სალადინი

სალადინი
سەلاحەدینی ئەییووبی
Portrait of Saladin (before A.D. 1185; short).jpg
ეგვიპტისა და სირიის სულთანი
კორონაცია: 1174, კაირო
მმართ. დასაწყისი: 1174
მმართ. დასასრული: 1193
წინამორბედი: ნურ ად-დინ მაჰმუდი
მემკვიდრე: ალ-აფდალი (სირია)
ალ-აზიზი (ეგვიპტე))
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1138
დაბ. ადგილი: ტიკრიტი, ერაყი
გარდ. თარიღი: 1193, 4 მარტი
გარდ. ადგილი: დამასკო, სირია
დაკრძ. ადგილი: უმაიადების მეჩეთი, დამასკო,სირია
დინასტია: აიუბიდები
რელიგია: ისლამი, სუნიზმი
ეროვნება: ქურთი
ბრძოლები/ომები: მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის წინააღმდეგ
სალადინის ბრძოლები ეგვიპტეში

სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 — გ. 4 მარტი 1193) — ეგვიპტის სულთანი 1171 წლიდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი[1].

დაიბადა ერაყის ქალაქ ტიკრიტში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. 1164-1169 წლებში მონაწილეობდა მოსულის მმართველების — ზენგიდების — ლაშქრობაში ეგვიპტეში. 1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 წელს ფატიმიდების დამხობის შედეგად ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 წლების დამპყრობლური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და შექმნა ვრცელი იმპერია, რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰატინთან (პალესტინა); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს იერუსალიმი და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წელს სალადინი დაუპირისპირდა ინგლისის მეფის რიჩარდ ლომგულის ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, რომელიც საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, აირეკლა იმდროინდელ ევროპულ რომანსებში. საბოლოოდ, 1192 წელს ზავმა პალესტინაში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დროებით სიმშვიდე ჩამოაგდო. სალადინი გარდაიცვალა დამასკოში, 1193 წლის 4 მარტს.

სალადინის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო სუნიზმის გავრცელება, სამხედრო მანქანის განუხრელი ზრდა და „საღმრთო ომი“ — ჯიჰადი. ამასთანავე, სალადინს პატივს სცემდნენ როგორც ნიჭიერ მხედართმთავარს და ღირსეულ მებრძოლს.

მისი მმართველობის დროს შეინიშნება ერთგვარი გამოცოცხლება საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობებში. სალადინის ბიოგრაფის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის ცნობით, საქართველოს მეფე თამარს ელჩები გაუგზავნია სულთნისთვის და უთხოვია მუსლიმანთა მიერ მიტაცებული ქრისტიანთა წმინდა სალოცავების გათავისუფლება. სალადინის პასუხი არ შემონახულა, თუმცა თამარის მეცადინეობა, როგორც ჩანს, წარმატებით დასრულებულა: იმდროინდელი ევროპული წყაროებით, ქართველები, სხვა ქრისტიანებისგან განსხვავებით, იერუსალიმში პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ქალაქში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლოთ გაშლილი დროშებით.

ლიტერატურა

Other Languages
Afrikaans: Saladin
Alemannisch: Saladin
አማርኛ: ሳላዲን
aragonés: Saladín
asturianu: Saladín
azərbaycanca: Səlahəddin Əyyubi
башҡортса: Сәләх әд-Дин
žemaitėška: Saladėns
беларуская: Саладзін
беларуская (тарашкевіца)‎: Саладын
български: Салах ад-Дин
brezhoneg: Saladin
bosanski: Salahudin
català: Saladí
нохчийн: Салахьуддин
čeština: Saladin
Чӑвашла: Салах ад-Дин
Cymraeg: Saladin
dansk: Saladin
Deutsch: Saladin
Ελληνικά: Σαλαντίν
English: Saladin
Esperanto: Saladino
español: Saladino
eesti: Saladin
euskara: Saladin I.a
suomi: Saladin
Võro: Saladin
føroyskt: Saladin
français: Saladin
Frysk: Saladin
Gaeilge: Saladin
galego: Saladino
Bahasa Hulontalo: Salahuddin al-Ayyubi
עברית: צלאח א-דין
हिन्दी: सलाउद्दीन
Fiji Hindi: Saladin
hrvatski: Saladin
հայերեն: Սալահ ալ-Դին
Bahasa Indonesia: Salahuddin Ayyubi
Ilokano: Saladin
íslenska: Saladín
italiano: Saladino
Taqbaylit: Ṣalaḥeddin
Kabɩyɛ: Saladin
қазақша: Салах әд-Дин
한국어: 살라딘
Latina: Saladinus
Ladino: Selahaddin
Limburgs: Saladin
Ligure: Saladin
lumbaart: Saladin
لۊری شومالی: صلاح الدین أیۈبي
lietuvių: Saladinas
latviešu: Saladīns
मैथिली: सलाउद्दीन
Malagasy: Saladin
македонски: Саладин
монгол: Саладин
मराठी: सालादिन
Bahasa Melayu: Salahuddin al-Ayyubi
Mirandés: Saladino
မြန်မာဘာသာ: ဆလာဒင်
नेपाल भाषा: सलादिन
Nederlands: Saladin
norsk nynorsk: Saladin
norsk: Saladin
occitan: Saladin
ਪੰਜਾਬੀ: ਸਲਾਦੀਨ
polski: Saladyn
Piemontèis: Saladin
português: Saladino
română: Saladin
русский: Салах ад-Дин
русиньскый: Саладін
संस्कृतम्: सलाउद्दीन
sardu: Saladinu
sicilianu: Saladinu
Scots: Saladin
srpskohrvatski / српскохрватски: Saladin
Simple English: Saladin
slovenčina: Saladin (sultán)
slovenščina: Saladin
shqip: Saladini
српски / srpski: Саладин
svenska: Saladin
Kiswahili: Salah ad-Din
Tagalog: Saladin
татарча/tatarça: Сәләхетдин Әюби
українська: Салах ад-Дін
oʻzbekcha/ўзбекча: Salohuddin al-Ayyubiy
Tiếng Việt: Saladin
Winaray: Saladin
吴语: 萨拉丁
მარგალური: სალადინი
ייִדיש: סאלאדין
中文: 萨拉丁
文言: 薩拉丁
Bân-lâm-gú: Saladin
粵語: 撒拉丁