პოლივანოვის სისტემა

პოლივანოვის სისტემაიაპონური სიტყვების დაწერის კირილური ანბანით გადმოტანის სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც 1917 წელს შექმნა რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ, ცნობილმა იაპონოლოგმა ევგენი დიმიტრის ძე პოლივანოვმა.

ევგენი პოლივანოვის სატრანსკრიფციო სისტემა გამოქვეყნდა 1930 წელს და დღემდე იგი ყველაზე გავრცელებულ სისტემას კირილური ანბანის საფუძველზე შექმნილ სისტემათა წარმოადგენს. გარდა პოლივანოვის ხსენებული სისტემისა, არსებობს აგრეთვე იაპონური სიტყვების კირილიზაციის სხვა ალტერნატიული (სპალვინის, პოზდნეევის) საშუალებებიც.

როსიჲაჯის და კირიჯი

პოლივანოვის სისტემას აგრეთვე „როსიჲაჯის“, ან „კირიჯის“ უწოდებენ მსგავსად რომაჯისა, რომელიც იაპონური სიტყვების გადმოტანის ლათინურ (მაშასადამე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ) ტრანსლიტერაციას წარმოადგენს.

კირიჯი და საბჭოთა საქართველო

საბჭოთა პერიოდში საქართველოს სსრ უმაღლეს სასწავლებლებში არ ასწავლიდნენ იაპონურ ფილოლოგიას. ამ მიზეზის გამო კერძო, საკუთარი, ან გეოგრაფიული სახელების ქართულად გადმოტანა უმთავრესად ხდებოდა კირიჯის მეშვეობით, ანუ რუსული ე.წ. პოლივანოვის კირილიზებული ფორმებით.

დღესდღეობით სულ უფრო ფეხს იკიდებს რომაჯი. მაგ. ნაცვლად ფუკუსიმასი შეხვდებით ფუკუშიმას, ჰონსიუსი - ჰონშუს, ჰიროსიმას ნაცვლად ჰიროშიმას, ცუსიმას ნაცვლად ცუშიმას, ფუძიამას ნაცვლად ფუჯიამას და ა.შ..

აქედან გამომდინარე, ე.წ. „გურუძიჲაჯის“ შექმნა ჯერ კიდევ სამომავლო საქმედ რჩება ქართველ და იაპონელ ენათმეცნიერთათვის.

Other Languages