ოტო IV ბრაუნშვაიგელი

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოტო IV.
ოტო IV

ოტო IV ბრაუნშვაიგელი (გერმ. Otto IV. von Braunschweig; დ. 1175 ან 1176, ბრაუნშვაიგი, ქვემო საქსონია — გ. 19 მაისი, 1218, ჰარცბურგი) — რომაელ-გერმანელთა მეფე (1198–1218) და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1209-1218). ჰაინრიხ ლომის ძე, ველფების დინასტიის წარმომადგენელი. პუატუს გრაფი. 1198 წლიდან სამეფო ტახტს ეცილებოდა იმპერატორ ჰაინრიხ VI შტაუფენის ძმას ფილიპ შვაბიელს. ამ ბრძოლაში ოტო IV-ს მხარს უჭერდნენ რომის პაპი ინოკენტი III და ბიძა რიჩარდ I ლომგული. 1201 წელს ოტო IV დაბრუნდა გერმანიაში. 1209 წელს იმპერატორად აკურთხეს. 1210 წელს მოინდომა სიცილიის სამეფოს დაპყრობა, რომელიც პაპის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და 1211 წელს მეფედ ფრიდრიხ VI-ის ძმა ფრიდრიხ II შტაუფენი გამოაცხადა.

შტაუფენ-ველფების დინასტიური დავა ბუვინის ბრძოლაში გადაწყდა 1214 წელს. ოტო IV-მ ძალაუფლება დაკარგა.

ოჯახი

ოტო IV-ს ჰყავდა ორი მეუღლე: ბეატრიჩე, გერმანელი მეფის ფილიპის და ირინა ანგელინას შვილი (1209-1212 წლებში) და 1214 წლის 19 მაისიდან მარია ბრაბანტი (დ. 1190 - გ. 1260), ბრაბანტის ჰერცოგის ჰაინრიხ I-ის და მატილდა ფლანდრიელის შვილი.

შვილები არცერთ ცოლთან არ ჰყავდა.

Other Languages
العربية: أوتو الرابع
беларуская: Атон IV
suomi: Otto IV
հայերեն: Օտտոն IV
한국어: 오토 4세
latviešu: Otons IV
Nederlands: Keizer Otto IV
polski: Otto IV
українська: Оттон IV
Bân-lâm-gú: Otto 4-sè