ოპერაციული სისტემა

ოპერაციული სისტემა ან საოპერაციო სისტემა — სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს (software), ასევე კომპიუტერის სისტემის შემადგენელ მოწყობილობასა (hardware) და ამ სისტემის მომხმარებელს შორის.

ნებისმიერ ოპერაციული სისტემის ფუძეა ბირთვი (Kernel), software-ის პირველი შრე, რომელიც კომპიუტერის მეხსიერებაში იტვირთება სისტემის ჩართვის მომენტში. ბირთვი შემდეგ აძლევს გასაღებს სხვადასხვა ძირეულ სერვისებს ყველა დანარჩენ სისტემებსა და სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებთან.ოპერაციული სისტემა ჩაიტვირთება კომპიუტერის ჩართვის დროს და ის მომხმარებელს აძლევს მოხერხებულ ინტერფეისს. ინტერფეისი შეიძლება იყოს პროგრამული და სამომხმარებლო. პროგრამული ინტერფეისი — ეს გამომთვლელი სისტემის ფარგლებში მოწყობილობებისა და პროგრამების ურთიერთქმედების უზრუნველყოფის საშუალებათა ერთობლიობაა.

სამომხმარებლო ინტერფეისი — ეს კომპიუტერთან ან პროგრამას თან მომხმარებლის ურთიერთქმედების პროგრამული და აპარატული საშუალებებია.

თავის მხრივ, სამომხმარებლო ინტერფეისი შეიძლება იყოს საკომანდო და ობიექტურად ორიენტირებული საკომანდო ინტერფეისი გულისხმობს მომხმარებლის მიერ კლავიატურიდან ბრძანებების შეყვანას კომპიუტერის რესურსების მართვისათვის მოქმედებების შესრულებისას.

ობიექტურად ორიენტირებული ინტერფეისი — ეს გამოთვლითი სისტემის რესურსების მართვაა ობიექტებზე ოპერაციების განხორციელების გზით, ობიექტებს კი თავის მხრივ, წარმოადგენენ ფაილები, კატალოგები (საქაღალდეები), დისკმატარები, პროგრამები, დოკუმენტები და ა.შ.

თითოეული კომპიუტერი აუცილებლად კომპლექტდება ოპერაციული სისტემით, რომელთაგან თითოეულისათვის იქმნება გამოყენებითი პროგრამების დამატებების თავისი ნაკრები. ოპერაციული სისტემების უმეტესობა მოდიფიცირდება ან სრულყოფილი ხდება ახალი შესაძლებლობების ჩართვით და შეცდომების გასწორების გზით. მემკვიდრეობითობის შენარჩუნების მიზნით ოპერაციული სისტემის ახალ მოდიფიკაციის რჩება იგივე სახელი და იღებს ვერსიის დასახელებას.

  • რესურსები ინტერნეტში

რესურსები ინტერნეტში

Other Languages
Acèh: OS
Alemannisch: Betriebssystem
العربية: نظام تشغيل
azərbaycanca: Əməliyyat sistemi
žemaitėška: Uoperacėnė sėstema
беларуская (тарашкевіца)‎: Апэрацыйная сыстэма
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Chŏ̤-cáuk hiê-tūng
Esperanto: Operaciumo
客家語/Hak-kâ-ngî: Chok-ngia̍p hì-thúng
hornjoserbsce: Dźěłowy system
Bahasa Indonesia: Sistem operasi
Interlingue: Operativ systema
íslenska: Stýrikerfi
Qaraqalpaqsha: Operatsion sistema
Taqbaylit: Anagraw n wammud
한국어: 운영 체제
Ripoarisch: Bedriefsystem
Lëtzebuergesch: Betribssystem
Lingua Franca Nova: Sistem de opera
македонски: Оперативен систем
Bahasa Melayu: Sistem pengendalian
Plattdüütsch: Bedriefssystem
नेपाल भाषा: अपरेटिङ सिस्टम
Nederlands: Besturingssysteem
norsk nynorsk: Operativsystem
Pälzisch: Betriebssystem
português: Sistema operativo
русиньскый: Операчна сістема
davvisámegiella: Operatiivavuogádat
srpskohrvatski / српскохрватски: Operativni sistem
Simple English: Operating system
slovenčina: Operačný systém
slovenščina: Operacijski sistem
Soomaaliga: Operating system
српски / srpski: Оперативни систем
Basa Sunda: Sistim Operasi
татарча/tatarça: Операцион система
oʻzbekcha/ўзбекча: Ishlatuv tizimi
Tiếng Việt: Hệ điều hành
吴语: 操作系统
中文: 操作系统
Bân-lâm-gú: Chok-gia̍p hē-thóng
粵語: 作業系統