სან-მიგელი (ვულკანი)

სან-მიგელი
სან-მიგელი
სან-მიგელი
კოორდინატები: 13°25′54″ ჩ. გ. 88°16′17″ დ. გ. / 13°25′54″ ჩ. გ. 88°16′17″ დ. გ. / 13.43167; -88.27139
ქვეყანასალვადორის დროშა სალვადორი
ტერიტორიული ერთეულისან-მიგელის დეპარტამენტი
სიმაღლე2129 
ტიპისტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა2002
სან-მიგელი (ვულკანი) — სალვადორი
სან-მიგელი (ვულკანი)

სან-მიგელი (ესპ. San Miguel) — მოქმედი ვულკანი სალვადორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სან-მიგელის დეპარტამენტში. წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. სიმაღლე 2129 მ. სალვადორის ვულკანებს შორის სიმაღლით მესამეა. მთავარი კრატერის გარსშემოწერილობა დაახლოებით 3 კილომეტრია, სიღრმე 150 მეტრი. კალთებზე ბევრი თანაკონუსი და ფუმაროლია. აგებულია ანდეზიტ-ბაზალტებით. მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1787 წელს. უკანასკნელი ამოფრქვევები შეინიშნებოდა 1976 და 2002 წლებში. უკანასკნელი სეისმური აქტივობა აღინიშნა 2006 წელს.[1] ვულკან სან-მიგელს უწოდებენ ასევე ჩაპარასტიკუეს.

რესურსები ინტერნეტში