მეჰმეთ აქიფ ერსოი

მეჰმეთ აქიფ ერსოი
Mehmet Akif.jpg
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი 1873(1873-12-20)
დაბ. ადგილი ფათიჰი, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 დეკემბერი 1936(1936-12-27)[1] [2] (63 წელი)
გარდ. ადგილი სტამბოლი, თურქეთი
დასაფლავებულია Edirnekapı Martyr's Cemetery
საქმიანობა პოეტი, პოლიტიკოსი[1] და მწერალი
ენა ოსმალური ენა[3]
მოქალაქეობა Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია
Flag of Turkey.svg თურქეთი
ალმა-მატერი ვეფას ლიცეუმი და სტამბოლის ჰალქალის უმაღლესი სკოლა
ხელმოწერა Mehmet Akif Ersoy imzası.png

მეჰმედ რაგიფი (თურქ. Mehmed Râgıf), შემდგომში ცნობილი, როგორც მეჰმეთ აქიფ ერსოი (თურქ. Mehmet Âkif Ersoy; დ. 20 დეკემბერი 1873, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 27 დეკემბერი 1936, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი პოეტი, მწერალი, ვეტერინარი, პედაგოგი, აკადემიკოსი, ჰაფიზი და პოლიტიკოსი. ერსოი თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის ეროვნული ჰიმნის „დამოუკიდებლობის მარშის“ ავტორია. ცნობილია, როგორც „სამშობლოს მწერალი“ და „ეროვნული მწერალი“. დამოუკიდებლობის მარშის გარდა, შექმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა „ჩანაქკალეს ეპოსი“, „ბიულბიული“ და 1911—1933 წლებში გამოსცა შვიდი ლექსის წიგნი, რომლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია — „საფაჰატი“ (თურქ. Safahat). ოსმალეთის მეორე საკონსტიტუციო ეპოქის დროს, გამოსცემდა გაზეთს. თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს, თურქეთის პარლამენტის პირველი მოწვევის დეპუტატი გახდა.

Other Languages