სიუდად-დე-ლა-კოსტა

ქალაქი
სიუდად-დე-ლა-კოსტა
Ciudad de la Costa
Puente americas canelones.jpg
ქვეყანაურუგვაის დროშა ურუგვაი
დეპარტამენტიკანელონესი
კოორდინატები34°49′00″ ს. გ. 55°57′00″ დ. გ. / 34°49′00″ ს. გ. 55°57′00″ დ. გ. / -34.81667; -55.95000
დაარსდა1994
ფართობი57 კმ²
ცენტრის სიმაღლე17 მეტრი
მოსახლეობა95 176 კაცი (2011)
სასაათო სარტყელიUTC-3
სატელეფონო კოდი+598 2
საფოსტო ინდექსი15000 - 15008
ოფიციალური საიტიciudaddelacosta.com.uy
სიუდად-დე-ლა-კოსტა — ურუგვაი
სიუდად-დე-ლა-კოსტა

სიუდად-დე-ლა-კოსტა (ესპ. Ciudad de la Costa) — ქალაქი ურუგვაიში, კანელონესის დეპარტამენტში, რიო-დე-ლა-პლატის ნაპირზე. მიიჩნევა მონტევიდეოს მეტროპოლიის გაგრძელებად, რომელიც მას დასავლეთით ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან კი კოსტა-დე-ორო აკრავს. ამჟამინდელი სახელი ეწოდა და ქალაქად გამოცხადდა 1994 წლის 19 ოქტომბერს. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, სიუდად-დე-ლა-კოსტა ურუგვაის სიდიდით მესამე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.

სიუდად-დე-ლა-კოსტა ეწოდება მუნიციპალიტეტსაც, რომელსაც ის მიეკუთვნება.

ისტორია

ეს ტერიტორია, რომელსაც 16 კმ სიგრძის ქვიშიანი პლაჟი აკრავს, XIX საუკუნეში რინკონ-დე-კარასკოს სახელით იყო ცნობილი. დასახლება თანდათან XX საუკუნიდან დაიწყო და წარმოიქმნა კურორტები. არეალის მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ მხოლოდ ზაფხულში და უქმე დღეებში ცხოვორბს, დანარჩენ ნაწილს კი მონტევიდეოში ატარებს. მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილიც მონტევიდეოშია დასაქმებული.

Other Languages