პირველი კოსმოსური სიჩქარე

პირველი კოსმოსური სიჩქარე – სიჩქარე, რომელიც აუცილებელია მივანიჭოთ ბალისტიკურ ჭურვს, რომ იგი მოვათავსოთ პლანეტის ირგვლივ წრიულ ორბიტაზე, რომლის რადიუსი პლანეტის რადიუსის ტოლი იქნება ატმოსფეროს წინააღმდეგობის და პლანეტის მოძრაობის ჩაუთვლელად. სხვა სიტყვებით - პირველი კოსმოსური სიჩქარე ესაა სიჩქარე, რითაც უნდა გავისროლოთ ქვა ჰორიზონტალურად, რომ იგი დედამიწაზე არ ჩამოვარდეს. პირველი კოსმოსური სიჩქარე ესაა ის მინიმალური სიჩქარე, რომელიც უნდა მიენიჭოს ხელოვნურ თანამგზავრს, რომ მან პლანეტის ირგვლივ ორბიტაზე იტრიალოს. პირველ კოსმოსურ სიჩქარეს უფრო თეორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან პრაქტიკაში საჭიროა ატმოსფეროს (თუკი პლანეტას აქვს ატმოსფერო) წინააღდეგობის გადალახვა, ამას გარდა დედამიწის შემთხვევაში თანამგზავრის გაყვანისას, როგორც წესი, იყენებენ დედამიწის მოძრაობას საკუთარი ღერძის ირგვლივ, რაც თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანას ერთგვარად აადვილებს.

  • იხილეთ აგრეთვე

იხილეთ აგრეთვე

  • მეორე კოსმოსური სიჩქარე
Other Languages
العربية: سرعة مدارية
English: Orbital speed
Esperanto: Orbita rapido
suomi: Ratanopeus
français: Vitesse orbitale
Bahasa Indonesia: Kecepatan orbit
日本語: 軌道速度
한국어: 공전 속도
Lëtzebuergesch: Bunnvitess (Astronomie)
македонски: Орбитална брзина
Bahasa Melayu: Kelajuan orbit
norsk nynorsk: Banefart
português: Velocidade orbital
srpskohrvatski / српскохрватски: Orbitalna brzina
Simple English: Orbital speed
slovenčina: Kruhová rýchlosť
slovenščina: Tirna hitrost
српски / srpski: Орбитална брзина
中文: 轨道速度