რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)

რეალ მადრიდი
Real Madrid
Real Madrid.png
სრული სახელი Real Madrid Club de Fútbol [1]
დაარსდა 6 მარტი, 1902
სტადიონი სანტიაგო ბერნაბეუ
(ტევადობა: 85,454 [2])
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ფლორენტინო პერესი
მწვრთნელი არგენტინის დროშა სანტიაგო სოლარი [3]
კაპიტანი ესპანეთის დროშა სერხიო რამოსი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2017–18 მე-3 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „რეალ მადრიდი“ (ესპ. Real Madrid Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მადრიდიდან.

„რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს პრიმერა დივიზიონის სარეკორდო 33 ტიტული; ესპანეთის თასის 18 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 10 ტიტული; ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო, 13 ტიტული, მათ შორის 3-ჯერ ზედიზედ (ჩემპიონატის მიმდინარე ფორმატის პირობებში) 2016–18 წლებში, რაც ყველა სხვა კლუბისთვის ჯერჯერობით მიუღწეველი შედეგია; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 4 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მიანიჭა 1920 წელს, ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).

„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.

„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. „რეალი“ არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით[4][5]

Other Languages
Afrikaans: Real Madrid
Alemannisch: Real Madrid
العربية: ريال مدريد
azərbaycanca: Real Madrid FK
Boarisch: Real Madrid
беларуская: ФК Рэал Мадрыд
беларуская (тарашкевіца)‎: Рэал Мадрыд
български: Реал Мадрид КФ
bosanski: Real Madrid CF
čeština: Real Madrid
Deutsch: Real Madrid
Zazaki: Real Madrid
Ελληνικά: Ρεάλ Μαδρίτης
Esperanto: Real Madrid
euskara: Real Madril
føroyskt: Real Madrid C.F.
հայերեն: Ռեալ Մադրիդ
Bahasa Indonesia: Real Madrid C.F.
íslenska: Real Madrid
Basa Jawa: Real Madrid CF
Qaraqalpaqsha: Real Madrid C.F.
қазақша: Реал Мадрид
Latina: Real Madrid
Ladino: Real Madrid
Lëtzebuergesch: Real Madrid
lietuvių: Real Madrid CF
Baso Minangkabau: Real Madrid C.F.
македонски: ФК Реал Мадрид
монгол: Реал Мадрид
Bahasa Melayu: Real Madrid C.F.
မြန်မာဘာသာ: ရီးယဲလ် မဒရစ်
مازِرونی: رئال مادرید
Nederlands: Real Madrid CF
norsk nynorsk: Real Madrid
Papiamentu: Real Madrid
polski: Real Madryt
Runa Simi: Real Madrid
română: Real Madrid CF
sicilianu: Real Madrid
srpskohrvatski / српскохрватски: Real Madrid CF
Simple English: Real Madrid C.F.
slovenčina: Real Madrid CF
Soomaaliga: Riyaal Madrid
српски / srpski: ФК Реал Мадрид
Sranantongo: Real Madrid C.F.
Basa Sunda: Real Madrid C.F.
svenska: Real Madrid
Kiswahili: Real Madrid
ślůnski: Real Madryt
Türkmençe: Real Madrid CF
Türkçe: Real Madrid CF
українська: Реал Мадрид
oʻzbekcha/ўзбекча: Real Madrid C.F.
vèneto: Real Madrid
Tiếng Việt: Real Madrid C.F.