პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომი
WWImontage.jpg
თარიღი 1914–1918
მდებარეობა მსოფლიო
Casus belli 1914 წ. 15ივნისს ავსტრიის ერცჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა
შედეგი ალიანსის გამარჯვება. გერმანიის იმპერიის, რუსეთის იმპერიის, ოსმალეთის იმპერიის და ავსტრო-უნგრეთის დაშლა. აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ქვეყნების შექმნა.
მხარეები
ალიანსის წევრები: ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, იტალია, რუსეთის იმპერია, აშშ ავსტრო-უნგრეთი, გერმანიის იმპერია, ბულგარეთი, ოსმალეთის იმპერია
დანაკარგები
5 მილიონი სამხედრო 4 მილიონი სამხედრო
პირველი მსოფლიო ომის ალიანსები. წითლად გერმანიის და ავსტრიის მოკავშირეები, ლურჯად ანტანტა და მათი მოკავშირეები
ევროპის პოლიტიკური რუკა 1914 წელს

პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), აგრეთვე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში ( მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.

ომის წინა პერიოდი და გამომწვევი მიზეზები

ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში

XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.

ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც მათი ამბიციები გაზარდა.

გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.

ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.

ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმანთავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოება.

1914 წლის 28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა.

გერმანიის იმპერიის მიზნები

ავსტრია–უნგრეთის მიზნები

საფრანგეთის მიზნები

რუსეთის მიზნები

დიდი ბრიტანეთის მიზნები

იტალიის მიზნები

ოსმალეთის იმპერიის მიზნები

Other Languages
Alemannisch: Erster Weltkrieg
žemaitėška: Pėrma svieta vaina
беларуская (тарашкевіца)‎: Першая сусьветная вайна
qırımtatarca: Birinci Cian cenki
emiliàn e rumagnòl: Prémma guèra mundièl
English: World War I
Esperanto: Unua mondmilito
estremeñu: I Guerra Mundial
Nordfriisk: Iarst Wäältkrich
Gàidhlig: An Cogadh Mòr
Fiji Hindi: World War I
Bahasa Indonesia: Perang Dunia I
Patois: Wol Waar I
Basa Jawa: Perang Donya I
къарачай-малкъар: Биринчи дуния къазауат
Lëtzebuergesch: Éischte Weltkrich
Bahasa Melayu: Perang Dunia Pertama
မြန်မာဘာသာ: ပထမ ကမ္ဘာစစ်
مازِرونی: جهونی جنگ اول
Dorerin Naoero: Eaket Eb I
Plattdüütsch: Eerste Weltkrieg
Nedersaksies: Eerste Wealdkrieg
नेपाल भाषा: तःहताः १
norsk nynorsk: Den fyrste verdskrigen
srpskohrvatski / српскохрватски: Prvi svjetski rat
Simple English: World War I
slovenščina: Prva svetovna vojna
Soomaaliga: Dagaalkii koowaad
српски / srpski: Први светски рат
Basa Sunda: Perang Dunya I
ئۇيغۇرچە / Uyghurche: بىرىنچى دۇنيا ئۇرۇشى
oʻzbekcha/ўзбекча: Birinchi jahon urushi
vepsän kel’: Ezmäine mail'man voin
Volapük: Volakrig balid