რთულყვავილოვანნი

რთულყვავილოვანნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:მცენარეები
განყოფილება:ფარულთესლოვნები
კლასი:ორლებნიანნი
ოჯახი:რთულყვავილოვანნი
ლათინური სახელი
Asteraceae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



რთულყვავილოვანნი (Asteraceae ანუ Compositae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ორწლოვანი ან უფრო ხშირად მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია, გვხვდება აგრეთვე ბუჩქბალახები ან ბუჩქები (ზომიერ სარტყელში) და ლიანები (ტროპიკებში). ფოთლები მარტივი ან რთულია, მორიგეობით, მოპირისპირედ, ან რგოლურად განწყობილი, ყვავილები მეტწილად პატარაა, საერთო ყვავილსაჯდომზე მჭიდროდაა განლაგებული და შეკრებილია კალათა ყვავილედებად. კალათები სხბადასხვა მოყვანილობისა და ზომისაა, შემოხვეული სახეშეცვლილი ფოთლებით ე. წ. საბურღველით, მარტოულია ან რამდენიმე, ზოგჯერ მრავალია და თავის მხრივ შეკრებილია სხვადასხვანაირ რთულ ყვევილედად. ყვავილები 5-წევრიანია, მეტწილად ორსქესიანია, იშვიათად ერთსქესიანი ან უსქესო. ყვავილის ჯამი სახეშეცვლილია ქოჩრად, ბეწვებად ან ჯაგრებად. ქოჩორი ხშირად ნაყოფს შერჩება ხოლმე და ხელს უწყობს მის გავრცელებას; გვირგვინი ფურცლებშეზრდილია. თითოეულ კალათაში ყველა ყვავილი ენაკისებრია (ქვეოჯახი Cichoroideae ანუ Liguliflorae) ან მილისებრი, ორტუჩა ან განაპირა ენაკისებრი, შიგნითა — მილისებრი (ქვეოჯახი Carduoideae ანუ Tubuliflorae) მტვრიანებს ერთმანეთთან მილად შეზრდილი სამტვრეები აქვთ; ბუტკო 2 ნაყოფის ფოთლისაგან შედგება. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისა და ზომის თესლურაა. დამტვერვა ხდება მწერებით და ქარით. ერთსახლიანი, უფრო იშვიათად ორსახლიანი მცენარეებია. ცნობილია 1000-მდე გვარის 30 000-მდე სახეობა. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე. საქართველოში 212 გვარის 459-მდე სახეობაა.

რთულყვავილოვანნი ორლებნიანებს შორის ევოლუციურად ყველაზე მაღალი განვითარების ოჯახად ითვლება. ოჯახის სახეობათა შორის ბევრია სამეურნეო მნიშვნელობის მცენარე: ბოსტნეული (სალათა, არტიშოკი), ზეთოვანი (მზესუმზირა, ალისარჩული და სხვა), სასურსათო მიწავაშლა, კაუჩუკის შემცველი (ფამფარულა), დეკორატიული (გეორგინი, ასტრა, ქრიზანთემა და სხვა). ბევრი მათგანი აბეზარი სარეველაა.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
Afrikaans: Asteraceae
العربية: نجمية
asturianu: Asteraceae
беларуская: Астравыя
български: Сложноцветни
bosanski: Asteraceae
català: Asteràcies
Cebuano: Asteraceae
čeština: Hvězdnicovité
Cymraeg: Asteraceae
Deutsch: Korbblütler
dolnoserbski: Kóšowe kwětarje
Ελληνικά: Σύνθετα
English: Asteraceae
Esperanto: Asteracoj
español: Asteraceae
euskara: Asteraceae
فارسی: کاسنیان
français: Asteraceae
Nordfriisk: Kurewbloosen
Gaeilge: Asteraceae
galego: Asteraceae
עברית: מורכבים
हिन्दी: ऐस्टरेसिए
hrvatski: Glavočike
hornjoserbsce: Zestajenkowe rostliny
Bahasa Indonesia: Asteraceae
íslenska: Körfublómaætt
italiano: Asteraceae
日本語: キク科
Basa Jawa: Asteraceae
한국어: 국화과
Перем Коми: Астра котыр
Latina: Asteraceae
lumbaart: Asteraceae
lietuvių: Astriniai
македонски: Главоцветни
кырык мары: Астра йишвлӓ
မြန်မာဘာသာ: အက်စတာပင်
Nederlands: Composietenfamilie
norsk nynorsk: Korgplantefamilien
occitan: Asteraceae
polski: Astrowate
پنجابی: تارہ پھل
português: Asteraceae
română: Asteraceae
русский: Астровые
sicilianu: Asteraceae
Scots: Asteraceae
srpskohrvatski / српскохрватски: Glavočike
Simple English: Asteraceae
slovenčina: Astrovité
slovenščina: Nebinovke
српски / srpski: Asteraceae
Basa Sunda: Asteraceae
తెలుగు: ఆస్టరేసి
Tagalog: Butonsilyo
Türkçe: Papatyagiller
українська: Айстрові
Tiếng Việt: Họ Cúc
West-Vlams: Asterachtign
Winaray: Asteraceae
吴语: 菊科
中文: 菊科
Bân-lâm-gú: Kiok-kho
粵語: 菊科