ოფლი

ოფლის წვეთები ადამიანის სახეზე

ოფლი — უფერული მლაშე სითხე, კანში არსებული საოფლე ჯირკვლების სეკრეტი. ოფლის ძირითადი ფუნქციაა ძუძუმწოვრების ორგანიზმის თერმორეგულაცია, ასევე მასთან ერთად გამოიყოფა ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები. მნიშვნელოვანია ოფლის როლი ძუძუმწოვართა შორის ინფორმაციის გადაცემის სოციალურ-ბიოლოგიურ პროცესებში.

ზრდასრული ადამიანი დღე-ღამეში საშუალოდ 700-900 გრამ ოფლს გამოყოფს, გაძლიერებული ოფლის გამოყოფის შემთხვევაში (მაგალითად, ოფლმდენი საშუალების მიღებისას) კი 1500-2000 გრამს. საოფლე ჯირკვლების არაპროპორციული განლაგების გამო ადამიანის კანის სხვადასხვა უბანი სხვადასხვანაირად ოფლიანდება. ყველაზე ხშირად — ხელისგულები, ტერფები, იღლიის ქვეშა მიდამო, შუბლი, ლოყები, მკერდი. ადამიანების უმრავლესობას სხეულის მარჯვენა ნახევარი უფრო ძლიერად ეოფლება, ვიდრე მარცხენა. ადამიანს ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალი აქვს ხელისგულზე — 600-მდე კვადრატულ სანტიმეტრზე.

ოფლის გამოყოფის ფუნქციის რეფლექსი გამოიწვევა გარემოს მაღალ ტემპერატურაზე, კანის სითბოს აღმქმელი რეცეპტორების გაღიზიანებით. საოფლე ჯირკვლები მონაწილეობს სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში. ერთი ლიტრი ოფლის გამოყოფაზე იხარჯება 2436 კჯ ენერგია, რაც იწვევს ორგანიზმის გაგრილებას. გარემოს დაბალი ტემპერატურისას ოფლის გამოყოფა მკვეთრად მცირდება. ჰაერის წყლის ორთქლით გაჯერებისას, კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლება წყდება, ამიტომ, ცხელ და ნესტიან სათავსოში ყოფნა ძნელად გადასატანია.

ოფლის სუნი შეიძლება იყოს როგორც აუტანელი ისე მიმზიდველი, რაც დამოკიდებულია სუბიექტის სქესსა და დაწყვილებისადმი მზადყოფნაზე. ჯანმრთელი ადამიანის ახალგამოყოფილი ოფლის სუნი პრაქტიკულად არ იგრძნობა. ოფლის მკვეთრი, დამახასიათებელი სუნი იგრძნობა გარკვეული დროის შემდეგ,როცა ადამიანის სხეულზე (ტანსაცმელზე) მცხოვრები ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას. ადამიანის ოფლი შეიცავს 98-99% წყალს, მარილებს (უმეტესად NaCl, დაახლოებით 0,3%), შარდოვანას, შარდმჟავას, კრეატინს, ცხიმებს, სერინებს, აქროლად ცხიმოვან მჟავებს, წყვილ ეთერ-გოგირდოვან და არომატულ ოქსიმჟავებს, ქოლესტერინს.

ლიტერატურა

Other Languages
العربية: تعرق
asturianu: Sudu
авар: ГӀетӀ
Aymar aru: Jump'i
azərbaycanca: Tər
беларуская: Пот
беларуская (тарашкевіца)‎: Пот
български: Изпотяване
भोजपुरी: पसीना
brezhoneg: C'hwez
bosanski: Znojenje
català: Suor
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Gâng
čeština: Pot
Cymraeg: Chwys
dansk: Sved
Deutsch: Schweiß
ދިވެހިބަސް: ދާ
Ελληνικά: Ιδρώτας
English: Perspiration
Esperanto: Ŝvito
español: Sudor
euskara: Izerdi
فارسی: عرق‌کردن
suomi: Hiki
français: Sueur
Gaeilge: Allas
贛語:
galego: Suor
עברית: זיעה
हिन्दी: पसीना
hrvatski: Znojenje
Հայերեն: Քրտինք
Bahasa Indonesia: Keringat
Ido: Sudoro
íslenska: Sviti
italiano: Sudorazione
日本語:
ಕನ್ನಡ: ಬೆವರು
한국어:
Кыргызча: Тердөө
Latina: Sudor
лакку: Гьухъ
lietuvių: Prakaitavimas
latviešu: Sviedri
मराठी: घाम
नेपाली: पसीना
Nederlands: Zweten
norsk: Svette
ਪੰਜਾਬੀ: ਮੁੜ੍ਹਕਾ
polski: Pot
português: Suor
Runa Simi: Hump'i
română: Transpirație
русский: Пот
srpskohrvatski / српскохрватски: Znojenje
Simple English: Sweat
slovenčina: Pot (tekutina)
slovenščina: Znojenje
српски / srpski: Знојење
Basa Sunda: Késang
svenska: Svettning
Kiswahili: Jasho
தமிழ்: வியர்வை
తెలుగు: చెమట
тоҷикӣ: Арақ кардан
Tagalog: Pawis
Türkçe: Ter
українська: Піт
اردو: پسینہ
Tiếng Việt: Mồ hôi
ייִדיש: שוויצן
中文: 汗液
粵語: