რეფერენდუმი

რეფერენდუმი (ლათ. referendum - ის რაც უნდა გახმოვანდეს, plebiscita - თავდაპირველად პლებეების საბჭოს დეკრეტი) — სახელმწიფო სამართალში ამომრჩეველთა კორპუსის მიერ კონსტიტუციური, საკანონმდებლო ან შიდა- და გარეპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა. რეფერენდუმის ჩატარებისა და მისი რეგულირების პროცედურას ქვეყნის კანონმდებლობა მართავს.

გამოყენების სფეროს, ჩატარების საშუალებისა და განხილვის საკითხის მიხედვით ანსხვავებენ: კონსტიტუციურ რეფერენდუმს (სრულიად სახალხო კენჭისყრაზე გამოაქვთ კონსტიტუციის პროექტი ან საკონსტიტუციო ჩასწორებები) და საკანონმდებლო (კანონპროექტი), აუცილებელ რეფერენდუმსა და ფაკულტატიურს.

რეფერენდუმი საქართველოში

"საქართველოს ორგანული კანონის რეფერენგუმის შესახებ" მიხედვით რეფერენდუმი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა გულისხმობს არჩევნის ფარულობას, თუ არ იქნება მოცემული მოთხოვნა დაცული ამ შემთხვევაში დგება რეფერენდუმის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი, რასაც წყვეტას საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სარჩელით მიმართვის შემთხვევაში. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რეფერენდუმის გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა,სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. რეფერენდუმს საქართველოში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მისი მოწყობის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოში რეფერენდუმი მზადდება და იმართება ქართულ ენაზე.

Other Languages
العربية: استفتاء عام
asturianu: Referendu
azərbaycanca: Referendum
беларуская: Рэферэндум
беларуская (тарашкевіца)‎: Рэфэрэндум
български: Референдум
bosanski: Referendum
català: Referèndum
کوردی: ڕێفراندۆم
čeština: Referendum
Cymraeg: Refferendwm
Deutsch: Referendum
Zazaki: Referandum
Ελληνικά: Δημοψήφισμα
English: Referendum
Esperanto: Referendumo
español: Referéndum
eesti: Referendum
euskara: Erreferendum
فارسی: همه‌پرسی
français: Référendum
Gaeilge: Reifreann
galego: Referendo
עברית: משאל עם
hrvatski: Referendum
հայերեն: Հանրաքվե
Bahasa Indonesia: Referendum
italiano: Referendum
日本語: 国民投票
Basa Jawa: Referendum
қазақша: Плебисцит
ಕನ್ನಡ: ಜನಮತಗಣನೆ
한국어: 국민투표
къарачай-малкъар: Референдум
Кыргызча: Референдум
Lëtzebuergesch: Referendum
Limburgs: Referendum
lumbaart: Referendum
lietuvių: Referendumas
latviešu: Referendums
македонски: Референдум
മലയാളം: ഹിതപരിശോധന
Bahasa Melayu: Pungutan suara
မြန်မာဘာသာ: ဆန္ဒခံယူခြင်း
Nederlands: Volksraadpleging
norsk nynorsk: Folkerøysting
Papiamentu: Referéndum
polski: Referendum
پنجابی: ریفرنڈم
português: Referendo
română: Referendum
русский: Референдум
русиньскый: Референдум
sicilianu: Referendum
Scots: Referendum
srpskohrvatski / српскохрватски: Referendum
Simple English: Plebiscite
slovenčina: Referendum
slovenščina: Referendum
српски / srpski: Референдум
Kiswahili: Kura ya maoni
ślůnski: Absztimůng
Tagalog: Reperendum
Türkçe: Referandum
українська: Референдум
اردو: ریفرنڈم
oʻzbekcha/ўзбекча: Referendum
vèneto: Referendum
Tiếng Việt: Trưng cầu dân ý
ייִדיש: רעפערענדום
中文: 公民投票
Bân-lâm-gú: Kong-bîn tâu-phiò
粵語: 公投