ოსტგუთები

ოსტგუთების სამეფო

ოსტგუთები, ოსტგოთები, ოსტროგოთები, გროიტუნგები (ლათ. Ostrogothi ან Austrogothi; ბერძნ. Οστρογότθοι) — ძველი გერმანელი ტომის გუთების აღმოსავლური შტო. ახ. წ. III საუკუნეში დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დნეპრსა და დონს შორის, ნაწილობრივ ყირიმში. IV საუკუნის II ნახევარში ოსტგუთებმა ერმანარიხის მეთაურობით შექმნეს ტომთა დიდი გაერთიანება, რომლებშიც გერმანელ ტომებთან ერთად სკვითურ-სარმატული და სლავური ტომებიც შედიოდნენ. 375 წელს ჰუნებმა დაიმორჩილეს ოსტგუთები და მათი ძირითადი მასა ჰუნებთან ერთად დასავლეთისაკენ დაიძრა. ჰუნების იმპერიის დაშლის შემდეგ (453) ოსტგუთები დასახლდნენ პანონიაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის სუვერენობით. 488 წელს იმპერატორმა ზენონმა ოსტგუთები იტალიელი გამგებლის ოდოაკრის წინააღმდეგ მიმართა. ოსტგუთებმა თეოდორიხის წინამძღოლობით გაანადგურეს ოდოაკრის დაქირავებული ჯარი და 493 წელს შექმნეს თავიანთი სამეფო (დედაქალაქი - რავენა). ოსტგუთების სამეფო მოიცავდა იტალიას, სიცილიას, ალპების მთისწინეთს, დალმაციასა და პროვანსს. მსოფლიო მონათმფლობელობის ყოფილ ცენტრში ოსტგუთების დასახლებამ დააჩქარა ოსტგუთებში თემურ-გვაროვნული წყობილების რღვევა და მონათმფლობელი არისტოკრატიის წარმოშობა. თეოდორიხის შემდეგ ბიზანტიის ორიენტაციის პოლიტიკას ატარებდა მისი ქალიშვილი ამალასუნთა, რომლის მკვლელობა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ოსტგუთების წინააღმდეგ ომის საბაბად გამოიყენა (535). მიუხედავად ოსტგუთების და მათი მეფეების (ვიტიგისი, 536-539; ტოტილა, 541-552; ტეია, 552) მედგარი წინააღმდეგობისა ბიზანტიის ჯარებმა ჯერ ველისარიუსის, შემდეგ კი ნარსესის სარდლობით გაანადგურეს ოსტგუთების სამეფო და მის დასახმარებლად მოსული ფრანკ-ალემანთა ლაშქარი (554).

ოსტგუთების მეფეთა სია

Other Languages
aragonés: Ostrogodos
العربية: قوط شرقيون
asturianu: Ostrogodos
azərbaycanca: Ostroqotlar
беларуская: Остготы
български: Остготи
brezhoneg: Ostrogoted
català: Ostrogots
čeština: Ostrogóti
Чӑвашла: Остготсем
Cymraeg: Ostrogothiaid
Ελληνικά: Οστρογότθοι
English: Ostrogoths
Esperanto: Ostrogotoj
eesti: Idagoodid
euskara: Ostrogodo
français: Ostrogoths
galego: Ostrogodos
hrvatski: Istočni Goti
հայերեն: Օստգոթեր
Bahasa Indonesia: Ostrogoth
italiano: Ostrogoti
日本語: 東ゴート族
한국어: 동고트인
Latina: Ostrogothi
Lingua Franca Nova: Ostrogoto
lumbaart: Ostrogoti
lietuvių: Ostgotai
latviešu: Ostgoti
македонски: Остроготи
Bahasa Melayu: Ostrogoth
Mirandés: Ostrogodos
Plattdüütsch: Ostgoten
Nederlands: Ostrogoten
norsk nynorsk: Austgotarar
norsk: Østgotere
occitan: Ostrogòt
polski: Ostrogoci
português: Ostrogodos
română: Ostrogoți
русский: Остготы
sicilianu: Ostrogoti
Scots: Ostrogoths
srpskohrvatski / српскохрватски: Ostrogoti
Simple English: Ostrogoths
slovenčina: Ostrogóti
српски / srpski: Остроготи
svenska: Ostrogoter
Türkçe: Ostrogotlar
татарча/tatarça: Остготлар
українська: Остготи
oʻzbekcha/ўзбекча: Ostgotlar
Tiếng Việt: Người Ostrogoth
吴语: 东哥特人
中文: 東哥德人
粵語: 東哥德人