სემასიოლოგია

სემასიოლოგია ( ბერძნულად sēmasia – მნიშვნელობა და ...ლოგია) — ლექსიკოლოგიის დარგი (განშტოება), რომელიც შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობას (საგნობრივ მიმართებას), მის აგებულებას და დროში ცვალებადობას. ზოგჯერ სემასიოლოგია უფრო ფართოდაც ესმით, როგორც სიტყვის შინაარსეული მხარის შემსწავლელი მეცნიერება.

სემასიოლოგია ფართო გაგებით შეისწავლის გრძნობითს ელფერს, სტილისტურ ღირებულებას.

სემასიოლოგია, როგორც ისტორიული ენათმეცნიერების დარგი, შეიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში, როდესაც კ. რაიზიგმა (K. C. Reisig) მოძღვრება სიტყვის მნიშვნელობის შესახებ მოათავსა გრამატიკულ დისციპლინათა შორის. კ. რაიზიგსავე ეკუთვნის სახელწოდებაც, რომელიც გავრცელდა გერმანულენოვან და რუსულ (მოგვიანებით საბჭოთა) სპეციალურ ლიტერატურაში (თანამედროვე ფრანგულ- და ინგლისურენოვან საენათმეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულია ს ე მ ა ნ ტ ი კ ა).

ამჟამად სემასიოლოგია შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობის ცვლას, მნიშვნელობათა კლასიფიკაციას, სიტყვის შინაარსობრივი მხარის აგებულებას, ენობრივი ნიშნის ბუნებას და მისი კვლევის მეთოდებს.

თანამედროვე სემასიოლოგიური კვლევის უმთავრესი მიმართულებებია კომპონენტური ანალიზი ( ლ. იელმსლევი (Hjelmslev)), დისტრიბუციული ანალიზი (ს. ზვიაგინცევი), სემანტიკური ველების თეორია (ტრირი, ვაისბერგერი, პორციგი), ლექსიკურ-სემანტიკური ვარიირება (ვ. ვინოგრადოვი) და სხვები.

ლექსიკის სემასიოლოგიურ კვლევას უპირისპირდება ო ნ ო მ ა ს ი ო ლ ო გ ი ა, სიტყვის, როგორც სახელწოდების, კვლევა. ზოგჯერ სემასიოლოგია იხმარება ლექსიკოლოგიის ფარდად.

ლიტერატურა

  • ქსე, ტომი 9-ე, სემეურვეო-ტიხტიხი. თბილისი: მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1985. გვერდი 280/2
Other Languages
Afrikaans: Semantiek
Alemannisch: Semantik
العربية: علم المعاني
asturianu: Semántica
azərbaycanca: Semantika
беларуская: Семантыка
беларуская (тарашкевіца)‎: Сэмантыка
български: Семантика
brezhoneg: Semantik
bosanski: Semantika
català: Semàntica
کوردی: واتاناسی
čeština: Sémantika
Cymraeg: Semanteg
dansk: Semantik
Deutsch: Semantik
Ελληνικά: Σημασιολογία
English: Semantics
Esperanto: Semantiko
eesti: Semantika
euskara: Semantika
فارسی: معناشناسی
føroyskt: Merkingarfrøði
français: Sémantique
Frysk: Semantyk
galego: Semántica
Gaelg: Semantaght
עברית: סמנטיקה
hrvatski: Semantika
Kreyòl ayisyen: Semantik
magyar: Szemantika
interlingua: Semantica
Bahasa Indonesia: Semantik
íslenska: Merkingarfræði
italiano: Semantica
日本語: 意味論
la .lojban.: smuske
Basa Jawa: Semantik
қазақша: Семантика
한국어: 의미론
Кыргызча: Семантика
Latina: Semantica
lumbaart: Semantega
lietuvių: Semantika
latviešu: Semantika
македонски: Семантика
молдовеняскэ: Семантикэ
Bahasa Melayu: Semantik
Nederlands: Semantiek
norsk nynorsk: Semantikk
norsk: Semantikk
Novial: Semantike
ਪੰਜਾਬੀ: ਅਰਥ-ਵਿਗਿਆਨ
português: Semântica
rumantsch: Semantica
română: Semantică
русский: Семантика
Scots: Semanteecs
srpskohrvatski / српскохрватски: Semantika
Simple English: Semantics
slovenčina: Sémantika (náuka)
slovenščina: Semantika
српски / srpski: Семантика
svenska: Semantik
Kiswahili: Semantiki
Tagalog: Palasurian
Türkçe: Anlam bilimi
татарча/tatarça: Семантика
українська: Семантика
Tiếng Việt: Ngữ nghĩa học
Winaray: Semantika
中文: 语义学
Bân-lâm-gú: Ì-bī-lūn
粵語: 語義學