პლოტინე

პლოტინუსი

პლოტინუსი ( ბერძნ. Πλωτῖνος) (დ. 204/5 — გ. 270) — ანტიკური მსოფლიოს ერთ–ერთი დიდი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი, ნეოპლატონიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. მისი თეორიის სისტემაში სამი ცნება გამოიყოფა: ერთადერთი, ინტელექტი და სული. მისი მასწავლებელი ამონიუს საკასი იყო. იგი პლატონური ტრადიციის მიმდევარია. მე-19 საუკუნეში ისტორიკოსებმა მოიგონეს ტერმინი ნეოპლატონიზმი და დაუკავშირეს იგი პლოტინუსსა და მის ფილოსოფიას, რომელსაც გვიან ანტიკურ ხანაში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. პლოტინუსის ბიოგრაფია, ძირითადად, პორფირიუსის წინასიტყვაობიდან არის ცნობილი, რომელიც მან პლოტინუსის ენეადებს დაურთო. მისი მეტაფიზიკური ნაწერები საუკუნეების განმავლობაში ახდენდა გავლენას პაგანისტებზე, ქრისტიანებზე, ებრაელებზე, ისლამისტ და გნოსტიკ მეტაფიზიკოსებსა და მისტიკოსებზე.

ბიოგრაფია

დაიბადა ლიკოპოლისში, ქვემო ეგვიპტეში. ადრეული წლები გაატარა ალექსანდრიაში, თავის დროზე მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრში. 231/ 232- 242 წლებში სწავლობდა ფილოსოფოს ამონიუს საკასთან (რომლის მოსწავლე ასევე იყო ორიგენიც, ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი მასწავლებელი). 242 წელს, რათა გაცნობოდა ირანულ და ინდურ ფილოსოფიას, იმპერატორ გორდიანე III-ს ირანულ ლაშქრობაში გაჰყვა. 243/ 244 წელს დაბრუნდა რომში, სადაც დააარსა საკუთარი სკოლა და დაიწყო მასწავლებლობა. აქ შეიკრა მისი მიმდევრების წრე, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და ნაციონალობას აერთიანებდა. 265 წელს იმპერატორ გალიენის მფარველობის ქვეშ, წარუმატებელი აღმოჩნდა მცდელობა განეხორციელებინა პლატონის სახელმწიფოს იდეა — დაეარსებინა ფოლოსოფოსების ქალაქი, პლატონოპოლისი, რომელიც რელიგიური აზროვნების ცენტრი იქნებოდა. 259/ 260 წელს, უკვე ხანდაზმულობაში დაიწყო თავისი სწავლებებისთვის წერილობითი ფორმის მიცემა. პლოტინუსის ფრაგმენტულ ჩანაწერებს პორფირიუსმა გაუკეთა რედაქტირება, თავი მოუყარა და გამოსცა. პორფირიუსმა ისინი ექვს ნაწილად დაყო, თითოეული დანაყოფი — ათ ნაწილად (აქედან მოდის მოდის პლოტინუსის 54 ტრაქტატის სახელწოდებაც — ენეადები, αἱ Ἐννεάδες, ათიანები).

Other Languages
العربية: أفلوطين
مصرى: افلوطين
azərbaycanca: Plotin
беларуская: Плацін
български: Плотин
català: Plotí
čeština: Plótínos
dansk: Plotin
Deutsch: Plotin
Ελληνικά: Πλωτίνος
English: Plotinus
Esperanto: Plotino
español: Plotino
eesti: Plotinos
euskara: Plotino
فارسی: فلوطین
suomi: Plotinos
français: Plotin
Frysk: Plotinus
Gaeilge: Plotinus
galego: Plotino
עברית: פלוטינוס
hrvatski: Plotin
magyar: Plótinosz
Հայերեն: Պլոտինոս
Bahasa Indonesia: Plotinos
íslenska: Plótínos
italiano: Plotino
한국어: 플로티노스
Kurdî: Plotînos
Кыргызча: Плотин
Latina: Plotinus
lietuvių: Plotinas
latviešu: Plotīns
Malagasy: Plotin
кырык мары: Плотин
Malti: Plotinu
Mirandés: Plotino
Nederlands: Plotinus
norsk: Plotin
occitan: Plotin
polski: Plotyn
português: Plotino
română: Plotin
русский: Плотин
Scots: Plotinus
srpskohrvatski / српскохрватски: Plotin
slovenčina: Plótinos
slovenščina: Plotin
shqip: Plotini
српски / srpski: Плотин
svenska: Plotinos
Kiswahili: Plotinus
Türkçe: Plotinos
українська: Плотін
oʻzbekcha/ўзбекча: Plotin
Tiếng Việt: Plotinus
中文: 普罗提诺