ნიადაგის სტრუქტურა

ნიადაგის სტრუქტურა

ნიადაგის სტრუქტურანიადაგის მკვრივი ფაზის მექანიკური ელემენტების შეწებების შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ერთეულები. განარჩევენ ნიადაგის მიკრო- (<0,25 მმ) და მაკროსტრუქტურას (> 0,25 მმ).

ნიადაგის სტრუქტურა ნიადაგის წარმოქმნისა და მასზე ადამიანის საწარმოო ზემოქმედების შესაბამისად, სხვადასხვაა. მაგალითად :

  • შავმიწებს აქვთ მტკიცე მარცვლოვანი სტრუქტურა;
  • კორდიან-ეწერ ნიადაგებს — თხელი ფიქალისებრი სტრუქტურა;
  • ყომრალ, ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებს — მტკიცე კაკლოვანი სტრუქტურა და ა.შ.

სახნავი ფენისათვის კარგია მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურა. აგრონომიულად მაღალი ღირსებებისაა ისეთი სტრუქტურული ნიადაგი, რომლის კოშტების სიდიდეა 0,5-10 მმ და მტკიცე აგრეგატების რაოდენობა 75% აღემატება. ნიადაგის სტრუქტურის სიმტკიცე განისაზღვრება წყლის დამშლელი მოქმედებისადმი წინააღმდეგობის უნარით. ნიადაგის სტრუქტურის შექმნა და დაშლა მტკიცედაა დაკავშირებული მექანიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ და ბიოლოგიურ მოვლენებთან.

ნიადაგური სტრუქტურის წარმოქმნის ერთ-ერთი პირობაა ნიადაგში წვრილდისპერსიული ფრაქციების (კოლოიდური ფრაქციების), ახალდალექილი ჰუმუსის (ჰუმინისა და ულმინის მჟავას) Ca-თან ერთად არსებობა და მცენარის ფესვთა სისტემა. ნათესბალახიანი სისტემანიადაგის სტრუქტურის წარმოქმნის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

ნარევი ბალახები (მარცვლოვანები და პარკოსნები) ქმნის ხელოვნურ კორდს, რომელიც მტკიცე სტრუქტურის შექმნა-შენარჩუნებას განაპირობებს.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
العربية: بنية التربة
čeština: Struktura půdy
Deutsch: Bodengefüge
한국어: 토양구조
Nederlands: Bodemstructuur
slovenščina: Struktura tal
中文: 土壤结构