ოლთისი (ქალაქი)

ისტორია

X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო; მისი სიკვდილის შემდეგ ( 1001 წ.) მეფეთა მეფე გურგენი ეცადა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ბიზანტიის წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ ოლთისი იმიერტაოსთან ერთად ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ დაიკავა. XI საუკუნეში, საქართველო-ბიზანტიის ომის დროს, 1121 წელს უკან დახევისას, ოლთისი გიორგი I-მა გადაწვა. XI საუკუნის 70-იან წლებში ოლთისს, კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზურუმი) და კართან ( ახლანდელიყარსი) ერთად მიმდებარე ტეროტორიებით განაგებდა ბიზანტიის დიდმოხელე ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე. საქართველოში „დიდი თურქობის“ დროს (XI-XII სს.) თურქ-სელჩუკები ფლობდნენ; თურქ-სელჩუქებთან ბრძოლის დროს, ოლთისი გადაწვა დავით IV აღმაშენებელმა. შემდგომ ოლთისი საქართველოს შემადგენლობაში იყო, XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან, მონღოლების ბატონობის ხანაში (უმეფობის პერიოდში), მცირეაზიელმა თურქმანებმა დაიკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლა სამცხის ლაშქარმა. XV- XVI საუკუნეებში, თურქ-ოსმალთა ექსპანსიის დროს, ოლთისი არაერთხელ იყო ბრძოლის ობიექტი; XV საუკუნეში, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, ოსმალეთის ფარგლებში მოექცა.

1829 წელს ქალაქს აკონტროლებდა რუსეთის იმპერია, მაგრამ ადრიანოპოლის ზავის შემდეგ თურქეთს დაუთმო. 1877- 1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის განმავლობაში კვლავ რუსეთის იმპერიას შეუერთდა და გახდა ყარსის ოლქის შემადგენელი ნაწილი. 1918 წლის ბოლოს ოლთისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1919 წელს სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახდინა ქალაქის ანექსია. ხოლო 1921 წელს ქაზიმ ქარაბექირის მიერ მოხდა მისი ანექსირება და საბოლოოდ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს [1].

Other Languages
تۆرکجه: اولتو
català: Oltu
Deutsch: Oltu
English: Oltu
Esperanto: Oltu
español: Oltu
فارسی: اولتو
français: Oltu
Հայերեն: Օլթի (քաղաք)
italiano: Oltu
қазақша: Олту
Kurdî: Oltî
лакку: Олту
Baso Minangkabau: Oltu
кырык мары: Олту
Bahasa Melayu: Oltu
norsk nynorsk: Oltu
русский: Олту
Kiswahili: Oltu
Türkçe: Oltu
اردو: اولتو
Tiếng Việt: Oltu
中文: 奧爾圖
Bân-lâm-gú: Oltu