როლური ვიდეო თამაში

სკრინშოტი იზომეტრიული როლური თამაშიდან „Tales of Trolls & Treasures“

როლური ვიდეო თამაში (ინგლ. Role-Playng Video Game; შემოკლებით RPG) — ვიდეო თამაშების ჟანრი, სადაც მოთამაშე აკონტროლებს ერთ ან რამდენიმე პერსონაჟს, სადაც თითოეულ პერსონაჟს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები, ეს იქნება — ფიზიკური თუ გონებრივი. მაგალითისთვის, ასეთი მახასიათებლები შეიძლება იყოს სიცოცხლის ქულები, ძალის მაჩვენებელი, სისწრაფე, თავდაცვა, თავის არიდება, განვითარების დონე და ასე შემდეგ. ეს მახასიათებლები თამაშის მიმდინარეობისას იცვლება. თამაშის მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ელემენტი არის პერსონაჟების შესაძლებლობების გაზრდა მისი პარამეტრების, განვითარებისა და ახალი უნარ-ჩვევების შესაწავლის ხარჯზე.

RPG ჟანრს ბევრი საერთო აქვს სამაგიდო როლურ თამაშებთან, როგორიც არის, მაგალითად, „Dungeons and Dragons“ჟარგონები, პარამეტრები, გეიმპლეი და მექანიკა[1]. როგორც წესი, მოთამაშეები მართავენ ერთ ან რამდენიმე გმირს, აღწევენ გამარჯვებას, ასრულებენ დავალებებს, მონაწილეობენ ტაქტიკურ ბრძოლებში სიუჟეტის დასრულებამდე. RPG ჟანრი განსაკუთრებულია იმით რომ, პერსონაჟები ვითარდებიან თავიანთი შესაძლებლობებით და ეს განვითარება ხშირად კონტროლდება მოთამაშის მიერ. [2][3]

როლური ვიდეო თამაში, ხშირად ეყრდნობა გამოგონილ თამაშის სამყაროსა და სიუჟეტს[4]. სიუჟეტი როგორც წესი, დაყოფილია რიგ ამოცანებად, (ქვესტებად). მოთამაშე პერსონაჟს აძლევს ბრძანებას, რომელსაც ასრულებს რიგობითად, იმის და მიხედვით, თუ რა ბრძანება იქნება ეს. როდესაც პერსონაჟი აღწევს გარკვეული ქულების რაოდენობას, იგი იღებს განვითარების ახალ საფეხურს და ასე გრძელდება, სანამ პერსონაჟი არ მიაღწევს განვითარების ბოლო საფეხურს[5]. RPG ჟანრი, ხშირად თავაზობს მოთამაშეებს უფრო რთულ და დინამიურ ურთიერთკავშირს ვიდეო თამაშების პერსონაჟებთან, ვიდრე სხვა დანარჩენი ჟანრები.[3][6]

Other Languages
Bahasa Indonesia: Permainan peran video
íslenska: Tölvuspunaspil
Nederlands: Computerrollenspel
norsk nynorsk: Datarollespel
português: RPG eletrônico
svenska: Datorrollspel
українська: Рольова відеогра