პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლე

პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლე

იოჰან პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლე (გერმ. Johann Peter Gustav Lejeune Dirichlet; დ. 13 თებერვალი, 1805  — გ. 5 მაისი, 1859) — გერმანელი მათემატიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათემატიკური ანალიზის, ფუნქციების თეორიისა და რიცხვთა თეორიის განვითარებაში.

მოღვაწეობა

დირიხლეს სახელს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მათემატიკაში, მექანიკასა და მათემატუიკურ ფიზიკაში.

რიცხვთა თეორიაში დირიხლემ დაამტკიცა თეორემა არითმეტიკული პროგრესიის შესახებ (დირიხლეს თეორემა):

მიმდევრობა {a + nb}, სადაც a, b — ურთიერთმარტივი მთელი რიცხვებია, შეიცავს უსასრულო რაოდენობის მარტივ რიცხვებს.

Other Languages
Nederlands: Johann Dirichlet
ئۇيغۇرچە / Uyghurche: دىرىخلې
oʻzbekcha/ўзбекча: Dirixle