სატახტოთა თამაში

სატახტოთა თამაში
A Game of Thrones
AGameOfThrones.jpg
პირველი აშშ გამოცემა
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ილუსტრატორი სტივ იული
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Bantam Spectra (აშშ) & Voyager Books (ბრიტანეთი)
გამოცემის თარიღი 6 აგვისტო, 1996
მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი [1]
მედია ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები)
გვერდი ქართული გამოცემა: 488 (I ნაწილი)
მომდევნო მეფეთა ჯახი
ISBN ქართული გამოცემა: ISBN 978-99940-54-26-8 (I ნაწილი)

სატახტოთა თამაში ( ინგლ. A Game of Thrones) — პირველი წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 1996 წლის 6 აგვისტოს. მასში მოქმედება ხდება გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე. წიგნი რამდენიმე პერსონაჟის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომელთა მეშვეობით მარტინი მკითხველს აცნობს სიუჟეტის სამ ძირითად ხაზს: ვესტეროსის წარჩინებულ სახლებს შორის ბრძოლას, მის ჩრდილოეთში აღმართულ კედლისა და ტახტიდან ჩამოდგებული მეფის შვილის, დენერის ტარგარიენის ისტორიას. ამავე სახელწოდების ტელესერიალად წიგნის ადაპტირება ტელეკომპანია HBO-მ მოახდინა და ის ტელეეკრანებზე პირველად 2011 წლის აპრილში გამოჩნდა. სერიალის პირველი სეზონი პირველი რომანის სატელევიზიო ადაპტაციაა.

ქართულად წიგნი გამოსცა გამომცემლობა არეტემ, რომელმაც ის რამდენიმე ნაწილად დაყო. I ნაწილი გამოვიდა 2012 წელს. [2] მეორე ნაწილი გამოვიდა 2013 წელს. [3]

თხრობა

ქართული გამოცემა

წიგნში თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, რვა სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან. დამატებით ეპიზოდური პერსონაჟის პერსპექტივიდან გვაცნობს ავტორი პროლოგს. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.

  • პროლოგი: უილი — ღამის ებგურის კაცი.
  • ლორდი ედარდ სტარკი — უინტერფელის მბრძანებელი, მეფის ხელი.
  • ლედი კეტლინ სტარკი — ედარდ სტარკის მეუღლე.
  • სანსა სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების უფროსი ქალიშვილი.
  • არია სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების უმცროსი ქალიშვილი.
  • ბრან სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების 7 წლის ვაჟი.
  • ჯონ სნოუ — ედარდ სტარკის ბუში.
  • ტირიონ ლანისტერი — ტივინ ლანისტერის ჯუჯა ვაჟი.
  • პრინცესა დენერის ტარგარიენი — დრაგონსტოუნის პრინცესა და ტარგარიენთა ტახტის მემკვიდრე, უფროსი ძმის, ვისერისის შემდეგ.
Other Languages
العربية: لعبة العروش
български: Игра на тронове
català: Joc de trons
čeština: Hra o trůny
español: Juego de tronos
עברית: משחקי הכס
íslenska: Game of Thrones
한국어: 왕좌의 게임
Кыргызча: Тактылар оюну
македонски: Игра на тронови
português: A Game of Thrones
Simple English: A Game of Thrones
slovenščina: Igra prestolov
Türkçe: Taht Oyunları
українська: Гра престолів