რკინა

რკინა / Ferrum (Fe) Fe-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი26
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა
რკინა
ჭედადი, ბლანტი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
55,847 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი126 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 759,1 (7,87) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია[Ar] 3d6 4s2
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი117 პმ
იონური რადიუსი(+3e) 64 (+2e) 74 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
1,83
ელექტროდული პოტენციალიFe←Fe3+ −0,04 ვ
Fe←Fe2+ −0,44 ვ
ჟანგვის ხარისხი6, 3, 2, 0,
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე7,874 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა25,14[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა80,4 ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა1812
დნობის სითბო247,1 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა3134
აორთქლების სითბო~6088 კჯ/კგ ~340 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა7,1 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურაკუბური მოცულობაცენტრირებული
მესრის პერიოდი2,866 Å
შეფარდებაn/
დებაის ტემპერატურა460
Fe26
55,847
[Ar] 3d6 4s2
მანგანუმი
რკინის ატომის სქემა

რკინა — მენდელეევის პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მერვე ჯგუფის გვერდითი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია - 26. აღინიშნება სიმბოლოთი Fe (ლათ. Ferrum). ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედამიწის ქერქში (მეორე ადგილზეა ალუმინის შემდეგ).

მარტივი ნივთიერება რკინა (CAS-ნომერი: 7439-89-6) — ჭედადი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი მაღალი ქიმიური რეაქციული უნარით: რკინა სწრაფად განიცდის კოროზიას განსაკუთრებულად ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. სუფთა ჟანგბადში რკინა იწვის, ხოლო მცირედისპერსიულ მდგომარეობაში ჰაერზეც თვითაალდება.

ჩვეულებრივ, რკინას უწოდებენ მის შენადნობებს რომლებშიც, მინარევების შემცველობა ძლიერ მცირეა (0,8 %-მდე) და ინარჩუნებენ წმინდა ლითონის პლასტიკურობას და სირბილეს. მაგრამ პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება რკინისა და ნახშირბადის შენადნობები: ფოლადი (წონის 2,14%-დე ნახშირბადი) და თუჯი (წონის 2,14–4.1 % ნახშირბადით). როგორც წესი ფოლადს აუმჯობესებენ მალეგირებელი ელემენტებით (ქრომი, მანგანუმი, ნიკელი, და სხვა) - ლეგირებული ფოლადი. რკინისა და მისი შენადნობების სპეციფიკური თვისებების ერთობლიობის გამო ადამიანისათვის რკინა არის «№ 1 ლითონი».

ბუნებაში რკინა ძალიან იშვიათად გვხვდება სუფთა სახით, ყველაზე ხშირად ის გვხვდება რკინა-ნიკელის მეტეორიტების შემადგენლობაში. რკინის გავრცობადობა დედამიწის ქერქში შეადგენს — 4,65 % (მე-4 ადგილზეა O, Si, Al-ის შემდეგ[2]). ასევე ითვლება, რომ უმეტესწილად რკინისაგან შედგება დედამიწის ბირთვი.

ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რკინის ისტორია.

რკინა, როგორც ინსტრუმენტალური მასალა ცნობილია უძველესი დროიდან. რკინის ყველაზე ძველი ნაკეთობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დათარიღებულია მე-4 ათასწლეულით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე და მიეკუთვნება ძველი შუმერის და ძველი ეგვიპტის ცივილიზაციას. ისინი დამზადებულია მეტეორიტული რკინისაგან, ანუ რკინისა და ნიკელის შენადნობისაგან (უკანასკნელის შემცველობა მერყეობს 5-დან 30 %-მდე), სამკაულები ეგვიპტური სამარხებიდან (მიახლოებით 3800 წელი ძვ. წ. აღრიცხით) და ხანჯალი ურიდან, შუმერული ქალაქიდან (მიახლოებით 3100 წელი ძვ. წ.ა.). ზეციური წარმოშობის მეტეორიტული რკინიდან, მოდის რკინის ერთ ერთი სახელწოდება ბერძნულ და ლათინურ ენებში: «სიდერი» (რაც «ზეციურს, ვარსკლავურს» ნიშნავს).

რკინის ნაკეთობები, რომლებიც მიღებული იყო გამოდნობის მეშვეობით, ცნობილია ჯერ კიდევ არიული ტომების ევროპიდან აზიაში, ხმელთაშუაზღვის კუნძულებზე და კიდევ უფრო მოშორებით (მე-4 ათასწლეულის ბოლო და მე-3 ათასწლეული ქრისტეშობამდე) გადასახლების დროიდან. ყველაზე უძველესი ცნობილი რკინის ნაკეთობაა - ფოლადის სამართებელი, რომელიც ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ხეოფსის პირამიდის ქვის წყობაში (აშენებულია მიახლოებით 2530 წელს ძვ. წ.ა.). როგორც გათხრებმა აჩვენა ნუბიის უდაბნოში, ჯერ კიდევ იმ დროს ეგვიპტელები, როდესაც ცდილობდნენ მოსაპოვებელი ოქროს გამოყოფას მძიმე მაგნეტიტური ქვიშისაგან, ახურებდნენ მადანს ქატოსთან და სხვა მსგავს ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც შეიცავდა ნახშირბადს. ამის შედეგად ოქროს შენადნობის ზედაპირზე ამოტივტივდებოდა ცომისმაგვარი რკინის ფენა, რომელსაც ცალკე ამუშავებდნენ. ამ რკინისაგან ჭედდენ იარაღებს, მათ შორის ხეოფსის პირამიდაში ნანახ ნივთებსაც. თუმცა ხეოფსის შვილიშვილის მენკუარის (2471—2465 წლები ძვ. წ.ა.) შემდეგ ეგვიპტეში დაიწყო არეულობა: დიდგვაროვნებმა ღმერთი რას ქურუმების მეთაურობით ჩამოაგდეს მმართველი დინასტია, და დაიწყო უზურპატორების ცვლა, რომელიც დამთავრდა შემდეგი დინასტიის ფარაონის უსერკარის გამეფებით, რომელიც ქურუმებმა გამოაცხადეს ღმერთის ვაჟად და თვით ღმერთ რას განსახიერებად (აქედან მოყოლებული ეს ფარაონების ოფიციალურ სტატუსად იქცა). ამ არეულობის დროს ეგვიპტელების კულტურულმა და ტექნიკურმა ცოდნამ დეგრადაცია განიცადა, ასევე დეგრადაცია განიცადა პირამიდების მშენებლობის ხელოვნებამ და დაკარგულ იქნა რკინის წარმოების ტექნოლოგია, ეგვიპტელებმა მოგვიანებით სპილენძის საბადოების ძებნისას სინაის ნახევარკუნძულზე, არავითარი ყურადღება არ მიაქციეს იქ არსებულ რკინის მარაგს, და რკინას იღებდნენ მეზობელი ხეთებისაგან და მითანიელებისაგან.

რკინა ხშირად მოიხსენიება უძველეს (მე-3 ათასწლეული ძვ. წ.ა.) ხეთურ ტექსტებში, რომლებმაც დააარსეს საკუთარი იმპერია თანამედროვე ანატოლიის ტერიტორიაზე თურქეთში. ასე მაგ., ხეთების მეფის ანიტის ტექსტებში აღნიშნულია (მიახლოებით 1800 წ. ძვ.წ.ა.):

ვიკიციტატა
„როდესაც მე ქალაქ პურუსხანდუზე გავილაშქრე, ადამიანი ქალაქ პურუსხანდუდან ჩემთან გამოვიდა (…?) და მან მე 1 რკინის ტახტი და 1 რკინის კვერთხი (?) მორჩილების ნიშნად (?) მომართვა... “
(გ.გ. გიორგაძე«ანიტის ტექსტი» და ხეთების ადრეული ისტორიის რამდენომე საკითხი // უძველესი ისტორიის მაცნე. 1965. № 4. )

უძველეს დროში რკინის ნაკეთობების ოსტატებად ითვლებოდნენ კოლხური (ქართველური) ტომები ხალიბები, რომლებსაც ჰეროდოტე (ისტორია 1:28) ჩამოთვლის მცირე აზიის ელინურ ტომებში, რომლებიც ლიდიის მეფეს კრეზეს ექვემდებარებოდნენ. ხალიბები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ, მათ შორის მდინარე გალისის შესართავში (თანამედროვე ქ. სამსუნი თურქეთი), და მათი სახელიდან მოდის სახელწოდება ბერძნ. Χάλυβας — «ფოლადი». არგონავტების მითში (რომელებმაც იმოგზაურეს 50 წლით ადრე ტროას ომამდე) მოთხრობილია, რომ კოლხეთის მეფემ აიეტმა იასონს მისცა რკინის გუთანი რათა მოეხნა არესის მიწა, და აღწერილია მისი ქვეშევრდომები ხალიბები:

ვიკიციტატა
„ისინი არ ხნავენ მიწას, არ რგავენ ნაყოფმსხმოიარე ხეებს, არ მწყემსავენ ფარებს მდელოებზე; ისინი მოიპოვებენ მადანსა და რკინას დაუმუშავებელი მიწისაგან და ცვლიან საკვებზე. მათი დღე იწყება მძიმე შრომაში, ღამის წყვდიადში და სქელ კვამლში ატარებენ მთელ დღეს შრომაში... “

არისტოტელემ აღწერა მათი ფოლადის მიღების ხერხი: ხალიბები რამდენიმეჯერ გამორეცხავდნენ მათი ქვეყნის მდინარის ქვიშას — ალბათ, ამ ხერხით (ახლა ამას უწოდებენ ფლოტაციასს) ისინი გამოყოფდნენ მადნის მძიმე რკინის შემცველ ფრაქციას, ამატებდნენ რაღაც ცეცხლგამძლე ნივთიერებას, და ადნობდნენ ღუმელში; ამ სახით მიღებული ლითონი იყო მოვერცხლისფრო და უჟანგავი.

ფოლადის გამოსადნობ ნედლეულად გამოიყენებოდა მაგნეტიტური ქვიშა, რომელიც ხშირად გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე (ახლაც გავრცელებულია ქ.ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზეც მალთაყვაში სოფ. მაგნეტიტი, გრიგოლეთი, ნატანები და სხვა): ეს მაგნეტიტური ქვიშა შედგება მაგნეტიტის, ტიტან-მაგნეტიტის ან ილმენიტის მწვრილი მარცვლების და სხვა ქანების ნამსხვრევების ნარევისაგან, ასე რომ ხალიბების მიერ გამოდნობილი ფოლადი ლეგირებული იყო, ჰქონდა ბრწყინვალე თვისებები. რკინის მიღების ასეთი თავისებური ხერხი იმაზე მეტყველებს რომ, ხალიბებმა მხოლოდ გაავრცელეს რკინა როგორც ტექნოლოგიური მასალა, მაგრამ მათი მეთოდი არ შეიძლებოდა საყოველთაოდ გამოეყენებინათ რკინის ნაკეთობების საწარმოებლად. მაგრამ ხალიბების წარმოებამ დიდი ბიძგი მისცა რკინის მეტალურგიის შემდგომ განვითარებას.

კლიმენტ ალექსანდრიელი თავის ენციკლოპედიურ ნაშრომში «სტრომატები» აღნიშნავს, რომ ძველი ბერძნული გადმოცემით რკინა (ალბათ მადნიდან გამონადნობი) აღმოჩენილ იქნა მთა იდეზე — ასე ეწოდებოდა მთათა ჯაჭვს ტროას ახლოს (ილიადაში ის მოიხსენიება როგორც მთა იდა, საიდანაც ზევსი თვალყურს ადევნებდა ბრძოლას ბერძნებსა და ტროას შორის). ეს მოხდა დევკალიონის წარღვნიდან 73 წლის შემდეგ, ხოლო ეს წარღვნა პაროსის ქრონიკით მოხდა 1528 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ანუ რკინის გამოდნობის ეს მეთოდი აღმოჩენილი იყო მიახლოებით 1455 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თუმცა კლიმენტის აღწერით გაურკვეველია, ის ამ მთას გულისხმობდა წინა აზიაში (იდა ფრიგიული, ვირგილიუსთან), თუ მთას იდას კუნძულ კრიტში, რომლის შესახებ რომაელი პოეტი ვერგილიუსი ენეიდაში მოიხსენიებს როგორც ტროელების წინასამშობლოდ:

«შუა ზღვაში იუპიტერის არის კუნძული კრეტა,
სადაც იდაა მაღალი, იქ არის იმ ტომის აკვანი…»

ყველაზე უფრო სავარაუდოა რომ, კლიმენტ ალექსანდრიელი ამბობს ზუსტად ტროასთან მდებარე ფრიგიის იდაზე, რადგანაც იქ ნაპოვნი იქნა ძველი რკინის შუბის პირები და რკინის წარმოების კერები. პირველი წერილობითი წყარო სადაც მოხსენიებულია რკინა არის ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ III-ის და ეხნატონის არქივის თიხის ფილები, დამიეკუთვნება იმავე პერიოდს (1450—1400 წლები ძვ. წ.ა.). იქ მოიხსენიება რკინის დამუშავება ამიერკავკასიაში, ის ტერიტორია რომელსაც ბერძნები უწოდებდნენ კოლხიდას, კოლხეთს (და შესაძლებელია, რომ ეს სიტყვა «kolhidos» მოდიფიცირებულ იქნას როგორც «halibos» ხალიბები) — კერძოდ კი, მეფემ მითანისა და მმართველმა სომხეთისა და ამიერკავკასიისამ ეგვიპტის ფარაონს ამენჰოტეპ II-ს «318 მონა ქალთან ერთად კარგი რკინის ხანჯლები და ბეჭდები» გაუგზავნა ასეთივე ძღვენს ჩუქნიდნენ ფარაონს ხეთები.

უძველეს დროს რკინა ოქროზე უფრო ფასობდა, და სტრაბონის აღწერით, აფრიკელ ტომებს ერთ ფუნტ რკინაში აძლევდნენ 10 ფუნტ ოქროს, ხოლო ისტორიკოს გ. არეშიანის გამოკვლევით სპილენძის, ვერცხლის, ოქროს და რკინის ღირებულების შეფარდება ძველ ხეთებში იყო 1 : 160 : 1280 : 6400. იმ დროს რკინა გამოიყენებოდა როგორც საიუველირო მასალა, მისაგან ამზადებდნენ ტახტებს და მეფობის სხვა რეგალიებს: მაგალითად, ბიბლიურ მეხუთე წიგნში 3,11 აღწერილია რეფაიმის მეფე ოგას «რკინის სარეცელი».

ტუტანხამონის სამარხში (მიახლოებით 1350 წელი ძვ.წ.ა.) ნაპოვნი იქნა რკინის ხანჯალი ოქროს მოჭედილობით - შესაძლებელია, დიპლომატიური თვალსაზრისით იყოს ხეთების მიერ ნაჩუქარი. მაგრამ ხეთები არ ცდილობდნენ რკინისა და მისი ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებას, რაც ჩანს ჩვენს დღემდე მოღწეულ მიმოწერაში ტუტანხამონსა და მის სიმამრს ხეთების მეფეს - ხათუსილს შორის. ფარაონი თხოვს გამოეგზავნა უფრო მეტი რკინა, ხოლო ხეთების მეფე თავის არიდებით პასუხობს, რომ რკინის მარაგი ამოიწურა, ხოლო მჭედლები დაკავებულნი არიან სასოფლოსამეურნეო საქმეებით, ამიტომაც ის ვერ შეასრულებს ხელმწიფე სიძის თხოვნას, და აგზავნის მხოლოდ ერთ «კარგი რკინის» (ანუ ფოლადის) ხანჯალს. როგორც ჩანს, ხეთები ცდილობდნენ თავიანთი ცოდნა გამოეყენებინათ სამხედრო უპირატესობისათვის, და სხვებს არ აძლევდნენ გათანაბრების საშუალებას. ამიტომაც, ალბათ რკინის ნაწარმმა ფართო გამოყენება ჰპოვა მხოლოდ ტროას ომის შემდეგ და ხეთების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, როდესაც ბერძნების სავაჭრო აქტივობის გამო რკინის ტექნოლოგია ბევრისათვის გახდა ცნობილი, და აღმოჩენილი იქნა რკინის ახალი საბადოები. ასე რობ ბრინჯაოს ხანა შეცვალა რკინის ხანამ.

ჰომეროსის აღწერით, თუმცა ტროას ომის დროს (მიახლოებით 1250 წ. ძვ.წ.ა.) იარაღი ძირითადად სპილენძისა და ბრინჯაოსი იყო, მაგრამ რკინა უკვე კარგად ცნობილი იყო და დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, თუმცა უფრო როგორც ძვირფასი ლითონი. მაგალითად, ილიადის 23-ე სიმღერაში ჰომეროსი აღნიშნავს, რომ აქილმა რკინის დისკოთი დააჯილდოვა, დისკოს მტყორცნელთა შეჯიბრში გამარჯვებული. ამ რკინას მოიპოვებდნენ ტროელები და მათ მიმდებარედ მცხოვრები ხალხები (ილიადა 7,473), მათ შორის ხალბები, რომლებიც ტროას მხარეს იბრძოდნენ, ასევე გამოსასყიდად ოქრო და ვერცხლთან ერთად რკინაა მოხსენიებულია : ილიადა 378-

«”ო, შემიბრალეთ! გამოსასყიდს მოგცემთ უთვალავს,
სახლში მიყრია ოქრო-ვერცხლი, რკინა, სპილენძი,
ვერც კი დაითვლით, მამაჩემი იმდენ განძს მოგცემთ,
თუ ყური მოჰკრა, რომ ცოცხალი აქაველთ ტყვე ვარ”.
…»

შესაძლებელია რკინა იყო ერთ ერთი მიზეზი რის გამოც ბერძნებმა გადაწყვიტეს მცირე აზიაში გალაშქრება, სადაც მათ გაიგეს რკინის წარმოების საიდუმლოებები. ხოლო ათენის გათხრებმა აჩვენა, რომ უკვე მიახლოებით 1100 წ. ძვ წ.ა. და მოგვიანებითაც ფართოდ გამოიყენებოდა რკინის ხმლები, შუბები, ნაჯახები და რკინის ლურსმნებიც კი. ბიბლიაში იესო ნავინის წიგნში 17,16 აღწერილია, რომ ფილისტიმიელები (ბიბლიური «PILISTIM», ესენი იყვნენ პროტობერძნული ტომები, გვიანიელინების ნათესავები, ძირითადად პელასგები) ფლობდნენ ბევრ რკინის ეტლებს, ანუ რკინა იმ დროისათვის დიდი რაოდენობით ფართოდ გამოიყენებოდა.

ჰომეროსი რკინას უწოდებს შრომატევად რკინას, იმიტომ რომ უძველეს დროში მისი მიღების ძირითად მეთოდს წარმოადგენდა ნედლი შებერვის პროცესი: რკინის მადანს და ხის ნახშირს ერთად ახურებდნენ სპეციალურ ღუმელებში (ჰორნებში — «Horn» — რქა, მილი, თავდაპირველად ეს იყო უბრალო მილი, ამოთხრილი მიწაში, ჩვეულებრივ ჰორიზონტალურად ხევის ფერდობზე). ჰორნში რკინის ჟანგები აღდგებიან ლითონამდე გახურებული ნახშირის დახმარებით, რომელიც ართმევს ჟანგბადს, ნახშირორჟანგის წარმოქმნამდე, მადნის ასეთი გახურების დროს ნახშირთან ერთად მიიღებოდა ცომისმაგვარი (ღრუბლისებური) რკინა. წიდას აცილებდნენ ჭედვით, ჩაქუჩის ძლიერი დარტყმებით აძევებდნენ მინარევებს. პირველ ჰორნებს ჰქონდათ შედარებით დაბალი ტემპერატურები — თუჯის დნობის ტემპერატურაზე საგრძნობლად დაბალი, ამიტომაც რკინა მიიღებოდა შედარებით ნაკლებნახშირბადიანი. რომ მივიღოთ მტკიცე ფოლადი საჭირო იყო რამდენიმეჯერ გახურება, გამოწრთობა და ჭედვა ნახშირთან ერთად, ამასთან ლითონის ზედა ფენა დამატებით გაჯერებულია ნახშირბადით და მტკიცდებოდა. ასე მიიღებოდა «კარგი ლითონი» — და თუმცა ეს მოითხოვდა დიდ შრომას, ნაკეთობები, რომლებიც მიიღებოდა ამ მეთოდით, იყო მნიშვნელოვანწილად მტკიცე და მაგარი, ვიდრე ბრინჯაოს ნაკეთობები.

სიმარტივისა და ეფექტიანობის გამო ეს პრინციპი, გამოიყენებოდა განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე მოგვიანებითაც მრავალი საუკუნის განმავლობაში, და რჩება ჩვენს დრომდე რკინის მოპოვების ძირითად მეთოდად. შემდგომში ისწავლეს უფრო ეფექტური ღუმელების დამზადება (ქართულად — დომენის ღუმელი) ფოლადის წარმოებისათვის. უკვე რომაელებმა იცოდნენ თუ როგორ მიეღწიათ ღუმელებში ფოლადისათვის საჭირო მაღალი ტემპერატურისათვის (მიახლოებით 1400 გრადუსი, ხოლო სუფთა რკინა დნება 1535 გრადუსზე). ამ დროს წარმოიქმნება თუჯი რომლის დნობის ტემპერატურაა 1100—1200 გრადუსი, რომელიც ძალიან მყიფეა მყარ მდგომარეობაში (რომლისთვისაც ჭედვა საერთოდ მიუღებელია) და არ გააჩნია ფოლადის დრეკადობა. თავდაპირველად მას თვლიდნენ მავნე გვერდით პროდუქტად (ინგლ. pig iron, ქართულად, ღორის რკინა), მაგრამ შემდგომ გამოჩნდა, რომ მეორეჯერ გადადნობისას ღუმელში ჰაერის გაძლიერებული შებერვით, თუჯი გარდაიქმნება კარგი ხარისხის ფოლადად, რადგანაც ზედმეტი ნახშირბადი იწვის.[3]

Other Languages
Afrikaans: Yster
Alemannisch: Eisen
አማርኛ: ብረት
aragonés: Fierro
Ænglisc: Īsen
العربية: حديد
ܐܪܡܝܐ: ܦܪܙܠܐ
অসমীয়া: লো
asturianu: Fierro
azərbaycanca: Dəmir
تۆرکجه: دمیر
башҡортса: Тимер
žemaitėška: Gelžės
беларуская: Жалеза
беларуская (тарашкевіца)‎: Жалеза
български: Желязо
भोजपुरी: लोहा
Bislama: Aien
Bahasa Banjar: Wasi
বাংলা: লোহা
བོད་ཡིག: ལྕགས།
brezhoneg: Houarn
bosanski: Željezo
буряад: Түмэр
català: Ferro
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Tiék
Cebuano: Yero
ᏣᎳᎩ: ᏔᎷᎩᏍᎩ
کوردی: ئاسن
corsu: Ferru
čeština: Železo
Чӑвашла: Тимĕр
Cymraeg: Haearn
dansk: Jern
Deutsch: Eisen
Zazaki: Asın
ދިވެހިބަސް: ދަގަނޑު
Ελληνικά: Σίδηρος
English: Iron
Esperanto: Fero
español: Hierro
eesti: Raud
euskara: Burdina
estremeñu: Hierru
فارسی: آهن
suomi: Rauta
Võro: Raud
føroyskt: Jarn
français: Fer
Nordfriisk: Stälj
furlan: Fier
Frysk: Izer
Gaeilge: Iarann
贛語:
Gàidhlig: Iarann
galego: Ferro
Avañe'ẽ: Itakandua
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: लोखण
Bahasa Hulontalo: Wuwate
ગુજરાતી: લોખંડ
Gaelg: Yiarn
客家語/Hak-kâ-ngî: Thiet
עברית: ברזל
हिन्दी: लोहा
Fiji Hindi: Loha
hrvatski: Željezo
Kreyòl ayisyen: Fè (non)
magyar: Vas
Հայերեն: Երկաթ
interlingua: Ferro
Bahasa Indonesia: Besi
Interlingue: Ferre
Ido: Fero
íslenska: Járn
italiano: Ferro
日本語:
Patois: Ayan
la .lojban.: tirse
Basa Jawa: Wesi
Qaraqalpaqsha: Temir
Taqbaylit: Uzzal
Kongo: Kibende
Gĩkũyũ: Iron
қазақша: Темір
ಕನ್ನಡ: ಕಬ್ಬಿಣ
한국어:
Перем Коми: Кӧрт
Ripoarisch: Eisen
kurdî: Hesin
коми: Кӧрт
kernowek: Horn
Кыргызча: Темир
Latina: Ferrum
Lëtzebuergesch: Eisen
лакку: Мах
лезги: Ракь
Limburgs: Iezer
Ligure: Færo
lumbaart: Fer
lingála: Ebendé
lietuvių: Geležis
latviešu: Dzelzs
मैथिली: लोहा
Malagasy: Vy
Māori: Rino
македонски: Железо
മലയാളം: ഇരുമ്പ്
मराठी: लोखंड
Bahasa Melayu: Besi
Malti: Ħadid
မြန်မာဘာသာ: သံ (သတ္တု)
эрзянь: Кшни
Napulitano: Fierro
Plattdüütsch: Iesen
Nedersaksies: Iezer
नेपाली: फलाम
नेपाल भाषा: नँ
Nederlands: IJzer (element)
norsk nynorsk: Jern
norsk: Jern
Nouormand:
Diné bizaad: Béésh (Fe)
occitan: Fèrre
Livvinkarjala: Raudu
ଓଡ଼ିଆ: ଲୁହା
ਪੰਜਾਬੀ: ਲੋਹਾ
Papiamentu: Heru
Norfuk / Pitkern: Aiyen
polski: Żelazo
Piemontèis: Fer
پنجابی: لوہا
پښتو: وسپنه
português: Ferro
Runa Simi: Khillay
română: Fier
armãneashti: Heru
русский: Железо
русиньскый: Желїзо
संस्कृतम्: अयः
саха тыла: Тимир
sardu: Ferru
sicilianu: Ferru
Scots: Airn
سنڌي: لوھ
srpskohrvatski / српскохрватски: Željezo
සිංහල: යකඩ
Simple English: Iron
slovenčina: Železo
slovenščina: Železo
Soomaaliga: Xadiid
shqip: Hekuri
српски / srpski: Гвожђе
Seeltersk: Iersen
Basa Sunda: Beusi
svenska: Järn
Kiswahili: Chuma
தமிழ்: இரும்பு
తెలుగు: ఇనుము
тоҷикӣ: Оҳан
ไทย: เหล็ก
Tagalog: Bakal
Türkçe: Demir
татарча/tatarça: Тимер
ئۇيغۇرچە / Uyghurche: تۆمۈر
українська: Залізо
اردو: لوہا
oʻzbekcha/ўзбекча: Temir
vèneto: Fero
vepsän kel’: Raud
Tiếng Việt: Sắt
West-Vlams: Yzer (element)
Volapük: Ferin
walon: Fier
Winaray: Puthaw
吴语:
хальмг: Төмр
ייִדיש: אייזן
Yorùbá: Iron
Vahcuengh: Diet
中文:
文言:
Bân-lâm-gú: Thih
粵語: