რიფის რესპუბლიკა

რიფის რესპუბლიკა
الجمهورية الإتحادية لقبائل الريف

აუღიარებელი სახელმწიფო

Flag of Morocco.svg
 
Merchant flag of Spanish Morocco.svg
19211926 Flag of Morocco.svg
 
Merchant flag of Spanish Morocco.svg
Flag of the Republic of the Rif.svg Grand Imperial Star x75.gif
დროშა გერბი
República del Rif.svg
დედაქალაქი აჟდირი
ენა რიფული, არაბული
ფულის ერთეული რიფანი
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
ისტორია
 - შექმნა 18 სექტემბერი 1921
 - გაუქმება 27 მაისი 1926

რიფის რესპუბლიკა — სახელმწიფო მაროკოში ( 1921- 1926 წწ.), შეიქმნა მაროკოს რიფის ტომების ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის მსვლელობაში. წარმოადგენდა რიფის (ჩრდილოეთი მაროკო) მთიანი ოლქის ტომების სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას. უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ კრებას ეკუთვნოდა პრეზიდენტის (ამირას) აბდ ალ-ქარიმის მეთაურობით. რესპუბლიკის მთავრობა შედგებოდა 5 წევრისაგან. ადმინისტრაციული ერთეული ადგილებზე იყო ტომი, რომელსაც კაიდი და სათემო საბჭო (ჯაამა) ედგა სათავეში. კაიდები ემორჩილებოდნენ რიფის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რიფის რესპუბლიკის საბჭოს, რომელიც ტომების საქმეებს განაგებდა. სპეციალურად შემოღებული გადასახადების შემოსავალი ხმარდებოდა არმიას. რიფის რესპუბლიკამ ესპანეთისა და საფრანგეთის არმიების ერთობლივ შემოტევას ვერ გაუძლო და 1926 წლის 27 მაისს არსებობა შეწყვიტა.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
brezhoneg: Republik ar Rif
Deutsch: Rif-Republik
English: Rif Republic
Esperanto: Respubliko Rif
Bahasa Indonesia: Republik Rif
lietuvių: Rifo respublika
latviešu: Rīfa republika
Nederlands: Rif-Republiek
پنجابی: ریف جمہوریہ
português: República do Rife
svenska: Rifrepubliken
Türkçe: Rif Cumhuriyeti
oʻzbekcha/ўзбекча: Rif respublikasi