მუდუგის რეგიონი

მუდუგი
სომალ. Mudug
არაბ. مدق‎‎
ქვეყანა სომალის დროშა  სომალი
სტატუსი რეგიონი
მოიცავს 5 რაიონი
ადმინისტრაციული ცენტრი გალკაიო
მოსახლეობა ( 2014)
717 863 კაცი (7 ადგილი)
სიმჭიდროვე 9,84 კაცი/ კმ²
ფართობი 72 933 კმ² (1 ადგილი)
მუდუგი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+3
კოდი ISO 3166-2 SO-MU
სატელეფონო კოდი +252
ინტერნეტ-დომენი .so

მუდუგი ( სომალ. Mudug, არაბ. مدق‎‎) — რეგიონი სომალის ცენტრალურ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გალკაიო. რეგიონის სხვა მთავარი ქალაქებია გოლდოგობი და საზღვაო პორტი ჰობიო (დღეისათვის გალმუდუგის შემადგენლობაში).

მუდუგის რეგიონის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები შედიან საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულ სახელმწიფო პუნტლენდში. მის სამხრეთ ნაწილს აკონტროლებს ასევე არაღიარებული სახელმწიფო გალმუდუგი. რეგიონს სამხრეთით ესაზღვრება გალგუდუდი, ჩრდილოეთიდან — ნუგალი. რეგიონის დასავლეთით გადის საზღვარი სომალისა და ეთიოპიას შორის, აღმოსავლეთით მის სანაპიროს გარს ეკვრის ინდოეთის ოკეანის წყლები. მისი დაახლოებით 720-ათასიანი მოსახლეობა უპირატესად ეკუთვნის ჰავიიეს და დაროდის სომალულ ტომებს.

ადმინისტრაციული დაყოფა

გედოს რეგიონი შედგება 5 რაიონისგან: [1]

  • გალდოგობი
  • გალკაიო
  • ჰარარდერე
  • ჰობიო
  • ჯარიბანი
Other Languages
العربية: مدج
Boarisch: Mudug
български: Мудуг
català: Mudug
Cebuano: Gobolka Mudug
dansk: Mudug
Deutsch: Mudug
English: Mudug
Esperanto: Mudug
español: Mudug
euskara: Mudug
suomi: Mudug
français: Mudug
Bahasa Indonesia: Mudug
italiano: Mudugh
日本語: ムドゥグ州
Basa Jawa: Mudug
한국어: 무두그 주
Nederlands: Mudug
norsk: Mudug
português: Mudug
русский: Мудуг
Soomaaliga: Mudug
Türkçe: Mudug
українська: Мудуг
اردو: مدق
中文: 穆杜格州