პოემა

პოემა (ბერძ poiema - ქმნილება, შემოქმედება) - მხატვრული ლიტერატურის ჟანრია. ლექსად დაწერილი მრავალი თავისაგან შემდგარი ეპიკური, ან ლირიკული ხასიათის ნაწარმოები.

1. ძველი პოემა - ეპოპეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიდი ამბავი, კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, მოქმედების ფართოდ გაშლა, დროის დიდი მონაკვეთი, პერსონაჟების სიმრავლე, ზოგჯერ გმირთა მოქმედების იდეალიზაცია, ამბის ჰიპერბოლური გადმოცემა, დინჯი, დარბაისლური კილო. ძველი პოემა ხალხურ ეპოსში იღებს სათავეს.

2. ახალი პოემა, რომლის ჟანრული თავისებურების გამოვლენა, გაფორმება რომანტიზმთან არის დაკავშირებული. შედარებით პატარა მოცულობისაა, არ აქვს რთული სიტუაციური ხლართი, დროის მონაკვეთი მცირეა. მისთვის დამახასიათებელია მწერლისა და გმირის სუბიექტური განწყობილების წინ წამოწევა, ლირიკული გადახვევები. ამბის ცენტრშია გმირი და მისი სულიერი განცდები, ლირიკული განწყობილება; მოხსნილია ტიპური „საპოემო“ ლირიკულ-ეპიკური საწყისების როგორც, ერთი მხრივ, პიროვნების პოზიციის, მეორე მხრივ, ისტორიულ-სოციალური, ან კოსმიური ძალების შეჯახება, ეპოპეისთვის ჩვეული გმირის ზვიადობა, უძლეველობა, უჩვეულობა. ახალ პოემაში ავტორი ერევა მოქმედების განვითარებაში, განცდის სიჭარბეში ვლინდება (ნ. ბარათაშვილისბედი ქართლისა“, ი. ჭავჭავაძისგანდეგილი“, ა. წერეთლისთორნიკე ერისთავი“ , ვაჟა-ფშაველასბახტრიონი“ და სხვ.).

თანამედროვე ლიტერატურაში პოემამ ჭარბად შეიძინა ლირიკული ელემენტი, ავტორისა და პერსონაჟის განცდები მიმართულებას აძლევს სიუჟეტის განვითარებას. ხშირად ამბავი იჩრდილება, გმირიც არა ჩანს, წინ ლირიკული (ხშირად პათოსამდე ასული) განწყობილებაა წამოწეული, რის გამოც პოემა ლირიკულ-ეპიკური ხასიათის ნაწარმოებად იქცევა. განვითარების მთელ მანძილზე პოემამ შეინარჩუნა ამბის ლექსად გადმოცემის ფორმა, რომანტიკული იერი შეიცვალა რეალისტური შინაარსით და ჩამოყალიბდა როგორც გალექსილი მოთხრობა.

3. მუსიკალური ფორმა; თავისუფალი სტრუქტურის პროგრამული სიმფონიური, საგუნდო, ან ხმიერ-საკრავიერი ნაწარმოები.

Other Languages
azərbaycanca: Poema
беларуская: Паэма
беларуская (тарашкевіца)‎: Паэма
нохчийн: Поэма
čeština: Poema
Чӑвашла: Поэма
Esperanto: Rakonta poezio
eesti: Poeem
suomi: Runoelma
hrvatski: Poema
հայերեն: Պոեմ
日本語: 物語詩
қазақша: Поэма
lietuvių: Poema
latviešu: Poēma
олык марий: Поэме
Bahasa Melayu: Puisi naratif
Nederlands: Narratieve poëzie
polski: Poemat
português: Poesia narrativa
русский: Поэма
srpskohrvatski / српскохрватски: Poema
Simple English: Narrative poetry
slovenčina: Poéma
српски / srpski: Поема
українська: Поема
中文: 叙事诗