რომანტიზმი

ფრიდრიხი. მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე

რომანტიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.

რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება.

რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა.

რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

Other Languages
Afrikaans: Romantiek
Alemannisch: Romantik
aragonés: Romanticismo
العربية: رومانسية (فن)
asturianu: Romanticismu
azərbaycanca: Romantizm
تۆرکجه: رومانتیزم
башҡортса: Романтизм
беларуская: Рамантызм
беларуская (тарашкевіца)‎: Рамантызм
български: Романтизъм
bosanski: Romantizam
català: Romanticisme
Cebuano: Romantisismo
کوردی: ڕۆمانتیزم
čeština: Romantismus
Чӑвашла: Романтизм
Cymraeg: Rhamantiaeth
Deutsch: Romantik
Ελληνικά: Ρομαντισμός
English: Romanticism
Esperanto: Romantikismo
español: Romanticismo
eesti: Romantism
فارسی: رمانتیسم
français: Romantisme
Frysk: Romantyk
Gaeilge: Rómánsachas
贛語: 浪漫主義
galego: Romanticismo
עברית: רומנטיקה
hrvatski: Romantizam
magyar: Romantika
հայերեն: Ռոմանտիզմ
interlingua: Romanticismo
Bahasa Indonesia: Romantisisme
íslenska: Rómantíkin
italiano: Romanticismo
日本語: ロマン主義
Basa Jawa: Romantisisme
한국어: 낭만주의
kurdî: Romantîzm
Кыргызча: Романтизм
Lingua Franca Nova: Romanticisme
Limburgs: Romantiek
lietuvių: Romantizmas
latviešu: Romantisms
македонски: Романтизам
മലയാളം: കാല്പനികത
монгол: Романтизм
Nedersaksies: Romantiek
norsk nynorsk: Romantikken
occitan: Romantisme
ਪੰਜਾਬੀ: ਰੋਮਾਂਸਵਾਦ
Papiamentu: Romanticismo
polski: Romantyzm
پنجابی: رومانیت
português: Romantismo
rumantsch: Romantica
română: Romantism
русский: Романтизм
русиньскый: Романтізм
sicilianu: Rumanticismu
سنڌي: رومانيت
srpskohrvatski / српскохрватски: Romantizam
Simple English: Romanticism
slovenčina: Romantizmus
slovenščina: Romantika
српски / srpski: Романтизам
Seeltersk: Romantik
svenska: Romantiken
тоҷикӣ: Романтизм
Tagalog: Romantisismo
Türkçe: Romantizm
українська: Романтизм
اردو: رومانیت
oʻzbekcha/ўзбекча: Romantizm
vèneto: Romanticismo
Tiếng Việt: Chủ nghĩa lãng mạn
West-Vlams: Romantiek
walon: Romantisse
Winaray: Romantisismo
中文: 浪漫主义
Bân-lâm-gú: Lô-bān-chú-gī
粵語: 浪漫主義