რომის იმპერია

რომის იმპერია
Imperium Romanum
დაიშალა

ძვ.წ. 27–ახ.წ. 476

რომის იმპერიის ვექსილოიდი

დევიზი
დევიზი:
(ლათ.: რომის ხალხი და სენატი)
წითელი - ძვ. წ. II საუკუნე. ნარინჯ. - კეისარის და პომპეუსის დაბყრობების შემდეგ. ყვითელი - ოქტავიანეს დაბყრობების შემდეგ. მწვანე - ჩვ.წ. II საუკუნე
დედაქალაქირომი; მოგვიანებით ასევე მილანი, რავენა და კონსტანტინოპოლი
ენებილათინური, ბერძნული
რელიგიაძველი რომის რელიგია
ქრისტიანობა   (380 წლიდან)
მთავრობამონარქია
იმპერატორები
 - ძვ.წ. 27–14 წ.ოქტავიანე ავგუსტუსი
 - 284–305დიოკლეტიანე
 - 306–337კონსტანტინე I დიდი
 - 379–395თეოდოსიუს I
 - 475–476რომულუს ავგუსტულუსი
ისტორია
 - შეიქმნაძვ.წ. 27
 - რესპუბლიკის ბოლო ომიძვ.წ. 32-30
 - იმპერიის დაარსებაძვ.წ. 30-2
 - იმპერიის გაყოფა293
 - კონსტანტინოპოლის დაცემა1453
 - გაუქმდაახ.წ. 476
ფართობი
 - ძვ.წ. 252,750,000 კმ² (1,061,781 მლ²)
 - 1176,500,000 კმ² (2,509,664 მლ²)
 - 3904,400,000 კმ² (1,698,849 მლ²)
მოსახლეობა
 - ძვ.წ. 25 წელი56,800,000 
სიმჭიდროვე20.7 /კმ²  (53.5 /მლ²)
 - 117 წელი88,000,000 
სიმჭიდროვე13.5 /კმ²  (35.1 /მლ²)
ვალუტარომაული მონეტა
სახელმწიფო სიმბოლო - არწივი

რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულასა და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თანაც საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსისა და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისრის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

კეისრის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად, რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა, რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმდროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.

სექციების სია

Other Languages
Afrikaans: Romeinse Ryk
aragonés: Imperio Román
asturianu: Imperiu romanu
azərbaycanca: Roma İmperiyası
башҡортса: Рим империяһы
žemaitėška: Ruomas imperėjė
беларуская: Рымская імперыя
беларуская (тарашкевіца)‎: Рымская імпэрыя
български: Римска империя
bosanski: Rimsko carstvo
català: Imperi Romà
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Lò̤-mā Dá̤-guók
qırımtatarca: Roma İmperiyası
dansk: Romerriget
dolnoserbski: Romski imperium
English: Roman Empire
Esperanto: Romia Imperio
español: Imperio romano
estremeñu: Empériu romanu
Na Vosa Vakaviti: Na Matanitu ki Roma
føroyskt: Rómverjaríkið
français: Empire romain
贛語: 羅馬帝國
客家語/Hak-kâ-ngî: Lò-mâ Ti-koet
Fiji Hindi: Roman Samrajya
hrvatski: Rimsko Carstvo
hornjoserbsce: Romski imperij
Kreyòl ayisyen: Anpi Women
interlingua: Imperio Roman
Bahasa Indonesia: Kekaisaran Romawi
italiano: Impero romano
日本語: ローマ帝国
la .lojban.: latmo sosygugje'a
ភាសាខ្មែរ: ចក្រភព រ៉ូម
한국어: 로마 제국
Lëtzebuergesch: Réimescht Räich
Lingua Franca Nova: Impero Roman
Limburgs: Romeins Riek
Ligure: Impêo Roman
lumbaart: Impero Roman
lietuvių: Romos imperija
latviešu: Romas impērija
Malagasy: Empira Romana
македонски: Римско Царство
Bahasa Melayu: Empayar Rom
Mirandés: Ampério Romano
မြန်မာဘာသာ: ရောမအင်ပါယာ
Napulitano: Impero Rumano
Nedersaksies: Romeinse Riek
नेपाल भाषा: रोमन साम्राज्य
norsk nynorsk: Romarriket
occitan: Empèri Roman
ਪੰਜਾਬੀ: ਰੋਮਨ ਸਮਰਾਜ
Papiamentu: Imperio romano
Piemontèis: Imperi Roman
پنجابی: رومی سلطنت
português: Império Romano
română: Imperiul Roman
русиньскый: Римска империя
саха тыла: Рим империята
sicilianu: Mpèriu rumanu
srpskohrvatski / српскохрватски: Rimsko Carstvo
Simple English: Roman Empire
slovenčina: Rímske cisárstvo
slovenščina: Rimski imperij
Gagana Samoa: Emepaea o Roma
српски / srpski: Римско царство
Seeltersk: Roomske Riek
Basa Sunda: Kakaisaran Romawi
Kiswahili: Dola la Roma
Türkmençe: Rim imperiýasy
татарча/tatarça: Рим империясе
ئۇيغۇرچە / Uyghurche: رىم ئىمپېرىيىسى
українська: Римська імперія
vèneto: Inpero Roman
vepsän kel’: Rimalaine imperii
Tiếng Việt: Đế quốc La Mã
West-Vlams: Romeins Ryk
吴语: 罗马帝国
Vahcuengh: Lozmaj Daeqgoz
中文: 羅馬帝國
Bân-lâm-gú: Lô-má Tè-kok
粵語: 羅馬帝國