საფრანგეთის რევოლუცია

საფრანგეთის რევოლუცია

ბასტილიის აღება, 14 ივლისი, 1789
მონაწილეები საფრანგეთის საზოგადოება
მდებარეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
თარიღი 1789—1799
შედეგი საფრანგეთის მონარქიის შეცვლა რადიკალური დემოკრატიული მონარქიით.
საფრანგეთის ისტორია
საფრანგეთის დროშა 1789 წლამდე და 1814 და 1830 შორის საფრანგეთის დროშა
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ძველი ისტორია
წინაისტორიული საფრანგეთი
გალია
რომაელთა გალია (ჩ. წ. 50–486)
ფრანკთა იმპერია
მეროვინგები (481–751)
შუა საუკუნეები
კაროლინგები (751–987)
კაპეტინგები (987–1328)
ვალუები (1328–1498)
ადრეული საფრ.
ვალუა-ორლეანები (1498–1515)
ვალუა-ანგულიმები (1515–1589)
ბურბონები (1589–1792)
რევოლუცია (1789)
XIX საუკუნე
პირველი რესპუბლიკა (1792–1804)
კონვენტი (1792–1795)
დირექტორია (1795–1799)
კონსულობა (1799–1804)
პირველი იმპერია (1804–1814)
რესტავრაცია (1814–1830)
ივლისის რევოლუცია (1830)
ივლისის მონარქია (1830–1848)
რევოლუცია 1848
მეორე რესპუბლიკა (1848–1852)
მეორე იმპერია (1852–1870)
მესამე რესპუბლიკა (1870–1940)
პარიზის კომუნა (1871)
XX საუკუნე
ვიშის რეჟიმი (1940–1944)
დროებითი მთავრობა (1944–1946)
მეოთხე რესპუბლიკა (1946–1958)
მეხუთე რესპუბლიკა (1958–დღემდე)

საფრანგეთის დროშა საფრანგეთის პორტალი
  •  •  

საფრანგეთის რევოლუცია (ფრანგ. Révolution française; 1789—1799) — გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკას, იმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში — აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის ხანიდან მოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.

საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში ძველი მონარქიული რეჟიმი დაემხო და „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა“ გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამისათვის სისხლიანი და ტანჯული გზა განვლო.

1792 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პირველი რესპუბლიკა შეიქმნა. ახალდაბადებულ რესპუბლიკას მაშინვე უამრავი მტერი გამოუჩნდა. სხვა იმპერიები შიშობდნენ, რომ მონარქიას საფრთხე მათთანაც დაემუქრებოდა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა (რუსეთის ჩათვლით) ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა.

რესპუბლიკას სათავეში იაკობინური კაბინეტი ჩაუდგა. იაკობინთა ლიდერმა მაქსიმილიან რობესპიერმა მოახერხა ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა და გამარჯვების მოპოვება ევროპულ-მონარქიულ სახელმწიფოთა ინტერვენციაზე. მისმა რეფორმებმა გააძლიერა ქვეყანა და საფრანგეთს მილიონიანი არმია დაუტოვა. მათ დროს დაწინაურდა ნიჭიერი სამხედრო სტრატეგოსი ნაპოლეონ ბონაპარტი. ბონაპარტი გახდა რობერსპიერის მისიის გამგრძელებელი. მან დაამხო იაკობინელთა შემდგომ დამყარებული თერმიდორული მმართველობა და რობერსპიერის მიერ მობილიზირებული მილიტარისტული რესურსი წარმატებით გამოიყენა.

საფრანგეთის რევოლუციის შეფასებები არაერთგვაროვანია. ვიწრო გაგებით, რევოლუციაში იგულისხმება 1789–1799 წლების მოვლენები, ფართო გაგებით მას ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის პერიოდსაც მიაკუთვნებენ (1799–1815).

არაერთმნიშვნელოვანია ასევე საკუთრივ რევოლუციური პროცესის შეფასებები. ხშირად აღნიშნავენ, რომ რევოლუციამ მოიტანა როგორც თავისუფლება, ისე ტერორიც, დასაბამი მისცა არამხოლოდ დემოკრატიულ ეროვნულ სახელმწიფოს, არამედ წარმოშვა სახელმწიფოს ტოტალიტარული ფორმაც იაკობინელთა მმართველობის ფაზაში (1793–1794). დავის საგანია ისიც, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საფრანგეთის დიდ რევოლუციას — როგორც ერთიან რევოლუციურ პროცესს, ერთ რევოლუციას, თუ საქმე გვაქვს რამდენიმე რევოლუციასთან.

Other Languages
Afrikaans: Franse Rewolusie
беларуская (тарашкевіца)‎: Француская рэвалюцыя
brezhoneg: Dispac'h Gall
Fiji Hindi: French Revolution
Kreyòl ayisyen: Revolisyon franse
interlingua: Revolution francese
Bahasa Indonesia: Revolusi Perancis
Interlingue: Francés Revolution
Basa Jawa: Revolusi Prancis
Qaraqalpaqsha: Fransuz ko'terilisi
한국어: 프랑스 혁명
къарачай-малкъар: Уллу француз революция
Lëtzebuergesch: Franséisch Revolutioun
Lingua Franca Nova: Revolui Franses
Bahasa Melayu: Revolusi Perancis
Nederlands: Franse Revolutie
srpskohrvatski / српскохрватски: Francuska revolucija
Simple English: French Revolution
slovenščina: Francoska revolucija
oʻzbekcha/ўзбекча: Buyuk fransuz inqilobi
vepsän kel’: Sur' francine revolücii
Tiếng Việt: Cách mạng Pháp
Bân-lâm-gú: Hoat-kok Kek-bēng