პალასიო ბაროლო

პალასიო ბაროლო
Palacio Barolo.JPG
შენობის ტიპი საოფისე შენობა
ქალაქი ბუენოს-აირესი
ქვეყანა არგენტინა
დასრულდა 1923
არქიტექტორ(ებ)ი მარიო პალანტი
საიტი

პალასიო ბაროლო — საოფისე შენობა, რომელიც მდებარეობს ავენიდა დე მაიოს 1370-ნომერში. აშენების მომენტში ის სამხრეთი ამერიკის უმაღლესი შენობა იყო. ის არის ელექტიკული სტილის შენობა, რომლის არქიტექტორიცაა მარიო პალანტი.

1997 წელს შენობას ეროვნული ისტორიული მონუმენტის სტატუსი მიენიჭა. [1]

ისტორია

შენობის არქიტექტორი იყო იტალიელი ემიგრანტი მარიო პალანტი. შენობა შეიქმნა დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის ინსპირაციით. შენობას აქვს 22 სართული, რომელიც დაყოფილია სამ სექციად. საძირკველი და მიწის ზედა სართული ჯოჯოხეთს განასახიერებს. 1-14 სართულები არის განსაწმენდელი. 15-22 ზეცა. შენობის სიმაღლეა 100 მეტრი, ერთი მეტრი ღვთაებრივი კომედიის თითოეული კანტოსთვის. შენობის სახურავზე შუქურა ჩანს მონტევიდეოდან.

1923 წელს როდესაც შენობა დასრულდა ის მტელს სამხრეთ ამერიკაში უმაღლესი იყო. ქალაქში უმაღლესი შენობის სტატუსი 1935 წელს, კავანაჰის შენობის აშენებამდე შეინარჩუნა. დღეისთვის შენობა ძირითადად საოფისედ გამოიყენება.

Other Languages
беларуская: Паласіа Барола
català: Palau Barolo
Esperanto: Palaco Barolo
español: Palacio Barolo
français: Palacio Barolo
italiano: Palacio Barolo
português: Palacio Barolo
中文: 巴罗洛宫
粵語: 巴羅洛宮