ოფიცერი

აშშ-ს საზღვაო ძალების ახალი ოფიცრები ზეიმობენ თავიანთ ახალ პოზიციებს

ოფიცერი (გერმ. Offizier, ლათ. Officiarius) — არმიის, ფლოტის, სამართალდამცავი სტრუქტურების სამეთაურო შემადგენლობის წარმომადგენელი.

ტერმინი სათავეს იღებს გვიანდელი ლათინური სიტყვიდან Officiarius (თანამდებობის პირი) და ნაწარმოებია სიტყვიდან Officium (თანამდებობა). თავდაპირველად ოფიცერს უწოდებდნენ პირს, რომელსაც ეკავა ზოგიერთი სახელმწიფო თანამდებობა. მეთხუთმეტე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც შეიქმნა მუდმივი დაქირავებული არმიები და სამხედრო საზღვაო ფლოტი, საფრანგეთსა და შემდეგ სხვა ევროპულ ქვეყნებში ოფიცერი ეწოდა საჯარისო მეთაურებს.

ფეოდალურ სახელმწიფოებში ოფიცრობა კომპლექტდებოდა თავად-აზნაურთა წრიდან. კაპიტალიზმის განვითარებამ ოფიცრების შემადგენლობის დაკომპლექტება რამდენადმე დემოკრატიული გახადა.

რუსეთის არმიაში ოფიცერთა ჩინები პირველად ეგრედ წოდებულ ახალი წყობის პოლკებში შემოიღეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ოფიცრის ჩინი გაუქმდა და 1943 წლამდე საბჭოთა კავშირში ეს ტერმინი აღარ გამოიყენებოდა. 1943 წელს, სამხედრო რეფორმის პირობებში საბჭოთა ჯარში კვლავ შემოიღეს სამხრეები და სამხედროთა სამეთაურო შემადგენლობას ოფიცრები ეწოდათ.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების არმიათა უმეტესობაში სამხედრო წოდებების მიხედვით იყოფა — უმაღლეს (გენერლები), უფროს და უმცროს ოფიცრებად.

  • რესურსები ინტერნეტში

რესურსები ინტერნეტში

Other Languages
العربية: ضابط
azərbaycanca: Zabit
башҡортса: Офицер
беларуская: Афіцэр
български: Офицер
bosanski: Oficir
català: Oficial
čeština: Důstojník
dansk: Officer
Deutsch: Offizier
Ελληνικά: Αξιωματικός
Esperanto: Oficiro
eesti: Ohvitser
suomi: Upseeri
Võro: Ohvitsiir
français: Officier
Frysk: Ofsier
עברית: קצין
hrvatski: Časnik
հայերեն: Սպա
Bahasa Indonesia: Perwira
Ido: Oficiro
日本語: 士官
қазақша: Офицер
한국어: 장교
kurdî: Efser
lietuvių: Karininkas
македонски: Офицер
Nederlands: Officier
norsk nynorsk: Offiser
norsk: Offiser
occitan: Oficièr
português: Oficial (militar)
Runa Simi: Awqaq pusaq
română: Ofițer
русский: Офицер
srpskohrvatski / српскохрватски: Oficir
slovenčina: Dôstojník
slovenščina: Častnik
српски / srpski: Официр
svenska: Officer
тоҷикӣ: Афсар
Türkçe: Subay
татарча/tatarça: Офицер
українська: Офіцер
oʻzbekcha/ўзбекча: Ofitser
Tiếng Việt: Sĩ quan
中文: 軍官
Bân-lâm-gú: Kun-koaⁿ
粵語: 軍官