ჟორჟ ჟაკ დანტონი

ჟორჟ ჟაკ დანტონი

ჟორჟ ჟაკ დანტონი ( ფრანგ. Georges Jacques Danton; დ. 26 ოქტომბერი, 1759 – გ. 5 აპრილი, 1794), იყო საფრანგეთის რევოლუციის ადრეული ეტაპის წამყვანი ფიგურა.

დანტონი განათლებით იურისტი იყო. დიდი ორატორული ტალანტის წყალობით რევოლუციის დასაწყისშივე ძალზე პოპულარული გახდა. იგი იაკობინელთა პოზიციებს იზიარებდა, მხარს უჭერდა 1792 წლის აჯანყებას.

მონარქიის დამხობის შემდეგ იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა. საფრანგეთისათვის უმძიმეს დღეებში – 1792 წლის აგვისტო–სექტემბერში – დიდი გამბედაობა და ენერგია გამოამჟღავნა, როდესაც ხალხს სამშობლოს დაცვისაკენ მოუწოდებდა. 1792 წელს კონვენტში აირჩიეს. ჟირონდისტთა და იაკობინელთა ბრძოლაში შემრიგებლური პოზიცია დაიკავა. 1793- 1794 წლების ზამთარში მის გარშემო ჩამოყალიბდა ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც რევოლუციური ტერორის შემსუბუქებას მოითხოვდა და იაკობინელთა პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. იგი მის მომხრეებთან ერთად 1794 წლის 5 აპრილს სიკვდილით დასაჯეს.


  • ლიტერატურა

ლიტერატურა

  • კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, გვ. 94, თბ., "კონა", 2001.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში ? არის გვერდი თემაზე:
Other Languages
Alemannisch: Georges Danton
العربية: جورج دانتون
مصرى: دانتون
azərbaycanca: Danton Jorj Jak
беларуская: Жорж Жак Дантон
български: Жорж Дантон
čeština: Georges Danton
Esperanto: Georges Danton
hrvatski: Georges Danton
Bahasa Indonesia: Georges Jacques Danton
한국어: 조르주 당통
Lëtzebuergesch: Georges Jacques Danton
latviešu: Žoržs Dantons
македонски: Жорж Дантон
Nederlands: Georges Danton
norsk nynorsk: Georges Danton
srpskohrvatski / српскохрватски: Georges Danton
Simple English: Georges Danton
slovenščina: Georges-Jacques Danton
српски / srpski: Жорж Дантон
Kiswahili: Georges Danton
українська: Жорж Жак Дантон
Tiếng Việt: Georges Danton