საღვთო რომის იმპერია

საღვთო რომის იმპერია
ლათ. Sacrum Imperium Romanum
გერმ. Heiliges Römisches Reich

იმპერია

962 — 1806
Banner of the Holy Roman Emperor with haloes (1400-1806).svgHoly Roman Empire Arms-double head.svg
დროშა (1400 — 1806)გერბი
ჰიმნი
ოფიციალური არ აქვს
Gott erhalte Franz den Kaiser (1797 — 1806)
ქართ. ღმერთო, დაიფარე იმპერატორი ფრანცი
HRR.gif
საღვთო რომის იმპერიის ტერიტორია 962 წლიდან 1806 წლამდე
დედაქალაქირომი (ფორმალურად)
ვენა
(იმპერატორის რეზიდენცია 14831806 წწ.)
რეგენსბურგი
(რაიხსტაგის სხდომების ადგილი 16631806 წწ.)
პრაღა
(1346 — 1437; 1583 — 1611)
ენალათინური, გერმანული, იტალიური, ჩეხური, უნგრული, პოლონური
რელიგიაკათოლიციზმი (იმპერატორები)
ლუთერანობა, კალვინიზმი (ზოგიერთი სამთავრო)
ფულის ერთეულიგერმანული დუკატი
პარლამენტირაიხსტაგი
მოსახლეობა17 000 000 ადამიანი (1550-იანები)
მმართველობის ფორმაარჩევითი მონარქია
დინასტია14 დინასტია, 3 ცალკეული წარმომადგენელი
იმპერატორი
 - 962 — 973ოტო I დიდი (პირველი)
 - 1792 — 1806ფრანც II (უკანასკნელი)
ისტორია
 - ოტო I გამოცხადდა რომის იმპერატორად2 თებერვალი 962
 - აუგსბურგის რელიგიური ზავი25 სექტემბერი 1555
 - ვესტფალიის ზავი24 ოქტომბერი 1648
 - ფრანც II-ის მოკვეთა6 აგვისტო 1806
წინამორბედები:

Flag of None.svg გერმანიის სამეფო
Flag of None.svg იტალიის სამეფო
Flag of None.svg ბურგუნდიის სამეფო

მემკვიდრეები:

ავსტრიის იმპერია Flag of the Habsburg Monarchy.svg
პრუსიის სამეფო Flag of the Kingdom of Prussia (1803-1892).svg
რაინის კავშირი
საქსონიის სამეფო State flag of Saxony before 1815.svg
ოლდენბურგის საჰერცოგო Flag of Oldenburg (Scandinavian Cross).svg
ჰოლშტაინის საჰერცოგო Merchant Ensign of Holstein-Gottorp (Lions dexter).svg
ჰამბურგი Flag of Hamburg.svg
როისის სამთავრო Flagge Fürstentum Reuß ältere Linie.svg
მეკლენბურგ-შვერინის
საჰერცოგო
Flagge Großherzogtümer Mecklenburg.svg
შვედეთის პომერანია Naval Ensign of Sweden.svg
ვალდიეკის სამთავრო Flag of Waldeck before 1830.svg
საქსენ-ვაიმარის საჰერცოგო State flag of Saxony before 1815.svg
საქსენ-გოთა-ალტენბურგის საჰერცოგო VlagSGA.svg
ანჰალტ-დესაუს საჰერცოგო Flag of Anhalt Duchies.png
ანჰალტ-კეთენის საჰერცოგო Flag of Anhalt Duchies.png

საღვთო რომის იმპერია (გერმ. Heiliges Römisches Reich), 1512 წლიდან გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae ან ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Teutonicae; გერმ. Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) — სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა 962 წლიდან 1806 წლამდე და აერთიანებდა ევროპის ბევრ ტერიტორიას. უმაღლესი აყვავების პერიოდში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: გერმანია, რომელიც წარმოადგენდა იმპერიის ბირთვს, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ასევე საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. 1134 წლიდან ფორმალურად შედგებოდა სამი სამეფოსაგან: გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის სამეფოებისგან. 1135 წლიდან იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩეხეთის სამეფო, რომლის ოფიციალური სტატუსიც იმპერიის შემადგენლობაში საბოლოოდ დარეგულირდა 1212 წელს სიცილიის ოქროს ბულით.

იმპერია დაარსდა 962 წელს აღმოსავლეთ ფრანკების მეფის, ოტო I დიდის მიერ და განიხილებოდა, როგორც ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის პირდაპირი გაგრძელება. ერთიან სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესები იმპერიაში მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არ დამთავრებულა, ამიტომ იგი რჩებოდა დეცენტრალიზებულ წარმონაქმნად, რომელსაც ჰქონდა რთული ფეოდალური იერარქიული სტრუქტურა და რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ასეულ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. იმპერიის სათავეში იდგა იმპერატორი. საიმპერატორო ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი. იგი ენიჭებოდა კურფიურსტების კოლეგიის არჩევნების შედეგების მიხედვით. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს არ ყოფილა აბსოლუტური და ყოველთვის იზღუდებოდა გერმანიის უმაღლესი არისტოკრატიის, ხოლო XV საუკუნის მიწურულიდან — რაიხსტაგის მიერ, რომელიც იცავდა იმპერიის მთავარი წარჩინებული წოდებების ინტერესებს.

თავისი არსებობის ადრეულ პერიოდში იმპერიას ჰქონდა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფოს ხასიათი, ხოლო იმპერატორები ქრისტიანულ სამყაროში უმაღლეს ძალაუფლებაზე პრეტენდირებდნენ. პაპის ტახტის გაძლიერებამ, იტალიის დაპყრობისათვის მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლამ და ამავდროულად გერმანიის ტერიტურიული მთავრების ძალაუფლების გაზრდამ მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერიის ცენტრალური ძალაუფლება. გვიან შუა საუკუნეებში ბატონობდა დეზინტეგრაციის ტენდენციები, რომლებიც საღვთო რომის იმპერიას ნახევრადდამოუკიდებელი წარმონაქმნების კონგლომერატად გადაქცევაში ემუქრებოდა. თუმცა XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში განხორციელებულმა „საიმპერიო რეფორმამ“ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და შექმნა ახალი ბალანსი იმპერატორისა და წარჩინებული წოდებების ძალაუფლებებს შორის, რამაც იმპერიას საშუალება მისცა, შედარებით წარმატებით გაეწია კონკურენცია დასავლეთ ევროპის ეროვნული სახელმწიფოებისთვის. რეფორმაციის კრიზისისა და ოცდაათწლიანი ომის გადალახვა მოხერხდა იმპერატორის შემდგომი ძალაუფლების შეზღუდვისა და წარჩინებული წოდებების საყოველთაო რაიხსტაგის იმპერიის კონსტრუქციის მთავარ ელემენტად გადაქცევის ხარჯზე. ადრეული ახალი ისტორიის დროინდელი იმპერია უზრუნველყოფდა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში რამდენიმე რელიგიის თანაარსებობასა და მისი სუბიექტების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ასევე პრივილეგირებული წოდებების ტრადიციული წესებისა და პრივილეგიების დაცვას. თუმცა იმპერიამ დაკარგა ექსპანსიის, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და დაპყრობითი ომების წარმოების შესაძლებლობა. შიდა კონსოლიდაციისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დროს მსხვილი გერმანული სამთავროების განვითარება ეწინააღმდეგებოდა იმპერიის გაყინულ სტრუქტურას, რამაც XVIII საუკუნეში გამოიწვია ცენტრალური ინსტიტუტების პარალიზება და საიმპერიო სისტემის დაშლა. საღვთო რომის იმპერიამ იარსება 1806 წლამდე და განადგურდა ნაპოლეონის ომების მსვლელობისას, როდესაც შეიქმნა რაინის კავშირი, ხოლო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ფრანც II ტახტიდან გადადგა.

სექციების სია

Other Languages
беларуская (тарашкевіца)‎: Сьвятая Рымская імпэрыя
Nordfriisk: Hilag Röömsk Rik
客家語/Hak-kâ-ngî: Sṳ̀n-sṳn Lò-mâ Ti-koet
interlingua: Sacre Imperio Roman
Bahasa Indonesia: Kekaisaran Romawi Suci
Lingua Franca Nova: Impero Roman Santa
Bahasa Melayu: Empayar Suci Rom
Nedersaksies: Heilige Roomse Riek
Piemontèis: Imperi Roman Sacrà
srpskohrvatski / српскохрватски: Sveto Rimsko Carstvo
Simple English: Holy Roman Empire
slovenščina: Sveto rimsko cesarstvo
татарча/tatarça: İzge Rim imperiäse
oʻzbekcha/ўзбекча: Muqaddas Rim imperiyasi
West-Vlams: Illig Rôoms Ryk