პორტალი:აშშ

აშშ-ის დროშა


United-states-sign-ka.png


United States (orthographic projection).svg
ამერიკის შეერთებული შტატები 50 შტატისა და დედაქალაქის ოლქისგან შემდგარი ფედერალური რესპუბლიკაა ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-ს სამი სახმელეთო საზღვარი აქვს, ორი კანადასთან და ერთი მექსიკასთან, და ასევე შემოსაზღვრულია წყნარი, ატლანტის, არქტიკის ოკეანეებითა და ბერინგის ზღვით. აშშ-ის ყოველ შტატს ფედერალიზმის სისტემის მიხედვით გასაზღვრული ადგილობრივი ავტონომიის მაღალი ხარისხი აქვს. ქვეყნის ისტორია დასაბამს 1776 წელს ბრიტანეთის ცამეტი კოლონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით იღებს. დროთა განმავლობაში ეს ქვეყანა გლობალური ზესახელმწიფო გახდა და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე. (იხ. სრულად)
რედ.

რჩეული სტატია

ეროვნული მოლი მაკმილანის გეგმის ცენტრალური ნაწილია.

ქალაქი-მშვენიერი (ინგლ. City Beautiful) იყო პროგრესული რეფორმატული მიმდინარეობა ჩრდილოეთ ამერიკის არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე, რომლის მიზანი ქალაქებში კეთილმოწყობისა და მონუმენტური გრანდიოზულობის მეშვეობით გაღარიბებულ ურბანულ გარემოში მორალურ დეგრადაციასთან შეწინააღმდეგება იყო. მიმდინარეობის თვითმიზანი, რომელიც თავდაპირველად ჩიკაგოს, დეტროიტსა და ვაშინგტონს უკავშირდებოდა, სილამაზე არ ყოფილა — მიმდინარეობის აქტივისტებს სწამდათ, რომ ამგვარი კეთილმოწყობის პროექტები საფუძველს ჩაუყრიდა ჰარმონიულ სოციალურ წყობას, რომელიც უკიდურესად ხელმოკლე ქალაქელებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.

მიმდინარეობის წარმოშობის მიზეზი აშშ-ში ქალაქების ცენტრალურ უბნებში შექმნილი გაუსაძლისი ცხოვრების პირობები გახდა, რომელიც უცხოელთა მოზღვავებული იმიგრაციისა და სოფლის მოსახლეობის სამსახურის ძიებაში ქალაქებში მასიური გადანაცვლების შედეგი იყო. მიმდინარეობა მხოლოდ ორიოდე ათწლეულს იყო აქტუალური, თუმცა დიდი ზეგავლენა იქონია ქალაქგეგმარებაზე მთელი XX საუკუნის განმავლობაში.(...სრულად)

სურათზე: ქალაქ ვაშინგტონის მაკმილანის გეგმა.
რედ.

რჩეული ბიოგრაფია

ჯონი კეში 1969 წელს.

ჯონი კეში (Johnny Cash; 1932-2003) — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკელი ქანთრი და როკ მუსიკის შემსრულებელი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი. კეშს გამოარჩევდნენ ღრმა ბარიტონით, ე.წ. ტენესიური „ბუმ-ჩიკა-ბუმ“ ხმოვანების ბენდის თანხლებით, მუქი ფერის ტანსაცმლითა და ქცევით, რომლის გამოც მას მეტსახელად „მამაკაცი შავებში“ („The Man in Black“) შეარქვეს.

მძიმე პირადი ცხოვრება და რელიგიურობა კეშის მუსიკის ლეიტმოტივი იყო, განსაკუთრებით მის გვიანდელ კარიერაში, რომელშიც გამოძახილს მწუხარება, მორალური ტანჯვა და მონანიება პოულობს. მისი უკვდავი ჰიტებია: „I Walk the Line“, „Folsom Prison Blues“, „Ring of Fire“, „Man In Black“ და „Hurt“. კარიერაში, რომელიც თითქმის ხუთი ათწლეული გრძელდობოდა, კეში მსოფლიოში მრავალი ადამიანისთვის ქანთრი მუსიკის პერსონიფიკაცია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მუსიკოსი ნეშვილის მეინსტრიმს სიძულვილით მოიხსენიებდა. თუმცა, რეი ჩარლზის, The Beatles-ის, ბობ დილანისა და ელვის პრესლის მსგავად, კეში იმ მუსიკოსთაგანი იყო, რომელიც ჟანრთა შორის საზღვრებს არღვევს. მისი ჩაწერილი სიმღერები როკ-ენდ-როლიც არის, ბლუზიც, როკაბილი, ფოლკი და გოსპელი, და თითოეულ ამ ჟანრზე უდიდეს გავლენას ახდენს. კეში ერთ-ერთია იმ ათ მუსიკოსთაგან, რომლებიც ერთდროულად როკ-ენდ-როლისა და ქანთრის დიდების დარბაზებშია შეყვანილი და ასევე პატივს იყოფს ჰენკ უილიამს უმცროსთან, როგორც მუსიკოსთა სამი უდიდესი დიდების დარბაზის სრული წევრი (როკ-ენდ-როლი, ქანთრი, და სიმღერათა ავტორების დარბაზები). კარიერის განმავლობაში მას 90 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და მუსიკის ისტორიაში წამყვანი პოზიცია უჭირავს. (…სრულად)

რედ.

ახალი სტატიები

Right arrow.svg ახალი სტატიები ჩასვით სიის თავში / მიუთითეთ

რედ.

რჩეული ციტატა

ბარაკ ობამა
ვიკიციტატა
„ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ველოდით.“
(ბარაკ ობამა, წინასაპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში წარმოთქმული ერთ-ერთი სიტყვიდან, 2008.)
რედ.

ძირითადი თემები


რედ.

რჩეული სურათი

მიდტაუნ მანჰეტენი ღამით
ავტორი: პაულო ბარსელოს უმც.
მიდტაუნ მანჰეტენი ღამით.
რედ.

იცოდით, რომ...

ნიუ-იორკის მარათონი
  • ...ნიუ-იორკის მარათონი (სურათზე) მსოფლიოში უდიდესია და მასში ყოველწლიურად 37.000 პროფესიონალი და მოყვარული მორბენალი მონაწილეობს...
  • ...კი-უესტი ერთადერთი ქალაქია კონტინენტურ აშშ-ში, სადაც ნულზე დაბალი ტემპერატურა ცელსიუსით არასდროს დაფიქსირებულა...
რედ.


პანორამა

ზაბრისკი პოინტი
ზაბრისკი პოინტი, სიკვდილის ხეობის ეროვნული პარკი.
რედ.

დობილი პორტალები

ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბები

აშშ (ნიუ-იორკი) · კანადის დროშა კანადა · მექსიკის დროშა მექსიკა · კუბის დროშა კუბა · დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინ. რესპ. · იამაიკის დროშა იამაიკა · ჰაიტის დროშა ჰაიტი


ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა

არგენტინის დროშა არგენტინა · ბოლივიის დროშა ბოლივია · ბრაზილიის დროშა ბრაზილია · გვატემალის დროშა გვატემალა · ეკვადორის დროშა ეკვადორი · ვენესუელის დროშა ვენესუელა · კოლუმბიის დროშა კოლუმბია · კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა · ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა · პანამის დროშა პანამა · პარაგვაის დროშა პარაგვაი · პერუს დროშა პერუ · სალვადორის დროშა სალვადორი · სურინამის დროშა სურინამი · ურუგვაის დროშა ურუგვაი · ჩილეს დროშა ჩილე · ჰონდურასის დროშა ჰონდურასი


დიდი რვიანი

აშშ · გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთ. სამეფო · გერმანიის დროშა გერმანია · კანადის დროშა კანადა · იაპონიის დროშა იაპონია · იტალიის დროშა იტალია · რუსეთის დროშა რუსეთი · საფრანგეთის დროშა საფრანგეთი



რედ.
Other Languages
azərbaycanca: Portal:ABŞ
български: Портал:САЩ
dansk: Portal:USA
Zazaki: Portal:DAY
magyar: Portál:USA
հայերեն: Պորտալ:ԱՄՆ
Bahasa Indonesia: Portal:Amerika Serikat
қазақша: Портал:АҚШ
kurdî: Portal:DYA
lietuvių: Vikisritis:JAV
norsk: Portal:USA
پنجابی: بوآ: امریکہ
русский: Портал:США
srpskohrvatski / српскохрватски: Portal:Sjedinjene Američke Države
svenska: Portal:USA
українська: Портал:США
Tiếng Việt: Chủ đề:Hoa Kỳ
Bân-lâm-gú: Portal:Bí-kok