პრომეთე
English: Prometheus

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრომეთე (ჟურნალი).
ჰერა და პრომეთე
მიჯაჭვული პრომეთე (მხატ. გიუსტავ მორო

პრომეთე (ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, ქართულად „წინდახედული“, „წინასწარმეტყველი“, „შორსმჭვრეტელი“) — ტიტანი. იაპეტისა და ოკეანიდ აზიის (ზოგი ვარიანტით კლიმენეს, თემიდას) ვაჟი. ეპიმეთესა და ატლანტოსის ძმა, დევკალიონის მამა. მითებში პრომეთე ღმერთებთან მებრძოლ და ადამიანების ინტერესების დამცველ გმირადაა გამოყვანილი, ღმერთებისგან ტიტანების დამარცხების შემდეგ პრომეთე ადამიანების მხარეზე დადგა. ზევსის მოტყუების მიზნით პრომეთემ დაკლული ხარის ხორცი ორად გაყო, ერთ მხარეზე საუკეთესო ხორცის ნაჭრები დაალაგა, ზემოდან ტყავი და კუჭი დაადო, ხოლო მეორე მხარეზე ძვლები მოაგროვა და ზემოდან ქონები დაალაგა. შემდეგ ზევსს შეეკითხა, თუ რომელ ნაწილს აირჩევდა. ხარბმა ზევსმა ქონიანი ნაწილი აირჩია. პრომეთეს საქციელით გაჯავრებულმა ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, მაგრამ პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა კიდევ უფრო გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. მიჯაჭვულ გოლიათთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გმირს ღვიძლს უძიძგნიდა, (რაც იმას ნიშნავს, რომ ის (ღვიძლი) ისევ გამრთელდებოდა, რადგანაც ამ ორგანოს აქვს აღდგენის უნარი), მაგრამ ღამ-ღამობით მტანჯველი წყლული ისევ შუშდებოდა.

Other Languages
Afrikaans: Prometeus
asturianu: Prometeo
azərbaycanca: Prometey
беларуская: Праметэй
беларуская (тарашкевіца)‎: Прамэтэй
български: Прометей
brezhoneg: Prometheüs
čeština: Prométheus
dansk: Prometheus
Deutsch: Prometheus
Ελληνικά: Προμηθέας
English: Prometheus
Esperanto: Prometeo
español: Prometeo
eesti: Prometheus
euskara: Prometeo
estremeñu: Prometeu
فارسی: پرومته
suomi: Prometheus
français: Prométhée
galego: Prometeo
עברית: פרומתאוס
հայերեն: Պրոմեթևս
Արեւմտահայերէն: Պրոմեթեւս
Bahasa Indonesia: Prometheus (mitologi)
íslenska: Prómeþeifur
italiano: Prometeo
Кыргызча: Прометей
Latina: Prometheus
Lëtzebuergesch: Prometheus
lietuvių: Prometėjas
latviešu: Prometejs
македонски: Прометеј
Bahasa Melayu: Prometheus
norsk: Prometheus
occitan: Prometèu
ਪੰਜਾਬੀ: ਪ੍ਰੋਮੀਥੀਅਸ
پنجابی: پرومیتھیس
português: Prometeu
română: Prometeu
русский: Прометей
саха тыла: Прометей
Scots: Prometheus
srpskohrvatski / српскохрватски: Prometej
Simple English: Prometheus
slovenščina: Prometej
shqip: Prometeu
српски / srpski: Прометеј
svenska: Prometheus
Tagalog: Prometeo
Türkçe: Prometheus
татарча/tatarça: Прометей
oʻzbekcha/ўзбекча: Prometey
Tiếng Việt: Prometheus
Bân-lâm-gú: Prometheus