საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი
Flag of Georgia.svg
საქართველოს დროშა
მიმართვის სტილი მისი აღმატებულება
რეზიდენცია ავლაბრის რეზიდენცია
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი
პირველი წარმომადგენელი ზვიად გამსახურდია
დაარსება 14 აპრილი, 1991
საიტი www.president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. [1] საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობდა პირველად შემოღებულ იქნა 1991 წელს [2] და დღემდე ქვეყანას 4 პრეზიდენტი ჰყავდა. ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თანამდებობას იკავებს 2013 წლის 17 ნოემბრიდან.

ისტორია

საქართველო
Greater coat of arms of Georgia.svg
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : გიორგი მარგველაშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : გიორგი კვირიკაშვილი
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : ირაკლი კობახიძე
პარტიები პარლამენტში:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა:  იხ.   განხ.  

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოღებულ იქნა 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, რომლითაც დაწესდა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და შესაბამისი ცვლილებები და დამატებები შევიდა მაშინ მოქმედ კონსტიტუციაში (დაემატა სპეციალური „თავი 13¹. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“, რომლითაც განისაზღვა მისი უფლებამოსილებები). [2] იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რეპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. [3] პრეზიდენტის არჩევნების წესს დეტალურად განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა.

ქვეყანაში 1991-1992 წწ სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა სამხედრო საბჭომ და დროებითმა მთავრობამ შეაჩერა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის მოქმედება. [4] 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომლითაც დაწესდა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. მის ფუნქციებს ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ირჩევდა პარლამენტი. 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით კვლავ დაწესდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებებიც განისაზღვრა კონსტიტუციის მეოთხე თავში.

ახალი კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე, პრეზიდენტის უფლებამოსილებები რამდენიმეჯერ შეიცვალა. კერძოდ, კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციით პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ის წარმართავდა და ახორციელებდა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ამასთან იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში; პრეზიდენტს ეკრძალებოდა პარალელურად სხვა თანამდებობის დაკავება. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, მთავრობის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდა მთავრობის სასარგებლოდ, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეინარჩუნა გარკვეული ფუნქციები; დაშვებულ იქნა პარალელურად პარტიული თანამდებობის დაკავება; ამავე პერიოდში შემოღებულ იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინსტიტუტი. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით კვლავ შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ამჯერად მთავრობისა და პარლამენტის სასარგებლოდ; პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა უფლებამოსილება და კვლავ აეკრძალა პარტიული თანამდებობის დაკავება; პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დარჩა სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები [1].

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. აღნიშნული წესი შემოღებულია 2011 წლის 1 იანვრიდან. მანამდე პრეზიდენტად შეიძლება არჩეულიყო პირი, რომელსაც საქართველოში ნაცხოვრები ჰქონდა 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობდა საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტები

სახელი სურათი მოღვაწეობის წლები წარმდგენი სუბიექტი თანამდებობა
1 ზვიად გამსახურდია Zviad Gamsakhurdia, Tbilisi, 1988.jpg 14 აპრილი, 1991, ( 26 მაისი, 1991 - ინაუგურაცია) - 6 იანვარი, 1992 მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო საქართველოს პრეზიდენტი.
2 ედუარდ შევარდნაძე Eduard shevardnadze.jpg 26 ნოემბერი, 1995 - 30 აპრილი, 2000

30 აპრილი, 2000 - 23 ნოემბერი, 2003

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი საქართველოს პრეზიდენტი.
ნინო ბურჯანაძე NinoB.jpg 23 ნოემბერი, 2003 - 25 იანვარი, 2004 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
3 მიხეილ სააკაშვილი Mikhail Saakashvili, Davos (cropped).jpg 25 იანვარი, 2004 - 25 ნოემბერი, 2007 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტი
ნინო ბურჯანაძე NinoB.jpg 25 ნოემბერი, 2007 - 20 იანვარი, 2008 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
3 მიხეილ სააკაშვილი Mikhail Saakashvili, Davos (cropped).jpg 20 იანვარი, 2008 - 17 ნოემბერი, 2013 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტი
4 გიორგი მარგველაშვილი Prasidenten Margvelashvili (cropped).jpg 17 ნოემბერი, 2013 - დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო საქართველოს პრეზიდენტი
Other Languages