მცენარეები

მცენარეები
Diversity of plants image version 5.png
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:მცენარეები
ლათინური სახელი
Plantae

მცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia) — ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.

ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტების ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტების ქვესამეფოში.

მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქვესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).

ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჯრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.

ერთუჯრედიან მცენარეებს აქვთ როგორც საერთოდ უჯრედისათვის დამახასიათებელი ორგანოიდები, ისე სპეციფიკური სტრუქტურებიც (ქრომატოფორი, თავისებურად აგებული გარსი, კარგად გამოხატული ვაკუოლები და სხვა), რაც მათ ეჭვმიუტანლად განასხვავებს ცხოველური ორგანიზმებისაგან.

მცენარეებისთვის დამახასიათებელ საერთო თავისებურებას წარმოადგენს ფოროსინთეზი. სხვა ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ ზრდას, განვითარებას, ცხოვრების ნირს და სხვა, მცენრეულ სამყაროში არაერთგვაროვანია. მცენარეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური თავისებურებაა სხეულის ძლიერი დანაწევრება, რაც მათი ზედაპირის დიდ გაზრდას იწვევს. ეს დაკავშირებულია კვების თავისებურებებთან — ატმოსფეროდან აირისა და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილების შთანთქმასთან. უმაღლეს მცენარეებში (ხავსები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები) სხეულის დანაწევრებისა და დიფერენცირების შედეგია სპეციალიზებული სტრუქტურებისა და ორგანოების (ფესვი, ღერო, ფოთოლი და სხვა) გამომუშავება. უმაღლესი მცენარეების განვითარების თავისებურებას შეადგენს უსქესო და სქესიანი თაობების მონაცვლეობა.

მცენარეების გარეგან და შინაგან აგებულებას, მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, გამრავლებას, გავრცელებას, ისტორიულ განვითარების ძირითად ეტაპებს და სხვა შეისწავლის ბოტანიკის სხვადასხვა დარგი.

მცენარეების ბიოლოგიური მნიშვნელობა ჩვენი პლანეტის ცოცხალი სამყაროსთვის განსაკუთრებულია. ცხოველების (ადამიანის ჩათვლით) არსებობა შეუძლებელი იქნებოდა მცენარეების გარეშე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ მზის ენერგიის ხარჯზე არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზი. ამასთანავე, მცენარეები ფოტოსინთეზის დროს ატმოსფეროდან ითვისებენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, რის შემწეობითაც ატმოსფერო გამუდმებით ინარჩუნებს სუნთქვისათვის ხელსაყრელ პირობებს.

მცენარეების მრავალფეროვანი სამყაროდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თესლოვან, ძირითადად კი — ყვავილოვან მცენარეებს. მათ განეკუთვნება თითქმის ყველა კულტურული მცენარეები, მათ შორის უპირატესად მარცვლეული (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, ჭვავი, ქერი, სორგო, ღომი, შვრია). ბამბა, სელი, კანაფი, ჯუთი, რამი და სხვა ბოჭკოვანი მცენარეები ადამიანს უზრუნველყოფს ტანსაცმლითა და ტექნიკური ქსოვილებით. ტყე იძლევა ძვირფას საშენ მასალას, მცენრეული წარმოშობის ტორფი და ქვანახშირი — საწვავს. დღემდე არ დაუკარგავს ეკონომიკური მნიშვნელობა მცენარეულ ბუნებრივ კაუჩუკს. ფისი, ეთერზეთები, საღებავები და სხვა მცენარეული პროდუქტები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის საქმიანობაში. ფასდაუდებელია მცენარეული ვიტამინები და სამკურნალო პრეპარატები. მცენარეული საფარი არა მარტო გვაწვდის ორგანულ ნაერთებს და ჟანგბადს, არამედ ქმნის ცხოველური ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელ პირობებს დედამიწაზე.

თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ადამიანმა ისწავლა დიდ ფართობებზე მცენარეული საფრის შექმნა. მაგრამ ადამიანისავე ინტენსიური და განსაკუთრებით კი არარაციონალურმა საქმიანობამ გაანადგურა კიდეც ბუნებრივი მცენარეული საფარი დიდ ფართობებზე და ბევრი სახეობის გაქრობის საშიშროება შექმნა. ბევრ ქვეყანაში მიღებული კანონით უკვე დაიწყეს მცენარეული სამყაროს დაცვა. ბოტანიკური დაწესებულებების ინტენსიური მუშაობის შედეგად შედგენილია „წითელი წიგნი“ , სადაც შეტანილია ის მცენარეები, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ.

სისტემატურად ტარდება ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები. ერთ-ერთი ასეთი ფორუმი „იუნესკოს“ გადაწყვეტილებით 1977 წლის ოქტომბერში საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა.

გალერეა

Other Languages
Аҧсшәа: Аҵиаақәа
Acèh: Peunula
Afrikaans: Plant
Alemannisch: Pflanzen
አማርኛ: አትክልት
aragonés: Plantae
Ænglisc: Plante
العربية: نبات
مصرى: نبات
অসমীয়া: উদ্ভিদ
asturianu: Plantae
Aymar aru: Ali
azərbaycanca: Bitkilər
تۆرکجه: بیتکی
башҡортса: Үҫемлектәр
Boarisch: Pflanzna
žemaitėška: Augalā
беларуская: Расліны
беларуская (тарашкевіца)‎: Расьліны
български: Растения
भोजपुरी: पौधा
Bahasa Banjar: Tumbuhan
বাংলা: উদ্ভিদ
brezhoneg: Plant
bosanski: Biljke
буряад: Ургамал
català: Plantes
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Sĭk-ŭk
нохчийн: Ораматаш
Cebuano: Tanom
ᏣᎳᎩ: ᎦᎪᏘ
کوردی: ڕوەک
Nēhiyawēwin / ᓀᐦᐃᔭᐍᐏᐣ: ᐅᐲᑭᒋᑳᓇ
čeština: Rostliny
Чӑвашла: Ӳсентăран
Cymraeg: Planhigyn
dansk: Planter
Deutsch: Pflanze
Zazaki: Nebat
dolnoserbski: Rostliny
डोटेली: वनस्पति
ދިވެހިބަސް: ގަސް
Ελληνικά: Φυτό
English: Plant
Esperanto: Plantoj
español: Plantae
eesti: Taimed
euskara: Landare
estremeñu: Plantae
فارسی: گیاه
suomi: Kasvit
Võro: Kasv
føroyskt: Plantur
français: Plante
arpetan: Planta
Nordfriisk: Plaanten
furlan: Plantis
Frysk: Planten
Gaeilge: Planda
贛語: 植物
Gàidhlig: Lus
galego: Planta
Avañe'ẽ: Ka'avo
Gaelg: Lus
Hausa: Shuka
客家語/Hak-kâ-ngî: Chhṳ̍t-vu̍t
עברית: צומח
हिन्दी: पादप
hrvatski: Biljke
hornjoserbsce: Rostliny
Kreyòl ayisyen: Plant
magyar: Növények
հայերեն: Բույսեր
interlingua: Planta
Bahasa Indonesia: Tumbuhan
Igbo: Osisi
Ilokano: Mula
ГӀалгӀай: БаьцовгӀаш
Ido: Planto
íslenska: Jurt
italiano: Plantae
ᐃᓄᒃᑎᑐᑦ/inuktitut: ᐱᕈᖅᑐᖅ
日本語: 植物
la .lojban.: spati
Basa Jawa: Tetuwuhan
Qaraqalpaqsha: O'simlikler
Адыгэбзэ: КъэкӀыгъэхэр
Kabɩyɛ: Suu
Gĩkũyũ: Mĩmera
қазақша: Өсімдіктер
kalaallisut: Naasut
ಕನ್ನಡ: ಸಸ್ಯ
한국어: 식물
Перем Коми: Быдмас
kurdî: Riwek
kernowek: Plans
Кыргызча: Өсүмдүк
Latina: Plantae
Lëtzebuergesch: Planzeräich
лакку: Ххяххия
лезги: Набатат
Lingua Franca Nova: Planta
Luganda: Ebimera
Limburgs: Plante
Ligure: Plantae
lumbaart: Plantae
lingála: Etɔɛlɛ
lietuvių: Augalai
latgaļu: Auguoji
latviešu: Augi
मैथिली: वनस्पति
Basa Banyumasan: Tanduran
Malagasy: Zavamaniry
олык марий: Кушкыл
Baso Minangkabau: Tumbuahan
македонски: Растенија
മലയാളം: സസ്യം
монгол: Ургамал
मराठी: वनस्पती
кырык мары: Кушкыш
Bahasa Melayu: Tumbuhan
Mirandés: Planta
မြန်မာဘာသာ: အပင်
эрзянь: Касыкст
Nāhuatl: Tlanelhuayotl
Napulitano: Plantæ
Plattdüütsch: Planten
Nedersaksies: Plaanten
नेपाली: वनस्पति
नेपाल भाषा: मा (बोट्यानी)
Nederlands: Planten
norsk nynorsk: Plantar
norsk: Planter
Nouormand: Pliante
Chi-Chewa: Zomera
occitan: Plantae
ଓଡ଼ିଆ: ଉଦ୍ଭିଦ
ਪੰਜਾਬੀ: ਬੂਟਾ
Kapampangan: Tanaman
Picard: Plante
Norfuk / Pitkern: Plaant
polski: Rośliny
پنجابی: بوٹے
پښتو: بوټی
português: Plantae
Runa Simi: Yura
română: Plantă
armãneashti: Plantâ
tarandíne: Regnum Plantae
русский: Растения
русиньскый: Рослины
Kinyarwanda: Ikimera
संस्कृतम्: ओषधयः
саха тыла: Үүнээйилэр
sicilianu: Plantae
Scots: Plant
سنڌي: ٻوٽا
srpskohrvatski / српскохрватски: Biljke
සිංහල: ශාක
Simple English: Plant
slovenčina: Rastliny
slovenščina: Rastline
chiShona: Madzinde
Soomaaliga: Dhir
shqip: Bimët
српски / srpski: Биљке
Sesotho: Dimela
Seeltersk: Plonten
Basa Sunda: Tutuwuhan
svenska: Växt
Kiswahili: Mmea
ślůnski: Źeliny
தமிழ்: தாவரம்
తెలుగు: మొక్క
тоҷикӣ: Рустанӣ
ไทย: พืช
Türkmençe: Ösümlikler
Tagalog: Halaman
lea faka-Tonga: ʻakau
Tok Pisin: Sayor
Türkçe: Bitki
татарча/tatarça: Үсемлекләр
chiTumbuka: Vyakumela
удмурт: Будос
ئۇيغۇرچە / Uyghurche: ئۆسۈملۈك
українська: Рослини
اردو: نباتات
oʻzbekcha/ўзбекча: Oʻsimliklar
Tshivenda: Tshimela
vèneto: Piante
vepsän kel’: Kazmused
Tiếng Việt: Thực vật
West-Vlams: Plantn
walon: Plante
Winaray: Tanaman
Wolof: Gàncax
吴语: 植物
isiXhosa: Isityalo
მარგალური: ჩანარეფი
ייִדיש: פלאנץ
Yorùbá: Ọ̀gbìn
Vahcuengh: Doenghgo
Zeêuws: Plant'n
中文: 植物
文言: 植物
Bân-lâm-gú: Si̍t-bu̍t
粵語: 植物