ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი 2001 –  7 ივნისი 2008
პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი, ლადო გურგენიძე
წინამორბედი ზურაბ ჟვანია
მემკვიდრე დავით ბაქრაძე

საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის
საქართველო
მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ნოემბერი 2007 –  20 იანვარი 2008
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე
წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი
მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ნოემბერი 2003 –  25 იანვარი 2004
კანცლერი   ავთანდილ ჯორბენაძე
ზურაბ ჟვანია
წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილი

დაბადებული 16 ივლისი, 1964 (1964-07-16) (53 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქი ქუთაისი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო
მეუღლე ბადრი ბიწაძე
შვილები ვაჟები:ანზორი
რეზო

ნინო ბურჯანაძე (დ. 16 ივლისი, 1964, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი: 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე.

განათლება

დაიბადა თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის ანზორ ბურჯანაძის ოჯახში. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1986 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1991 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1991- 92 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი, ხოლო 1992- 95 წლებში — საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერეთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი.

Other Languages