მზის მასა

ძალიან დიდი ვარსკვალვების ზომა და მასა: ყველაზე მასიური მაგალითი, ლურჯი პისტოლის ვარსკვლავი (150). სხვებია: Rho Cassiopeiae (40 ), ბეტელგეიზე (20 ) და VY დიდი კოფაქი (17 ). (მზე (1 ), რომელიც ამ ფოტოზე არ ჩანს, ჩათვლილია იმისათვის, რომ ნათლად გამოისახოს ვარსკვალვების მასშტაბები. დედამიწის ორბიტა (ნაცრისფერი), იუპიტერის ორბიტა (წითელი) და ნეპტუნის ორბიტა (ლურჯი) ასევე მოცემულია)

მზის მასამასის საზომი სტანდარტული ერთეული ასტრონომიაში, რომელიც სხვა ვარსკვლავების, ვარსკვლავთგროვებისა და გალაქტიკების მასის გასაზომად გამოიყენება. ეს უდრის მზის მასას, რომელიც დაახლოებით 2 ნონილიონი (1030) კილოგრამია:

[1][2]

ზემოთხსენებული მასა 332,946 აღემატება დედამიწის მასას, ხოლო იუპიტერისას — 1048-ჯერ.

რადგანაც დედამიწას მზის გარშემო ელიფსური ორბიტა აქვს, მისი მასა მზის მასის ერთეულებში შეიძლება გამოითვალოს პატარა სხეულის ორბიტალური პერიოდით, რომელიც ცენტრალური მასის გარშემო ბრუნავს.[3] წელიწადის სიგრძეზე, ასტრონომიულ ერთეულსა (დედამიწასა და მზეს შორის მანძილი) და გრავიტაციულ მუდმივაზე (G) დაფუძნებული მზის მასა მოცემულია შემდეგნაირად:

გრავიტაციული მუდმივის მნიშვნელობა წარმოებულია ჰენრი კავენდიშის გაზომვებით, რომელიც 1798 წელს დაგრეხის ბალანსით ჩაატარა. მის მიერ მიღებული მნიშვნელობა თანამედროვე მნიშვნელობისგან მხოლოდ 1%-ით განსხვავდება.[4] მზის დღეღამის პარალაქსი ზუსტად გაიზომა ვენერას ტრანზიტისას 1761 და 1769 წლებში,[5] რომლის მნიშვნელობა 9″ იყო (შედარებისთვის, თანამედროვე 1976 წლის მნიშვნელობაა 8,794148″). თუ ვიცით დღეღამის პარალაქსის მნიშვნელობა, შეგვიძლია განვსაზღვროთ მანძილი მზემდე გეომეტრიის საშუალებით.[6]

პირველი ადამიანი, რომელმაც გამოთვალა მზის მასა, იყო ისააკ ნიუტონი. თავის წიგნ Principia-ში მან დედამიწისა და მზის მასის ფარდობა დაწერა, რომელიც დაახლოებით 1/28 700 იყო. მოგვიანებით მან დაადგინა, რომ ეს მნიშვნელობა დაფუძნებული იყო მზიური პარალაქსის მცდარ მნიშვნელობაზე, რომელიც მას გამოყენებული ჰქონდა მზემდე მანძილის დასადგენად (1 ასტრონომიული ერთეული). მან თავისი შეფასებული ფარდობა Principia-ს მესამე გამოცემაში გადააკეთა 1/169 282-ად. მზიური პარალაქსის თანამედროვე მნიშვნელობა ბევრად პატარაა, ანუ მასის ფარდობა 1/332 946-ია.[7]

მზის მასა საზომ ერთეულად მაშინ გამოიყენებოდა, სანამ ასტრონომიული ერთეული და გრავიტაციული მუდმივა ზუსტად გაიზომებოდა. ეს იმიტომაა, რომ მზის სისტემაში არსებული სხვა პლანეტის ფარდობითი მასის ან ორი ორმაგი ვარსკვლავის მთლიანი მასის გამოთვლა შეიძლება მზის მასის ერთეულებში პლანეტის ან ვარსკვლავის ორბიტალური რადიუსით და პერიოდით კეპლერის მესამე კანონის გამოყენებით, თუ ორბიტალური რადიუსი გაიზომება ასტრონომიულ ერთეულებში და ორბიტალური პერიოდი — წელიწადებში.

მზის მასა შემცირდა მას შემდეგ, რაც ის წარმოიქმნა. ეს მოხდა ორი პროცესით, რომელიც თითქმის თანაბარი რაოდენობისაა. პირველი, მზის ბირთვში წყალბადი ჰელიუმად თერმობირთვული სინთეზის შედეგად გარდაიქმნება და ეს რეაქცია გარკვეულ მასას გარდაქმნის ენერგიად გამა სხივების ფოტონების ფორმით. ამ ენერგიის უმეტესობა საბოლოოდ მზიდან გამოსხივდება. მეორე, მზის ატმოსფეროში არსებული მაღალი ენერგიების პროტონები და ელექტრონები პირდაპირ გამოიტყორცნება გარე კოსმოსში, როგორც მზიური ქარი.

მზის თავდაპირველი მასა, როცა მან მიაღწია მთავარ მიმდევრობას, გაურკვეველი რჩება. ადრეულ მზეს ბევრად მაღალი მასის დაკარგვის ტემპი ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს, ამიტომ მან შესაძლოა დაკარგა თავისი თავდაპირველი მასის 1-7%-მდე.[8] მზე ძალიან მცირე მასას იძენს ასტეროიდებისა და კომეტების შეჯახებების წყალობით, თუმცა მისი მასა მზის სისტემის საერთო მასის 99,86%-ია.

მსგავსი ერთეულები

1 მზის მასა, M, შეიძლება გადავიყვანოთ მსგავს ერთეულებში:

ის ასევე ხშირად გამოიყენება ფარდობითობის ზოგად თეორიაში სიგრძის ან დროის ერთეულებში მასის გამოსახატავად.

Other Languages
Afrikaans: Sonmassa
العربية: كتلة شمسية
asturianu: Masa solar
беларуская: Сонечная маса
беларуская (тарашкевіца)‎: Сонечная маса
български: Слънчева маса
brezhoneg: Tolz Heol
català: Massa solar
Deutsch: Sonnenmasse
Ελληνικά: Ηλιακή μάζα
English: Solar mass
Esperanto: Suna maso
español: Masa solar
euskara: Eguzki masa
français: Masse solaire
עברית: מסת שמש
magyar: Naptömeg
Bahasa Indonesia: Massa matahari
italiano: Massa solare
日本語: 太陽質量
한국어: 태양질량
Lëtzebuergesch: Sonnemass
lietuvių: Saulės masė
Malagasy: Lanjamasoandro
македонски: Сончева маса
മലയാളം: സൗരപിണ്ഡം
Bahasa Melayu: Jisim suria
Plattdüütsch: Sünnmasse
Nederlands: Zonsmassa
norsk nynorsk: Solmasse
norsk: Solmasse
ਪੰਜਾਬੀ: ਸੌਰ ਪੁੰਜ
português: Massa solar
română: Masă solară
sicilianu: Massa sulari
Scots: Solar mass
සිංහල: Solar mass
Simple English: Solar mass
slovenčina: Hmotnosť Slnka
slovenščina: Sončeva masa
српски / srpski: Сунчева маса
svenska: Solmassa
Kiswahili: Masi ya Jua
українська: Маса Сонця
Volapük: Solamasat
中文: 太阳质量
粵語: 太陽質量