რენესანსი

"ათენის სკოლა", რაფაელი
თემები

არქიტექტურა
ცეკვა
ლიტერატურა
მუსიკა
მხატვრობა
ფილოსოფია
მეცნიერება
ტექნოლოგია
ომის ტექნოლოგია

რეგიონები

ინგლისი
საფრანგეთი
გერმანია
იტალია
ნიდერლანდი
ჩრდ. ევროპა
პოლონეთი
ესპანეთი

ადამის შექმნა, რენესანსის შესანიშნავი ნიმუშია

რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"; იტალ.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადება"), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.

ტერმინი "აღორძინება" გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში (მაგ. ჯორჯო ვაზარი). თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ. ამჟამად ტერმინი "აღორძინება" გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად (მაგ. IX საუკუნის კაროლინგისეული აღორძინება).

იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაში, პოეზიაში და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია "თანამედროვე" ეპოქის დასაწყისთან.

მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, იტალია) განვითარების შედეგი. უპირველეს ყოვლისა, ეს განპირობებული იყო ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვით და ბურჟუაზიული იდეალების (მატერიალიზმი) წინ წამოწევით. ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — "რეალური ადამიანი რეალურ გარემოში".

თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას.

Other Languages
Afrikaans: Renaissance
Alemannisch: Renaissance
አማርኛ: ዘመነ ህዳሴ
aragonés: Renaiximiento
العربية: عصر النهضة
asturianu: Renacimientu
azərbaycanca: İntibah dövrü
تۆرکجه: رونسانس
башҡортса: Яңырыу
Boarisch: Renaissance
žemaitėška: Renesansos
беларуская: Адраджэнне
беларуская (тарашкевіца)‎: Адраджэньне
български: Ренесанс
বাংলা: রেনেসাঁস
brezhoneg: Azginivelezh
bosanski: Renesansa
català: Renaixement
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Ùng-ngiê-hók-hĭng
Cebuano: Renasans
کوردی: ڕینێسانس
čeština: Renesance
Чӑвашла: Ренессанс
Cymraeg: Dadeni Dysg
Deutsch: Renaissance
Ελληνικά: Αναγέννηση
English: Renaissance
Esperanto: Renesanco
español: Renacimiento
eesti: Renessanss
euskara: Pizkundea
فارسی: رنسانس
Võro: Renessanss
føroyskt: Renessansan
furlan: Rinassiment
galego: Renacemento
עברית: רנסאנס
हिन्दी: पुनर्जागरण
Fiji Hindi: Renaissance
hrvatski: Renesansa
Kreyòl ayisyen: Renesans
magyar: Reneszánsz
հայերեն: Վերածնունդ
interlingua: Renascentia
Bahasa Indonesia: Abad Renaisans
Ilokano: Renasimiento
íslenska: Endurreisnin
italiano: Rinascimento
日本語: ルネサンス
Patois: Renesans
Basa Jawa: Abad Renaisans
қазақша: Ренессанс
한국어: 르네상스
kurdî: Ronesans
Кыргызча: Кайра жаралуу
Lëtzebuergesch: Renaissance
лезги: Ренессанс
Lingua Franca Nova: Renase
Limburgs: Renaissance
Ligure: Renascimento
lumbaart: Renassiment
lietuvių: Renesansas
latviešu: Renesanse
македонски: Ренесанса
Bahasa Melayu: Zaman Pembaharuan
Mirandés: Renacimiento
مازِرونی: رنسانس
Plattdüütsch: Renaissance
Nedersaksies: Renaissance
Nederlands: Renaissance
norsk nynorsk: Renessansen
occitan: Renaissença
polski: Renesans
Piemontèis: Arnassensa
پنجابی: نشاۃ ثانیہ
português: Renascimento
rumantsch: Renaschientscha
română: Renașterea
русский: Возрождение
русиньскый: Ренесанція
саха тыла: Ренессанс
sicilianu: Rinascimentu
srpskohrvatski / српскохрватски: Renesansa
සිංහල: පුනරුදය
Simple English: Renaissance
slovenčina: Renesancia
slovenščina: Renesansa
shqip: Rilindja
српски / srpski: Ренесанса
Seeltersk: Renaissance
svenska: Renässansen
Kiswahili: Renaissance
Türkmençe: Wozroždeniýe
Tagalog: Renasimiyento
Türkçe: Rönesans
українська: Відродження
oʻzbekcha/ўзбекча: Uygʻonish davri
vèneto: Rinasimento
Tiếng Việt: Phục Hưng
West-Vlams: Renaissance
Winaray: Renasimyento
吴语: 文艺复兴
მარგალური: რენესანსი
ייִדיש: רענעסאנס
中文: 文艺复兴
文言: 文藝復興
Bân-lâm-gú: Bûn-gē ho̍k-heng
粵語: 文藝復興