სარკე

ლარნაკი, ანარეკლი სარკეში

სარკე — გლუვი ზედაპირი, განკუთვნილი სინათლის ასარეკლად (ან სხვა გამოსხივებისთვის). მეტად ცნობილი მაგალითი — ბრტყელი სარკე.

ისტორია

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პატარა მეტალის, ოქროს ან პლატინის სარკეები, მიკუთვნილი ბრინჯაოს ხანას.

სარკეების თანამედროვე ისტორიას XIII საუკუნიდან ითვლიან, კერძოდ კი — 1240 წლიდან, როდესაც ევროპაში მინის ჭურჭლის მზადება ისწავლეს. ნამდვილი შუშის სარკის დამზადება საჭიროა მივაკუთვნოთ 1279 წელს, როდესაც იტალიელმა ბერმა - ფრანციკელმა ჯონ პეკამ აღწერა შუშის მეტალის თხელი ფენით დაფარვის მეთოდი.

შუშის წარმოქმნა ასე გამოიყურებოდა. ხელოსანი მილის საშუალებით ასხავდა გამდნარ მეტალს, რომელიც სწორი ფენით ესხმოდა შუშის ზედაპირზე. პირველი სარკე არ ყოფილა სრულყოფილი: ჩაზნექილი ნაწილები ოდნავ ამახინჯებდა გამოსახულებას, მაგრამ ის გახდა ნათელი და სუფთა.

XIII საუკუნეში ნიდერლანდელები დაეუფლნენ სარკეების დამზადების კუსტალურ ტექნოლოგიებს. მათ მოყვა ფლანდრია და გერმანელი ხელოსნების ქალაქი ნიურნბერგი, სადაც 1373 წელს წარმოიქმნა პირველი სარკის ქარხანა.

1407 წელს ვენეციელი ძმები დანზალო დელი გალომ შეისყიდა ფლამადცებისგან პატენტი, და ვენეცია მთელი ერთ ნახევარი საუკუნე იკავებდა მონოპოლიას შესანიშნავი ვენეციური სარკების დამზადებაზე, რომელთაც ფლამანდურით დარქმევა ჯობს. თუნდაც ვენეცია არ იყო ერთადერთი ადგილი სადაც იმ დროს სარკეები მზადდებოდა, მაგრამ ზუსტად ვენეციური სარკე ასხვავებდა ხარისხს. ვენეციელი მუშები ამსახველ შემადგენლობაში ამატებდნენ ბრინჯაოს და ოქროს, ამიტომ სარკეში ყველა საგანი იმაზე ლამაზადაც კი გამოიყურებოდა ვიდრე სინამდვილეში. ერთი ვენეციური სარკის ფასი უტოლდებოდა მცირე საზღვაო გემს, და მათ საყიდლად ფრანგ არისტოკრატებს ზოგჯერ მთელი ძვირფასეუელობების გაყიდვა უწევდათ. მაგალითად, ჩვენამდე მოღწეული ციფრები გვიჩვენებენ, რომ არც თუ ისე დიდი ზომის სარკეებია 100х65 სმ, რაც ღირდა რვა ათასზე მეტი ლივრი, ხოლო რაფაელის იმავე ზომის ნახატი — 3000-მდე. სარკეები ძალიან ძვირი იყო. მათი ყიდვა და კოლექციის შექმნა მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებსა და სამეფო ხალხს შეეძლო.

ХVI საუკუნის ძმებმა ანდრეა დომენიკომ მურანოდან გადაჭრეს ჯერ კიდევ გაცხელებული შუშის ცილინდრი და მათი ნახევრები გაშალეს სპილენძის დახლზე. გამოვიდა საფურცლო სარკისებული ნაჭერი, გამორჩეული ბრწყინვალებით, ბროლის გამჭირვალობით და სიწმინდით. ამდაგვარი სარკე, ბურთის ფრანგმენტებთან შედარებით არაფერს ამახინჯებდა. ასე მოხდა სარკეების წარმოების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

XVI საუკუნის დასასრულს, მოდას აყოლილი, საფრანგეთის დედოფალმა მარია მედიჩმა ვენეციას 119 სარკე შეუკვეთა თავისი სარკისებური კაბინეტისთვის რისთვისაც შეკვეთაში უდიდესი თანხა გადაიხადა. ვენეციელმა მესარკეებმა დედოფლის ქცევაზე ასევე უჩვეულო სიკეთე წარმოაჩინეს — საფრანგეთის დედოფალს მარიას აჩუქეს სარკე. ის ყველაზე ძვირად ღირებულს წარმოადგენს და ახლა ინახება ლუვრში. სარკე მორთულია აქატებით და ონიქსებით, ხოლო ჩარჩო ინკრუსტირებულია ძვირფასი ქვებით.

ფრანგმა არისტოკრატებმა ძვირადღირებული მიღებების დროს თავიანთ სასახლეებში სტუმრებთან დემონსტრირებას უკეთებდნენ სიმდიდრეებს, სიამაყით აჩვენებდნენ მდიდარ სარკეებს, შემკულს ძვირფასი ქვებით, ამის გარდა, მათ ცოლებსა და საყვარლებს უყვარდათ საკუთარი საზეიმო კოსტიუმების პატარა სარკეებით მორთვა. ერთხელ საფრანგეთის დედოფალი ანა ავსტრიელი, ლუდოვიკო XIV-ის დედა, წვეულებაზე თეთრ კაბაში გამოჩნდა, რომელიც შემკული იყო სარკის ნატეხებით. სანთლების ნათებაში მისგან დანამდვილებით სამეფო ბრწყინვალება ასხივებდა. ეს სარკისებრი კაბა სახელმწიფო ხაზინასთვის დიდ საფასურს წარმოადგენდა, და ფინანსთა მინისტრმა — მისიე კოლიბერმა — გადაწყვიტა, რომ საჭიროა რამეს გაკეთება, თორე ქვეყანა გაკოტრდება. კოლიბერმა მურანუვში თავის სანდო პირები გაგზვანა, რომლებმაც შეძლეს მოესყიდათ ოთხი მურანუველი ხელოვანი და ღამით პატარა ნავით საფრანგეთში წამოიყვანეს. ფრანგებმა, ჩამოსახლებულები მშვენიერ ადგილას დაასახლეს, მურანოდან მათი ოჯახებიც გამოიყვანეს. რა თქმა უნდა, ვენეცია თავისი ქვეშემდომების ამგვარ ქცევას ადვილად არ შეეგუა — ხელოსნებს ორი მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნეს, მაგრამ მათ რეაგირება არ ქონიათ, საფრანგეთის დაცვის იმედით. რამდენიმე ხანი იტალიელები მუშაობდნენ, სიამოვნებდათ ცხოვრება თავისუფლად და მაღალი ანაზღაურება. მაგრამ, შემდგომ მოწამვლისგან გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ორი კვირის შემდეგ — მეორე. ისინი ვინც ცოცხლები დარჩნენ, მიხვდნენ საშიშროებას და უკან სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. მათ არ აკავებდნენ — გონებამახვილ ფრანგებს უკვე დაეუფლათ სარკეების დამზადების ყველა საიდუმლო, და დე ვილაში 1665 წელს გაიხსნა პირველი სარკის მანუფაქტურა საფრანგეთში.

ფრანგები ნიჭიერი მოსწავლეები აღმოჩდნენ და მალევე მასწავლებლებს აჯობეს. მათი ტექნოლოგია შემდეგნაირი იყო: გამდნარ სარკეს გამდნარი ქვაბიდან გადაასხამდნენ სწორ ზედაპირზე და ასწორებდნენ როლიკებით. ამ ხერხის მომგონებლად მოიხსენიება ლუკა დე ნეგუ.

გამოგონება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა: ვერსალში სარკეების გალერეას აშენებდნენ. სიგრძეში ის 73 მეტრს წარმოადგენდა, და საჭიროებდა დიდი ზომის სარკეებს. ფირმაში „სან-გაბენ“ დაამზადეს 306 ასეთი სარკე, იმისათვის რომ მათი ბრწყინვალებით გაეკვირვათ ის, ვინც იღბლიანი აღმოჩნდა და ვერსალი მეფის კარზე მოუხდა სტუმრობა.

ფრანგული სარკის მანუფაქტურის გახსნის შემდეგ ფასები სარკეებზე უცბად დაეცა. ამაში წვლილი შეიტანეს გერმანელებისა და ბოჰემელების შუშის ქარხნებმა, რომლებიც მეტად დაბალ ფასად აწარმოებდნენ სარკეებს. სარკეები ჩდნებოდნენ სახლების კედლებზე. XVIII საუკუნეში ფრანგების უკვე ორ მესამედს გააჩნდა ის.

სარკეების დამზადებაში რევოლუცია შეიტანა გერმანელმა ქიმიკოსმა, იუსტუს ფონ ლიბლიხმა, დაიწყო ვერცხლის გამოყენება[1] 1835 წელს სარკის დასავერცხლად და უფრო მკვეთრი გამოსახულების ასახვისთვის. ეს ტექნოლოგია, პრაქტიკულად ცვილებების გარეშე დღემდე გამოიყენება.

Other Languages
العربية: مرآة
ܐܪܡܝܐ: ܡܚܙܝܬܐ
asturianu: Espeyu
azərbaycanca: Güzgü
تۆرکجه: گؤزگو
žemaitėška: Zelkorios
беларуская: Люстра
беларуская (тарашкевіца)‎: Люстра
български: Огледало
Bahasa Banjar: Caramin
বাংলা: দর্পণ
brezhoneg: Melezour
bosanski: Ogledalo
català: Mirall
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Giáng
ᏣᎳᎩ: ᏓᏎᏘ
کوردی: ئاوێنە
čeština: Zrcadlo
Чӑвашла: Тĕкĕр
Cymraeg: Drych
dansk: Spejl
Deutsch: Spiegel
Ελληνικά: Κάτοπτρο
English: Mirror
Esperanto: Spegulo
español: Espejo
eesti: Peegel
euskara: Ispilu
فارسی: آینه
suomi: Peili
Võro: Piigli
français: Miroir
Gaeilge: Scáthán
galego: Espello
Avañe'ẽ: Ñeangecha
עברית: מראה
हिन्दी: दर्पण
hrvatski: Zrcalo
Kreyòl ayisyen: Glas (pou gade)
magyar: Tükör
Հայերեն: Հայելի
Bahasa Indonesia: Cermin
Ilokano: Sarming
Ido: Spegulo
italiano: Specchio
日本語:
Basa Jawa: Pengilon
қазақша: Айна
ಕನ್ನಡ: ಕನ್ನಡಿ
한국어: 거울
kurdî: Awêne
Latina: Speculum
Limburgs: Spegel
lumbaart: Spegg
lietuvių: Veidrodis
latviešu: Spogulis
македонски: Огледало
മലയാളം: കണ്ണാടി
मराठी: आरसा
Bahasa Melayu: Cermin
Mirandés: Speilho
မြန်မာဘာသာ: ကြည့်မှန်
Nāhuatl: Tezcatl
Nedersaksies: Spegel
नेपाली: ऐना
नेपाल भाषा: न्हाय्‌कं
Nederlands: Spiegel (optica)
norsk nynorsk: Spegel
norsk: Speil
Nouormand: Mireus
occitan: Miralh
ਪੰਜਾਬੀ: ਸ਼ੀਸ਼ਾ
Deitsch: Schpiggel
polski: Lustro
پښتو: هينداره
português: Espelho
Runa Simi: Rirpu
română: Oglindă
русский: Зеркало
русиньскый: Зеркало
sicilianu: Specchiu
سنڌي: آرسي
srpskohrvatski / српскохрватски: Ogledalo
සිංහල: දර්පණ
Simple English: Mirror
slovenčina: Zrkadlo
slovenščina: Zrcalo
српски / srpski: Ogledalo
Basa Sunda: Kaca eunteung
svenska: Spegel
తెలుగు: దర్పణం
тоҷикӣ: Оина
Türkçe: Ayna
українська: Дзеркало
اردو: آئینہ
oʻzbekcha/ўзбекча: Koʻzgu
vepsän kel’: Zerkol
Tiếng Việt: Gương
Winaray: Espiho
吴语: 平面镜
ייִדיש: שפיגל
中文:
Bân-lâm-gú: Kiàⁿ
粵語: