სტამბოლი
English: Istanbul

ქალაქი
სტამბოლი
თურქ. İstanbul
Istanbul collage 5.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი მარმარილოს ზღვის
პროვინცია სტამბოლი
კოორდინატები 41°00′36″ ჩ. გ. 28°57′37″ ა. გ. / 41°00′36″ ჩ. გ. 28°57′37″ ა. გ. / 41.01000; 28.96028
ქალაქის მერი ექრემ იმამოღლუ
დაარსდა ძვ. წ. 667
ფართობი 5,343 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100 მეტრი
მოსახლეობა 14,657,434 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 212 და 216
საფოსტო ინდექსი 34000–34990
საავტომობილო კოდი 34
ოფიციალური საიტი http://www.ibb.istanbul/
სტამბოლი — თურქეთი
სტამბოლი
სტამბოლი — სტამბოლი
სტამბოლი
სტამბოლი
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა ფრ.

სტამბოლი (თურქ. İstanbulისთანბულ), ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις,თურქ. Kostantiniyyeკონსტანტინიე) და ბიზანტიონითურქეთის უდიდესი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს.[2] ქალაქი სტამბოლი არის ადმინისტრაციული ცენტრი ამავე სახელწოდების მეტროპოლიისა, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[3] მოსახლეობის რაოდენობთ სტამბოლი მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქი და ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

ძვ. წ. 660 წლამდე, სარაიბურნუს კონცხზე დაარსებული ქალაქი, სახელით ბიზანტიონი (ბერძ. Βυζάντιον), ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. ახ. წ. 330 წელს, კონსტანტინოპოლის სახელით აღდგენილი ქალაქი თითქმის თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში რომისა და ბიზანტიის (330–1204 და 1261–1453), ლათინთა (1204-1261) და ოსმალეთის იმპერიის (1453-1922) დედაქალაქად ითვლებოდა.[4] რომისა და ბიზანტიის იმპერიის პერიოდში ქალაქი დიდი როლს თამაშობდაქრისტიანობის გავრცელებაში, სანამ 1453 წელს ოსმალები დაიპყრობდნენ ქალაქს და ისლამური სამყაროს დასაყრდენად და ოსმალეთის ხალიფატის დედაქალაქად აქცევდნენ.[5]

სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე,[6] რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების, შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, ქალაქის კოსმოპოლიტური მოსახლეობის წარმოქმნის საფუძველი გახდა, თუმცა, ეს ფაქტი ნაკლებად შესამჩნევი იყო 1923 წლისთვის, როდესაც ყალიბდებოდა თურქეთის რესპუბლიკა. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან ანატილიიდან ჩამოსული მიგრანტების ხარჯზე ქალაქის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, რამაც ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება გამოიწვია.[7][8] XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღემდე იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ წარმოშვა რთული სატრანსპორტო ქსელი.

ქალაქის ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2015 წელს სტამბოლში დაახლოებით 12,56 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რამაც იგი მსოფლიოს მეხუთე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცია.[9] ქალაქის უდიდეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მისი ისტორიული ცენტრი, ნაწილობრივ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი, ხოლო ქალაქის კულტურული და გასართობი ნაწილი მდებარეობს ბუნებრივი ნავსადგურის, ოქროს რქის (ჰალიჩი) მეორე ნაპირზე, ბეიოღლუს რაიონში. გლობალურ ქალაქად განხილულ სტამბოლს,[10] გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდი მეტროპოლიური ეკონომიკა.[11] ქალაქი ბევრი თურქული კომპანიის და მედიასაშუალების შტაბ-ბინის განლაგების ადგილია და მისი მოგება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს შეადგენს.[12] საკუთარი გამოცოცხლებიდან და სწრაფი გაფართოებიდან მიღებული სარგებლის იმედით სტამბოლმა ოცი წლის განმავლობაში ხუთჯერ შეიტანა განაცხადი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თაობაზე.[13]

სექციების სია

Other Languages
Аҧсшәа: Асҭампыл
Acèh: Éseutamu
адыгабзэ: Истамбыл
Afrikaans: Istanboel
Akan: Istanbul
Alemannisch: Istanbul
አማርኛ: ኢስታንቡል
aragonés: Istambul
العربية: إسطنبول
অসমীয়া: ইষ্টানবুল
asturianu: Estambul
azərbaycanca: İstanbul
تۆرکجه: ایستانبول
башҡортса: Истанбул
Bali: Istanbul
Boarisch: Istanbul
žemaitėška: Stambols
беларуская: Стамбул
беларуская (тарашкевіца)‎: Стамбул
български: Истанбул
भोजपुरी: इस्तांबुल
bamanankan: Istanbul
brezhoneg: Istanbul
bosanski: Istanbul
буряад: Истанбул
català: Istanbul
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Istanbul
нохчийн: Истмала
Cebuano: Estambul
کوردی: ئەستەمبوڵ
qırımtatarca: İstanbul
čeština: Istanbul
kaszëbsczi: Sztambùl
словѣньскъ / ⰔⰎⰑⰂⰡⰐⰠⰔⰍⰟ: Цѣсар҄ь Градъ
Чӑвашла: Стамбул
Cymraeg: Istanbul
dansk: Istanbul
Deutsch: Istanbul
Zazaki: Estamol
dolnoserbski: Istanbul
डोटेली: इस्तानबुल
English: Istanbul
Esperanto: Istanbulo
español: Estambul
eesti: İstanbul
euskara: Istanbul
estremeñu: Estambul
فارسی: استانبول
suomi: Istanbul
Võro: Istanbul
Na Vosa Vakaviti: Istanbul
føroyskt: Istanbul
français: Istanbul
arpetan: Istanbul
Nordfriisk: Istanbul
furlan: Istanbul
Frysk: Istanbûl
Gaeilge: Iostanbúl
Gagauz: İstanbul
Gàidhlig: Istanbul
galego: Istambul
Gaelg: İstanbul
Hausa: Istanbul
客家語/Hak-kâ-ngî: Istanbul
עברית: איסטנבול
हिन्दी: इस्तांबुल
Fiji Hindi: Istanbul
hrvatski: Istanbul
hornjoserbsce: Istanbul
Kreyòl ayisyen: Istanboul
magyar: Isztambul
հայերեն: Ստամբուլ
Արեւմտահայերէն: Իսթանպուլ
interlingua: Istanbul
Bahasa Indonesia: Istanbul
Interlingue: Istanbul
Ilokano: Istanbul
ГӀалгӀай: Истмале
íslenska: Istanbúl
italiano: Istanbul
Patois: Istanbul
Jawa: Istanbul
Qaraqalpaqsha: İstanbul
Taqbaylit: Istambul
Адыгэбзэ: Истамбыл
Kabɩyɛ: Isitambuli
Gĩkũyũ: İstanbul
қазақша: Ыстанбұл
kalaallisut: Istanbul
한국어: 이스탄불
къарачай-малкъар: Истанбул
kurdî: Stembol
kernowek: Istanbul
Кыргызча: Стамбул
Ladino: Estambol
Lëtzebuergesch: Istanbul
лакку: Истамбул
лезги: Истамбул
Lingua Franca Nova: Istanbul
Limburgs: Istanboel
lumbaart: Istanbul
lingála: Istanbul
لۊری شومالی: استانبول
lietuvių: Stambulas
latviešu: Stambula
मैथिली: इस्तानबुल
мокшень: Истанбул
Malagasy: Istanbul
олык марий: Стамбул
Minangkabau: Istanbul
македонски: Истанбул
മലയാളം: ഇസ്താംബുൾ
монгол: Стамбул
मराठी: इस्तंबूल
кырык мары: Стамбул
Bahasa Melayu: Istanbul
မြန်မာဘာသာ: အစ်စတန်ဘူလ်မြို့
эрзянь: Стамбул ош
مازِرونی: استامبول
Dorerin Naoero: Istanbul
Nedersaksies: Istanboel
नेपाली: इस्तानबुल
नेपाल भाषा: इस्तान्बुल
Nederlands: Istanboel
norsk nynorsk: Istanbul
norsk: Istanbul
Novial: Istanbul
Chi-Chewa: Istanbul
occitan: Istambol
Livvinkarjala: Istanbul
Ирон: Стамбул
ਪੰਜਾਬੀ: ਇਸਤਾਨਬੁਲ
Picard: Istamboul
Norfuk / Pitkern: Istanbul
polski: Stambuł
Piemontèis: Istanbul
پنجابی: استمبول
پښتو: استنبول
português: Istambul
Runa Simi: Istanbul
rumantsch: Istanbul
română: Istanbul
tarandíne: Istanbul
русский: Стамбул
русиньскый: Істанбул
Kinyarwanda: Istanbul
саха тыла: Истанбул
sardu: Istanbul
sicilianu: Istanbul
Scots: Istanbul
سنڌي: استنبول
davvisámegiella: Istanbul
srpskohrvatski / српскохрватски: Istanbul
Simple English: Istanbul
slovenčina: Istanbul
slovenščina: Carigrad
Soomaaliga: Istanbuul
shqip: Stambolli
српски / srpski: Истанбул
svenska: Istanbul
Kiswahili: Istanbul
ślůnski: Stambuł
తెలుగు: ఇస్తాంబుల్
tetun: Istanbul
тоҷикӣ: Истанбул
Türkmençe: Stambul
Tagalog: Istanbul
Türkçe: İstanbul
татарча/tatarça: Истанбул
chiTumbuka: Istanbul
тыва дыл: Истaнбул
удмурт: Стамбул
ئۇيغۇرچە / Uyghurche: Istanbul
українська: Стамбул
اردو: استنبول
oʻzbekcha/ўзбекча: Istanbul
vèneto: Istanbul
vepsän kel’: Stambul
Tiếng Việt: Istanbul
Volapük: İstanbul
Winaray: Istanbul
მარგალური: სტამბოლი
ייִדיש: סטאמבול
Yorùbá: Istanbul
Zeêuws: Istanbul
中文: 伊斯坦堡
Bân-lâm-gú: İstanbul
粵語: 伊斯坦堡