ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (თურქეთი)

ნაციონალისტური მოძრაობის პარტია
Milliyetçi Hareket Partisi

ნაციონალისტური მოძრაობის პარტია
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი
გენერალური მდივანი ისმეთ ბუიუქათამანი
დამფუძნებელი ალფარსლან თურქეში
დაფუძნდა თებერვალი 9, 1969; 49 წლის წინ (1969-02-09)
წინამორბედი გლეხთა ეროვნული რესპუბლიკური პარტია
იდეოლოგია თურქული ნაციონალიზმი[1]
პანთურქიზმი[2]
მემარჯვენე პოპულიზმი[1][3]
ევროსკეპტიციზმი[4]
ნაციონალიზმი[5][6][7][8][9][10]
პოლიტიკური პოზიცია ულტრამემარჯვენე
გასამხედროებული ფრთა რუხი მგლები (არაოფიციალურად)
ფერები      წითელი
     თეთრი
წევრი 407,138[11] (2014)
შტაბ-ბინა Ehlibeyt Mh. Ceyhun Atıf Kansu Cd No:128, 06105
ანკარა, თურქეთი
პარლამენტი
49 / 600
დიდი ქალაქების მერები
3 / 30
რაიონის გამგებლები
166 / 1,351
პროვინციის რწმუნებულები
174 / 1,251
www.mhp.org.tr

ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (ნმპ) (თურქ. Milliyetçi Hareket Partisi; MHP) — ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია თურქეთში, რომელიც ერთგულია თურქული ნაციონალიზმისა და ევროსკეპტიციზმის.

პარტია პირველად 1969 წელს, ყოფილი პოლკოვნიკ ალფარსლან თურქეშის მიერ ჩამოყალიბდა, რომელიც ადრე 1965 წელს, ულტრამემარჯვენე გლეხთა ეროვნული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი იყო. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, პარტია ძირითადად მიჰყვებოდა ნეოფაშისტურ და ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც 1997 წელს თურქეშის სიკვდილის შემდეგ, პარტიის სათავეში დევლეთ ბაჰჩელი მოვიდა, პარტიამ შეცვალა თავისი მიდგომა და დღის წესრიგი. პარტიის ახალგაზრდული ფრთაა რუხი მგლები (Bozkurtlar), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ნაციონალისტების კერა“ (Ülkü Ocakları).[12] თურქეში, რომელსაც განკუთრებულ პატივსცემენ თურქი ნაციონალისტები, როგორც იდეალისტური მოძრაობის დამფუძნებელს, მისი მხარდამჭერების მიერ ხშირად მოიხსენიება, როგორც „ატამანი“ (Başbuğ, ქართ.: ბაშბუღი).

ალფარსლან თურქეშმა პარტია მას შემდეგ დააარსა, რაც გააკრიტიკა სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP), ათათურქის, რომელიც პარტიის დამფუძნებელია, ნაციონალისტური პრინციპების დაუცველობის გამო. ცნობილია იმის თაობაზე, რომ იგი არ დაარსებდა „MHP“-ს, რომ „CHP“-ს არ გადაუხვია ათათურქის იდეოლოგიიდან.[13] მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თურქეშმა ვერ მოიპოვა გამარჯვება არცერთ არჩევნებში, მაგრამ მისმა პარტიამ, 1973 და 1977 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოიგო საკმარისი ადგილი და მონაწილეობა მიიღო ორი მემარჯვენე კოალიციური მთავრობის ფორმირებაში, რომელსაც სამართლიანობის პარტიის (AP) ლიდერი სულეიმან დემირელი ხელმძღვანელობდა. 1975-1977 წლებში, თურქეში იკავებდა თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თურქეშის გარდაცვალების შემდეგ, პარტიამ ახალ ლიდერად დევლეთ ბაჰჩელი აირჩია, რომელიც პარტიის მოდერნიზაცია განახორციელა და მიიღო უფრო ზომიერი ნაციონალისტური მიდგომა. პარტიამ ბეჰჩელის ხელმძღვანელობით, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 18% მოიგო, რაც 129 ადგილს ნიშნავს. ეს შედეგი პარტიის ისტორიაში საუკეთესოა, რომელიც ხმების რაოდენობით მეორეა და მხოლოდ დემოკრატიულ მარცხენე პარტიას (DSP) ჩამორჩა. ბაჰჩელი შემდგომში ვიცე პრემიერ-მინისტრი გახდა, როდესაც „DSP“-თან და „სამშობლოს პარტია“-სთან (ANAP) ერთად კოალიციური მთავრობა შექმნა, თუმცა მისი მოწოდებები ვადამდელი არჩევნებისკენ, 2002 წელს მთავრობის დაშლით დამთავრდა. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიამ ვერ გადალახა 10%-იანი საარჩევნო ბარიერი და დაკარგა ყველა თავისი საპარლამენტო მანდატი, ხოლო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ახლად ჩამოყალიბებულმა სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP).

2007 წლის საპარლამენტო აჩევნებზე, MHP მოიგო თავისი საპარლამენტო წარმომადგენლობა, სადაც ამომრჩეველთა ხმების 14,27% დააგროვა, რაც 71 მანდატს უტოლდება. ამ პერიოდი, პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ქურთ სეპარატისტ მებრძოლებს შორის, ასევე აკრიტიკებდა მმართველ სგპ-ს სამთავრობო კორუფციასა და ავტორიტარიზმის გამო. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები MHP ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „სგპ-ს გადარჩენის იმედს“, რომელიც ღიად თუ ფარულად ეხმარება სგპ-ს ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, თავსაბურავის აკრძალვის გაუქმება და 2015 წლის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები.[14] 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის ხმები დაეცა 13%-მდე და 53 დეპუტატით შევიდა პარლამენტში, თუმცა, 2015 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს რიცხვი 16,3% და 80 ადგილამდე გაიზარდა. 2007 წლიდან, ნმპ პარლამენტში მესამე ძალას წარმოადგენდა, მაგრამ 2015 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა ხმების 11,9% მოიპოვა, რაც 40 მანდატის ტოლია, და გახდა მეოთხე ძალა პარლამენტში, ქურთული პარტიის (HDP) შემდეგ.

Other Languages
Bahasa Indonesia: Partai Gerakan Nasionalis
مازِرونی: ملی حرکت حزب