მშრომელთა საერთაშორისო დღე

Disambig-dark.svgპირველი მაისი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პირველი მაისი (მრავალმნიშვნელოვანი).
საპირველმაისო დემონსტრაცია ბომბეიში.
დემონსტრაცია სტოკჰოლმში, 1899.

მშრომელთა საერთაშორისო დღე ან შრომის დღესასწაული ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე (ინგლ. Labor Day, ფრანგ. Fête du Travail, რუს. День труда, ზოგიერთ ქვეყანაში ასევე „May Day“) აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის. ეს თარიღი გამოიყენება ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.

მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.

„წითელი საშიშროების“ პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) რეზიდენტი მუშა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო. ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია - თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო.

კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.

ევრო პირველმაისობა

2001 წლიდან „ევროპირველმაისობა“ (EuroMayDay) პირველი მაისის დღესასწაულის ნაწილი გახდა, რასაც მიზნად ტრადიციული მაისის დღესასწაულის პოლიტიკური მნიშვნელობის განახლება უდევს. მისი მიზანია ასევე შექმნას ვიზუალური წინააღმდეგობა შრომისა და ცხოვრების არასტაბილურობასთან. „ევრომეიდეი“ წამოვიდა მილანიდან, იტალია, საიდანაც ის გადავიდა ბარსელონაში 2004 წელს, შემდეგ კი მთელ ევროპას მოედო 2005 წელს. 2005 წელს დაახ. 200 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის მასშტაბის ევრომეიდეიში. ამ წელს მოძრაობის სლოგანი გახდა „გავერთიანდეთ არასტაბილურ სამყაროში და გავიფიცოთ თავისუფალი ღია რადიკალური ევროპისთვის“. 2006 წელს გაცილებით მეტ ქალაქშია დაგეგმილი ევრომეიდეის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. აქტიურ მონაწილე ქალაქთა შორის არიან: ამსტერდამი, ბარსელონა, კოპენჰაგენი, ჰამბურგი, ჰელსინკი, ლიონი, ლიჟი, ლონდონი, მარიბორი, მარსელი, მილანი, ნეოპოლი, პალერმო, პარიზი, სევილია, სტოკჰოლმი და ვენა.

Other Languages
Alemannisch: Erster Mai
беларуская: Першага мая
беларуская (тарашкевіца)‎: Першага траўня
čeština: Svátek práce
Deutsch: Erster Mai
Zazaki: 1ê Gulane
suomi: Vappu
Avañe'ẽ: Mba'apohára Ára
עברית: אחד במאי
Հայերեն: Մայիսի 1 (տոն)
Bahasa Indonesia: Hari Buruh
Interlingue: Die del labore
íslenska: Fyrsti maí
日本語: メーデー
한국어: 노동절
Latina: Dies Laboris
latviešu: Darba svētki
മലയാളം: മേയ്‌ ദിനം
Bahasa Melayu: Hari Pekerja
Nederlands: Dag van de Arbeid
norsk nynorsk: Første mai
ଓଡ଼ିଆ: ମଇ ଦିବସ
پنجابی: مئی دن
português: Dia do Trabalhador
română: Ziua Muncii
srpskohrvatski / српскохрватски: Međunarodni praznik rada
Simple English: May Day
slovenčina: Sviatok práce
slovenščina: Praznik dela
српски / srpski: Празник рада
svenska: Första maj
தமிழ்: மே நாள்
українська: День праці
اردو: یوم مئی
oʻzbekcha/ўзбекча: Xalqaro mehnatkashlar kuni
vepsän kel’: Keväden i radon päiv
Bân-lâm-gú: Lô-tōng-cheh