისკაცები ურთულეს სამხედრო მწყობრებს იკავებენ, მათ შორის, ცხენებზეც, და ასე გადასცემენ სამეფო დროშას მომდევნო ყარაულს. ყველა ჯარისკაცს ეროვნული, ლურჯფერა ფორმა აცვია, რაც მხოლოდ მოცემული ცერემონიისას გამოიყენება.

Other Languages
Аҧсшәа: Стоқҳольм
Acèh: Stockholm
Afrikaans: Stockholm
Akan: Stockholm
Alemannisch: Stockholm
አማርኛ: ስቶኮልም
aragonés: Estocolmo
Ænglisc: Stoccholm
العربية: ستوكهولم
ܐܪܡܝܐ: ܣܛܘܩܗܘܠܡ
asturianu: Estocolmu
Aymar aru: Stockholm
azərbaycanca: Stokholm
башҡортса: Стокгольм
Boarisch: Stockholm
žemaitėška: Stuokhuolms
Bikol Central: Stockholm
беларуская: Стакгольм
беларуская (тарашкевіца)‎: Стакгольм
български: Стокхолм
Bislama: Stockholm
bamanankan: Stokolm
বাংলা: স্টকহোম
brezhoneg: Stockholm
bosanski: Stockholm
буряад: Стокһольм
català: Estocolm
Chavacano de Zamboanga: Estocolmo
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Stockholm
нохчийн: Стокгольм
Cebuano: Estokolmo
ᏣᎳᎩ: ᏍᏔᎧᎰᎻ
کوردی: ستۆکھۆڵم
corsu: Stoccolma
čeština: Stockholm
kaszëbsczi: Sztokhòlm
словѣньскъ / ⰔⰎⰑⰂⰡⰐⰠⰔⰍⰟ: Стоколмъ
Чӑвашла: Стокгольм
Cymraeg: Stockholm
dansk: Stockholm
Deutsch: Stockholm
Zazaki: Stokholm
dolnoserbski: Stockholm
डोटेली: स्टकहोम
eʋegbe: Stockholm
Ελληνικά: Στοκχόλμη
emiliàn e rumagnòl: Stucólma
English: Stockholm
Esperanto: Stokholmo
español: Estocolmo
eesti: Stockholm
euskara: Stockholm
estremeñu: Estocolmu
فارسی: استکهلم
suomi: Tukholma
Võro: Stokholm
føroyskt: Stokkhólmur
français: Stockholm
arpetan: Stockholm
Nordfriisk: Stockholm
Frysk: Stokholm
Gaeilge: Stócólm
Gagauz: Stockholm
Gàidhlig: Stockholm
galego: Estocolmo
Avañe'ẽ: Etohom
Gaelg: Stockholm
Hausa: Stockholm
客家語/Hak-kâ-ngî: Stockholm
Hawaiʻi: Kekokehome
עברית: סטוקהולם
हिन्दी: स्टॉकहोम
Fiji Hindi: Stockholm
hrvatski: Stockholm
hornjoserbsce: Stockholm
Kreyòl ayisyen: Stokolm
magyar: Stockholm
Հայերեն: Ստոկհոլմ
interlingua: Stockholm
Bahasa Indonesia: Stockholm
Interlingue: Stockholm
Igbo: Stockholm
Ilokano: Stockholm
íslenska: Stokkhólmur
italiano: Stoccolma
ᐃᓄᒃᑎᑐᑦ/inuktitut: ᔅᑑᒃᓱᓪᒻ
Patois: Stakuom
Basa Jawa: Stockholm
Taqbaylit: Stukulm
Адыгэбзэ: Стокголм
Kabɩyɛ: Stɔkhɔlm
Kongo: Stockholm
қазақша: Стокгольм
kalaallisut: Stockholm
한국어: 스톡홀름
Перем Коми: Стёколна
kurdî: Stokholm
kernowek: Stockholm
Кыргызча: Стокгольм
Latina: Holmia
Ladino: Estokolma
Lëtzebuergesch: Stockholm
Limburgs: Stockholm
Ligure: Stoccolma
lumbaart: Stuculma
lingála: Stockholm
لۊری شومالی: ئستوکھولم
lietuvių: Stokholmas
latviešu: Stokholma
मैथिली: स्टकहोम
мокшень: Стокольма
Malagasy: Stockholm
олык марий: Стокгольм
Māori: Stockholm
Baso Minangkabau: Stockholm
македонски: Стокхолм
монгол: Стокхольм
मराठी: स्टॉकहोम
кырык мары: Стокгольм
Bahasa Melayu: Stockholm
Malti: Stokkolma
မြန်မာဘာသာ: စတော့ဟုမ်းမြို့
مازِرونی: استکهلم
Dorerin Naoero: Stockholm
Nāhuatl: Estocolmo
Plattdüütsch: Stockholm
Nedersaksies: Stockholm
नेपाली: स्टकहोम
नेपाल भाषा: स्तकहोम
Nederlands: Stockholm
norsk nynorsk: Stockholm
norsk: Stockholm
Nouormand: Stockholm
occitan: Estocòlme
Livvinkarjala: Stokgol'mu
ਪੰਜਾਬੀ: ਸਟਾਕਹੋਮ
Papiamentu: Stockholm
Picard: Stockholm
Norfuk / Pitkern: Stockholm
polski: Sztokholm
Piemontèis: Stocòlma
پنجابی: سٹاکہوم
português: Estocolmo
Runa Simi: Stockholm
rumantsch: Stockholm
română: Stockholm
armãneashti: Stockholm
tarandíne: Stoccolme
русский: Стокгольм
саха тыла: Стокhольм
sardu: Stoccolma
sicilianu: Stoccolma
Scots: Stockholm
davvisámegiella: Stockholbma
Sängö: Stockholm
srpskohrvatski / српскохрватски: Stockholm
Simple English: Stockholm
slovenčina: Štokholm
slovenščina: Stockholm
chiShona: Stockholm
Soomaaliga: Stockholm
shqip: Stokholmi
српски / srpski: Стокхолм
Sranantongo: Stockholm
Seeltersk: Stockholm
Basa Sunda: Stockholm
svenska: Stockholm
Kiswahili: Stockholm
ślůnski: Sztokholm
tetun: Estokolmu
тоҷикӣ: Стокҳолм
Türkmençe: Stokgolm
Tagalog: Estokolmo
Tok Pisin: Stockholm
Türkçe: Stockholm
татарча/tatarça: Стокгольм
reo tahiti: Stockolm
удмурт: Стокгольм
ئۇيغۇرچە / Uyghurche: Stokgolm
українська: Стокгольм
oʻzbekcha/ўзбекча: Stokgolm
vèneto: Stocólma
vepsän kel’: Stokhol'm
Tiếng Việt: Stockholm
West-Vlams: Stockholm
Volapük: Stockholm
walon: Stocom
Winaray: Estokolmo
Wolof: Stokolm
მარგალური: სტოკჰოლმი
ייִדיש: שטאקהאלם
Yorùbá: Stockholm
Zeêuws: Stockholm
Bân-lâm-gú: Stockholm
isiZulu: IStokholmu