რომის პაპი

ვატიკანი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

რომის პაპი (ლათ. Papa < ბერძ. Papas — მამა) — კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად („ქრისტეს ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, 1523 წლიდან (კლიმენტ VII) 1978 წლამდე (იოანე-პავლე II) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ იტალიელებს ირჩევდნენ. იტალიელთა გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ფრანგი (19-ჯერ), ბერძენი (15-ჯერ), სირიელი (7-ჯერ), ესპანელი (7-ჯერ), გერმანელი (6-ჯერ), ეგვიპტელი (ალექსანდრიიდან, 2-ჯერ), ინგლისელი, პოლონელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი პაპები.

რომის პაპის ხელისუფლება შეუზღუდავია, მისი საეკლესიო პრიმატი ემყარება ვატიკანის I საეკლესიო კრების (1869-1870) გადაწყვეტილებას, ხოლო ეკლესიის მმართველობაში ნომინალურად მონაწილეობს ვატიკანის II საეკლესიო კრების (1962-1965) დადგენილების შესაბამისად (ეპისკოპოსთა კოლეგია). 1965 წელს შექმნილ ეპისკოპოსთა სინოდს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვს. რომის პაპი იწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ამტკიცებს მათ დადგენილებებს, ანიჭებს კარდინალის წოდებას; ამტკიცებს ეპისკოპოსებს, მას ექვემდებარებიან მონაზვნური ორდენების გენერლები.

რომის პაპის რეზიდენცია ვატიკანშია. იგი ვატიკანის შეუზღუდავი გამგებელია, ატარებს საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკას თავისი ლეგატების, ენციკლიკებისა და ეპისკოპოსთა მეშვეობით. სხვადასხვა ქვეყნებში რომის პაპი გავლენას ახდენს კათოლიკური პარტიების, პროფკავშირების და საერო ორგანიზაციების მოღვაწეობაზე.

რომის პაპები (XIX-XXI საუკუნეებში)

რომის პაპი არჩევის წელი სამოქალაქო სახელი სიცოცხლის წლები
ლეო XIII 1878 ვინჩენცო ჯოაკინო პეჩი 1810-1903
პიუს X 1903 ჯუზეპე მელკიორ სარტო 1835-1914
ბენედიქტე XV 1914 ჯაკომო დელა კიეზა 1854-1922
პიუს XI 1922 აკილე რატი 1857-1939
პიუს XII 1939 ეუჯენიო პაჩელი 1876-1958
იოანე XXIII 1958 ანჯელო ჯუზეპე რონკალი 1881-1963
პავლე VI 1963 ჯოვანი ბატისტა მონტინი 1897-1978
იოანე-პავლე I 1978 ალბინო ლუჩანი 1913-1978
იოანე-პავლე II 1978 კაროლ იოზეფ ვოიტილა 1920-2005
ბენედიქტე XVI 2005 იოზეფ რაცინგერი 1927
ფრანცისკე 2013 ხორხე მარიო ბერგოლიო 1936
Other Languages
Afrikaans: Pous
Alemannisch: Papst
አማርኛ: የሮሜ ፓፓ
aragonés: Papa
Ænglisc: Pāpa
ܐܪܡܝܐ: ܦܐܦܐ
asturianu: Papa
azərbaycanca: Papa
Boarisch: Popst
žemaitėška: Puopėžios
Bikol Central: Papa
беларуская: Папства
беларуская (тарашкевіца)‎: Папа
български: Папа
বাংলা: পোপ
brezhoneg: Pab
bosanski: Papa
català: Papa
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Gáu-huòng
Cebuano: Papa
کوردی: پاپا
corsu: Papa
čeština: Papež
Чӑвашла: Поп
Cymraeg: Pab
dansk: Pave
Deutsch: Papst
Zazaki: Papa
dolnoserbski: Bamž
Ελληνικά: Πάπας
emiliàn e rumagnòl: Papa
English: Pope
Esperanto: Papo
español: Papa
eesti: Paavst
euskara: Aita santu
فارسی: پاپ
suomi: Paavi
français: Pape
Frysk: Paus
Gaeilge: Pápa
Gàidhlig: Pàpa
galego: Papa
客家語/Hak-kâ-ngî: Kau-fòng
עברית: אפיפיור
हिन्दी: पोप
hrvatski: Papa
hornjoserbsce: Bamž
Kreyòl ayisyen: Pap
հայերեն: Հռոմի Պապ
interlingua: Papa
Bahasa Indonesia: Paus (Gereja Katolik)
Interlingue: Pápa
Ilokano: Papa
Ido: Papo
íslenska: Páfi
italiano: Papa
日本語: 教皇
Patois: Puop
Basa Jawa: Paus
Kabɩyɛ: Papa
қазақша: Папалық
ភាសាខ្មែរ: សម្ដេចប៉ាប
ಕನ್ನಡ: ಪೋಪ್
한국어: 교황
kurdî: Papa
kernowek: Pab
Кыргызча: Рим папасы
Latina: Papa
Ladino: Papás
Lëtzebuergesch: Poopst
Lingua Franca Nova: Pape
Limburgs: Paus
lumbaart: Papa
lingála: Pápa
lietuvių: Popiežius
latviešu: Romas pāvests
македонски: Папа
മലയാളം: മാർപ്പാപ്പ
монгол: Пап
मराठी: पोप
Bahasa Melayu: Paus (Katolik)
Mirandés: Papa
مازِرونی: پاپ
Dorerin Naoero: Dopope
Napulitano: Papa
Plattdüütsch: Paapst
Nedersaksies: Paus
नेपाल भाषा: पोप
Nederlands: Paus
norsk nynorsk: Pave
norsk: Pave
Nouormand: Pape
occitan: Papa
ਪੰਜਾਬੀ: ਪੋਪ
Papiamentu: Papa
Picard: Pape
Deitsch: Baapscht
polski: Papież
português: Papa
Runa Simi: Pápa (chakariq)
rumantsch: Papa
română: Papă
armãneashti: Papa
русский: Папство
русиньскый: Папа римскый
саха тыла: Паапа
sardu: Paba
sicilianu: Papa
Scots: Pape
srpskohrvatski / српскохрватски: Papa
Simple English: Pope
slovenčina: Pápež
slovenščina: Papež
shqip: Papa
српски / srpski: Папа
svenska: Påve
Kiswahili: Papa
ślůnski: Papjyż
తెలుగు: పోప్
тоҷикӣ: Поп
Tagalog: Papa
Tok Pisin: Pop
Türkçe: Papa
татарча/tatarça: Рим папасы
українська: Папа Римський
اردو: پوپ
oʻzbekcha/ўзбекча: Rim papasi
vèneto: Papa
Tiếng Việt: Giáo hoàng
West-Vlams: Paus
walon: Påpe
Winaray: Papa
吴语: 教宗
მარგალური: რომიშ პაპი
ייִדיש: פויבסט
Yorùbá: Pópù
Zeêuws: Paus
中文: 教宗
文言: 羅馬教宗
Bân-lâm-gú: Kàu-hông
粵語: 教宗