ოლიმპი
English: Mount Olympus

ოლიმპი
ოლიმპი
ოლიმპი
კოორდინატები: 40°05′08″ ჩ. გ. 22°21′31″ ა. გ. / 40°05′08″ ჩ. გ. 22°21′31″ ა. გ. / 40.08556; 22.35861
ქვეყანასაბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიმაღლე2917 
პირველი ასვლა2 აგვისტო, 1913
ოლიმპი — საბერძნეთი
ოლიმპი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ოლიმპი, ოლიმპო (ბერძ. Όλυμπος) — საბერძნეთის უმაღლესი მწვერვალი. სიმაღლე 2917 მ.[1] წარმოადგენს მთის მასივს. მდებარეობს ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურის ნაპირებთან, თესალიისა და მაკედონიის საზღვარზე, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკიდან დაახლოებით 100 კილომეტრში. აქვს 52 პიკი.[2] ოლიმპის სამი ყველაზე მაღალი მწვერვალია: მიტიკასი (2917 მ), სკოლიო (2912 მ) და სტეფანი (2905 მ). უმთავრესად აგებულია მარმარილოსებრი კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. კალთები ციცაბოა, დასერილია ხეობებით, აქვს კდლოვანი მწვერვალები. შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარით, ფართოფოთლოვანი და ფიჭვის ტყით.[3]

ოლიმპი არის არატექნიკური ცოცვით ასასვლელი მთა. წელიწადში ოლიმპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი ადის, მათგან უმეტესობა მხოლოდ სკოლიოს მწვერვალამდე აღწევს. მთაზე ასვლის მსურველთა უმეტესობა იწყებს ქალაქ ლიტოქორონიდან, რომელმაც სახელწოდება „ღმერთების ქალაქი“ თავისი მდებარეობის გამო მიიღო.

მონეტების კოლექციონერებში დიდი მოთხოვნით სარებლობს 10 ევროს მემორიალური მონეტა, რომელიც გამოშვებულ იქნა 2005 წელს და რომლის ძირითად მოტივს წარმოადგენს ოლიმპი მის ირგვლივ მდებარე ეროვნული პარკით. მონეტის უკანა მხარესაა ტიტანომაქია ოლიმპის მთაზე. სცენის თავზე ბერძნულად აწერია „ოლიმპის ეროვნული პარკი“, ხოლო მონეტის ქვედა მხარეს, კიდესთან ახლოს გამოშვების წელი.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰომეროსისა და სხვა ძველ მწერალთა ნაწარმოებებში ოლიმპი ღმერთების სამყოფელია. ოლიმპს ღმერთბის საკრებულოსაც უწოდებენ, ხოლო ღმერთს — ოლიმპელს.[3] ოლიმპი ღმერთების მიერ ტიტანების ომში ტიტანების დამარცხების შემდეგ გახდა ღმერთების სამყოფელი. იგი უამრავ ბერძნულ მითურ ამბებშია მოხსენიებული. ჰომეროსის „ოდისეის“ თანახმად, „ოლიმპის სიმშვიდეს ქარები არ არღვევენ, ასევე იქ არ მოდის არც წვიმა და არც თოვლი თუმცა ჰაერი საოცრად წმინდა და უღრუბლოა“.[4]

  • სქოლიო

სქოლიო

  1. Olympus, Greece
  2. Summit of the Gods. The Boston Globe (July 17, 2005). წაკითხვის თარიღი: 2010-12-31.
  3. 3.0 3.1 ოლიმპი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  4. ჰომეროსი, ოდისეა, წიგნი 6, 41
Other Languages
Afrikaans: Olimpus
العربية: جبل أوليمبوس
asturianu: Monte Olimpu
башҡортса: Олимп
беларуская: Алімп
беларуская (тарашкевіца)‎: Алімп
български: Олимп
brezhoneg: Olimpos
bosanski: Olimp
català: Olimp
čeština: Olymp
dansk: Olympen
Deutsch: Olymp
Ελληνικά: Όλυμπος
English: Mount Olympus
Esperanto: Olimpo
español: Olimpo
eesti: Olümpos
euskara: Olinpo
فارسی: المپ
suomi: Ólympos
français: Mont Olympe
עברית: אולימפוס
hrvatski: Olimp
magyar: Olümposz
հայերեն: Օլիմպոս
Bahasa Indonesia: Gunung Olimpus
italiano: Olimpo
қазақша: Олимп
한국어: 올림포스산
Latina: Olympus
Lëtzebuergesch: Olymp
лакку: Олимп
lumbaart: Olimp
lietuvių: Olimpo kalnas
latviešu: Olimpa kalns
македонски: Олимп
Bahasa Melayu: Gunung Olympus
नेपाली: ओलम्पिया
Nederlands: Olympus (berg)
norsk nynorsk: Ólymbos
norsk: Ólymbos
occitan: Olimp
polski: Olimp
پنجابی: اولمپس پعاڑ
português: Monte Olimpo
română: Muntele Olimp
русский: Олимп
davvisámegiella: Olympos
srpskohrvatski / српскохрватски: Olimp
Simple English: Olympus
slovenčina: Olymp
slovenščina: Olimp
српски / srpski: Олимп
svenska: Olympos
Kiswahili: Mlima Olimpos
Türkçe: Olimpos Dağı
українська: Олімп
Tiếng Việt: Núi Ólympos
Winaray: Bukid Olympus