ნუევა-ესპარტა

ნუევა-ესპარტა
Estado Nueva Esparta
დროშა
Flag of Nueva Esparta.svg
გერბი
Coat of arms of Nueva Esparta State.svg
ქვეყანა ვენესუელის დროშა  ვენესუელა
სტატუსი შტატი
მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი ლა-ასუნსიონი
შექმნის თარიღი 1909
მოსახლეობა ( 2007)
436900 კაცი (20 ადგილი)
ფართობი 1 150 კმ² (0,12 %, 23 ადგილი)
ნუევა-ესპარტა რუკაზე
დროის სარტყელი UTC-04:30
კოდი ISO 3166-2 VE-O
ოფიციალური საიტი

ნუევა-ესპარტა ( ესპ. Estado Nueva Esparta) — ვენესუელის შტატი. მოიცავს კუნძულებს: მარგარიტას, კოჩესა და კუბაგუას.

გარდა ამ კუნძულებისა რაიონი მოიცავს მრავალრიცხოვან სხვა პატარა კუნძულებსაც, რომლებიც მეტწილად დაუსახლებელია. ფართობი 1 150 კმ², რითაც ქმნის ვენესუელის ყველაზე პატარა შტატს. მდებარეობს კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროსთან.

ნუევა-ესპარტა ვენესუელის ერთადერთი კუნძულოვანი შტატია. ადმინისტრაციული ცენტრი ლა-ასუნსიონი (კუნძული მარგარიტა). თუმცა შტატის მთავარი საქალაქო ცენტრია პორლამარი.

შტატის სახელწოდება უკავშირდება გმირობას, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიჩინეს ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში. მათი სიმამაცე დაუკავშირდა ძველ საბერძნეთში არსებულ სპარტელ მეომართა გმირულ მოქმედებას. მთავარი კუნძულია მარგარიტა, რომლის ფართობია 934 კმ².

შტატი ჩამოყალიბდა 1909 წელს, 1947 წელს შეუერთდა კუნძული კუბაგუა.

მუნიციპალიტეტები

ნუევა-ესპარტა მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანტოლინ-დელ-კამპო ლა-პლასა-დე-პარაგუაჩი 66 20 325 Venezuela - Nueva Esparta - Antolín del Campo.svg
არისმენდი ლა-ასუნსიონი 55 23 097 Venezuela - Nueva Esparta - Arismendi.svg
ანტონიო-დიასი პაროკუია სან-ხუან-ბაუტისტა 141 47 257 Venezuela - Nueva Esparta - Antonio Díaz.svg
გარსია ელ-ვალე-დელ-ესპირიტუ-სანტო 89 45 606 Venezuela - Nueva Esparta - García.svg
გომესი სანტა-ანა 91 30 237 Venezuela - Nueva Esparta - Gómez.svg
მანეირო პამპატარი 38 35 400 Venezuela - Nueva Esparta - Maneiro.svg
მარკანო ხუან-გრიეგო 43 28 256 Venezuela - Nueva Esparta - Marcano.svg
მარინიო პორლამარი 39 84 534 Venezuela - Nueva Esparta - Mariño.svg
მაკანაო1) ბოკა-დე-რიო 320 20 935 Venezuela - Nueva Esparta - Península de Macanao.svg
ტუბორესი2) პუენტა-დე-პიედრასი 207 29 962 Venezuela - Nueva Esparta - Tubores.svg
ვილიალბა3) სან-პედრო-დე-კოჩე 61 8 242 Venezuela - Nueva Esparta - Villalba.svg
1) დასავლეთი ნახევარკუნძული
2) მათ შორის კუნძული კუბაგუა
3) შედგება კუნძულ კოჩესაგან
Other Languages
беларуская: Нуэва-Эспарта
български: Нуева Еспарта
brezhoneg: Nueva Esparta
català: Nueva Esparta
čeština: Nueva Esparta
Deutsch: Nueva Esparta
English: Nueva Esparta
italiano: Nuova Sparta
kernowek: Nueva Esparta
lietuvių: Nueva Esparta
македонски: Нуева Еспарта
Bahasa Melayu: Nueva Esparta
Nederlands: Nueva Esparta
norsk nynorsk: Nueva Esparta
português: Nueva Esparta
română: Nueva Esparta
srpskohrvatski / српскохрватски: Nueva Esparta
српски / srpski: Нуева Еспарта
svenska: Nueva Esparta
Kiswahili: Nueva Esparta
Tiếng Việt: Nueva Esparta
Winaray: Nueva Esparta
Bân-lâm-gú: Nueva Esparta