მექსიკა

მექსიკის შეერთებული შტატები
Estados Unidos Mexicanos
მექსიკა
მექსიკის
დროშა გერბი
ჰიმნი: „Himno Nacional Mexicano“
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მეხიკო
19°03′ ჩ. გ. 99°22′ ა. გ. / 19°03′ ჩ. გ. 99°22′ ა. გ. / 19.050; 99.367
ოფიციალური ენა ესპანური (დე ფაქტო)
მთავრობა ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო
ფართობი
 -  სულ 1 972 550 კმ2 (მე-14)
 -  წყალი (%) 2,5
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 113 910 608[1] (მე-11)
 -  სიმჭიდროვე 57 კაცი/კმ2 (142-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $1,661 ტრილიონი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $14,609[2] 
აგი (2011) 0,770 (მაღალი) (57-ე)
ვალუტა მექსიკური პესო (MXN)
დროის სარტყელი (UTC UTC-06:00-დან UTC-08:00-მდე.)
ქვეყნის კოდი MEX
Internet TLD .mx
სატელეფონო კოდი 52

მექსიკა, ოფიციალურად მექსიკის შეერთებული შტატები[3] (ესპ. Estados Unidos Mexicanos) — ფედერაციული სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. აღმოსავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა და მექსიკის ყურე.[4][5] ქვეყნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს (760 000 კვადრატული მილი),[6] მექსიკა მეთოთხმეტე სახელმწიფოა მსოფლიოში ფართობის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 113 მილიონ ადამიანს შეადგენს.[7] ამ მაჩვენებლით მექსიკას მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი უკვაია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ესპანელ-მექსიკელია, რაც მექსიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს ესპანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალური რაიონად.

კოლუმბამდელ პერიოდში, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე არსებობდა მრავალი სახელმწიფო, რომლებიც განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. მათ შექმნეს მოწინავე ცივილიზაციები, პირველი მექსიკური სახელმწიფოების დაარსება ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე იწყება. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დროს, აქ არსებობდა აცტეკების და მაიას სახელმწიფოები; ამ ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირება არსებობდა, რაც ეს ორივე მათგანს აზიანებდა და ასუსტებდა. უკვე 1521 წელს განხორციელდა ესპანელების პირველი ექსპედიცია. ესპანელმა დამპყრობლებმა დასუსტებული მექსიკური სახელმწიფოები ადვილად დაიპყრეს და დაიმორჩილეს. შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ახალი ესპანეთი. მის შემადგენლობაში მოექცა მთლიანად მექსიკის და არამარტო მექსიკის ტერიტორიები. 1810 წელს დაიწყო მექსიკელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის; 1821 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ახალ სახელმწიფოს ეწოდა მექსიკის იმპერია. 1910 წელს მექსიკაში რევოლუცია მოხდა. 1917 წლის კონსტიტუციით მექსიკა ფედერაციული სახელმწიფოდ გამოცხადდა. 2000 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის მმართველი ხდება მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტია (ესპ. Partido Revolucionario Institucional, მემპ), ხოლო 2006 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ფელიპე კალდერონი. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ენრიკე პენია ნიეტომ მოიპოვა გამარჯვება.

1994 წლიდან მექსიკა გაწევრიანებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD). განვითარების მხრივ მიეკუთვნება ახალად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით მექსიკას 11-ე ადგილი უკავია. მექსიკის ეკონომიკა ძლიერადაა დამოკიდებული ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაზე, განსაკუთრებით განვითარებულია ვაჭრობა აშშ-სთან. მექსიკის ეკონომიკისთვის უდიდესი შემოსავალი მოაქვს ტურიზმის ინდუსტრიას; ყოველწლიურად ქვეყანას დაახლოებით 21,4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მექსიკაში განვითარებულია ხელოვნება და კულტურა, საქვეყნოდაა ცნობილი მექსიკური სამზარეულო. ქვეყანაში იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული 31 ძეგლია; ამ მაჩვენებლით მექსიკას პირველი ადგილი უკავია ამერიკაში.

Other Languages
Acèh: Meksiko
адыгабзэ: Мексикэ
Afrikaans: Meksiko
Alemannisch: Mexiko
አማርኛ: ሜክሲኮ
aragonés: Mexico
Ænglisc: Mexico
العربية: المكسيك
ܐܪܡܝܐ: ܡܟܣܝܩܘ
asturianu: Méxicu
Aymar aru: Mïxiku
azərbaycanca: Meksika
تۆرکجه: مکزیک
башҡортса: Мексика
Boarisch: Mexiko
žemaitėška: Meksėka
Bikol Central: Mehiko
беларуская: Мексіка
беларуская (тарашкевіца)‎: Мэксыка
български: Мексико
भोजपुरी: मैक्सिको
Bislama: Mexico
bamanankan: Mɛkisiki
বাংলা: মেক্সিকো
བོད་ཡིག: མེག་སི་ཀོ།
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: মেক্সিকো
brezhoneg: Mec'hiko
bosanski: Meksiko
буряад: Мексикэ
català: Mèxic
Chavacano de Zamboanga: México
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Mĕ̤k-să̤-gŏ̤
нохчийн: Мексика
Cebuano: Mehiko
Chamoru: Meksiku
ᏣᎳᎩ: ᎠᏂᏍᏆᏂ
Tsetsêhestâhese: Mé'šeeséve'ho'évenó
کوردی: مەکسیک
corsu: Messicu
qırımtatarca: Meksika
čeština: Mexiko
kaszëbsczi: Meksyk
Чӑвашла: Мексика
Cymraeg: Mecsico
dansk: Mexico
Deutsch: Mexiko
Zazaki: Meksika
dolnoserbski: Mexiko
डोटेली: मेक्सिको
ދިވެހިބަސް: މެކްސިކޯ
eʋegbe: Mexico
Ελληνικά: Μεξικό
emiliàn e rumagnòl: Mèsic
English: Mexico
Esperanto: Meksiko
español: México
eesti: Mehhiko
euskara: Mexiko
estremeñu: Méjicu
فارسی: مکزیک
suomi: Meksiko
Võro: Mehhigo
føroyskt: Meksiko
français: Mexique
arpetan: Mexique
Nordfriisk: Meksiko
furlan: Messic
Frysk: Meksiko
Gaeilge: Meicsiceo
Gagauz: Meksika
贛語: 墨西哥
Gàidhlig: Meagsago
galego: México
گیلکی: مکزیک
Avañe'ẽ: Méhiko
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: मेक्सिको
𐌲𐌿𐍄𐌹𐍃𐌺: 𐌼𐌰𐌹𐌷𐌹𐌺𐍉
ગુજરાતી: મેક્સિકો
Gaelg: Meksico
客家語/Hak-kâ-ngî: Me̍t-sî-kô
Hawaiʻi: Mekiko
עברית: מקסיקו
हिन्दी: मेक्सिको
Fiji Hindi: Mexico
hrvatski: Meksiko
hornjoserbsce: Mexiko
Kreyòl ayisyen: Meksik
magyar: Mexikó
հայերեն: Մեքսիկա
interlingua: Mexico
Bahasa Indonesia: Meksiko
Interlingue: Mexico
Iñupiak: Mexiqo
Ilokano: Mehiko
ГӀалгӀай: Мексика
Ido: Mexikia
íslenska: Mexíkó
italiano: Messico
ᐃᓄᒃᑎᑐᑦ/inuktitut: ᒦᒃᓰᖂ
日本語: メキシコ
Patois: Mexiko
la .lojban.: mexygu'e
Basa Jawa: Mèksiko
Qaraqalpaqsha: Meksika
Taqbaylit: Miksik
Адыгэбзэ: Мексикэ
қазақша: Мексика
kalaallisut: Mexico
ភាសាខ្មែរ: ម៉ិកស៊ិក
ಕನ್ನಡ: ಮೆಕ್ಸಿಕೋ
한국어: 멕시코
къарачай-малкъар: Мексика
kurdî: Meksîk
коми: Мексика
kernowek: Meksiko
Кыргызча: Мексика
Latina: Mexicum
Ladino: Meksiko
Lëtzebuergesch: Mexiko
лезги: Мексика
Lingua Franca Nova: Mexico
Limburgs: Mexico
Ligure: Méscico
lumbaart: Messich
lingála: Mexiko
لۊری شومالی: مکزیک
lietuvių: Meksika
latgaļu: Meksika
latviešu: Meksika
мокшень: Мексик
Malagasy: Meksika
олык марий: Мексика
Māori: Mehiko
Baso Minangkabau: Meksiko
македонски: Мексико
മലയാളം: മെക്സിക്കോ
монгол: Мексик
मराठी: मेक्सिको
кырык мары: Мексика
Bahasa Melayu: Mexico
Malti: Messiku
Mirandés: México
မြန်မာဘာသာ: မက္ကဆီကိုနိုင်ငံ
эрзянь: Мексика
مازِرونی: مکزیک
Dorerin Naoero: Meketiko
Nāhuatl: Mexihco
Napulitano: Messeco
Plattdüütsch: Mexiko
Nedersaksies: Mexico (laand)
नेपाली: मेक्सिको
नेपाल भाषा: मेक्सिको
Nederlands: Mexico (land)
norsk nynorsk: Mexico
norsk: Mexico
Novial: Mexiko
Nouormand: Mexique
Sesotho sa Leboa: Mexico
Diné bizaad: Naakaii Bikéyah
Chi-Chewa: Mexico
occitan: Mexic
Livvinkarjala: Meksikku
Oromoo: Meeksikoo
ଓଡ଼ିଆ: ମେକ୍ସିକୋ
Ирон: Мексикæ
ਪੰਜਾਬੀ: ਮੈਕਸੀਕੋ
Pangasinan: Mexico
Kapampangan: Mexico
Papiamentu: Mexico
Picard: Messike
Deitsch: Mexiko
Pälzisch: Mexiko
Norfuk / Pitkern: Meksikoe
polski: Meksyk
Piemontèis: Méssich
پنجابی: میکسیکو
português: México
Runa Simi: Mihiku
rumantsch: Mexico
Romani: Mexiko
română: Mexic
tarandíne: Messeche
русский: Мексика
русиньскый: Мексіко
Kinyarwanda: Megizike
संस्कृतम्: मेक्सिको
саха тыла: Мексика
ᱥᱟᱱᱛᱟᱲᱤ: ᱢᱮᱠᱥᱤᱠᱳ
sardu: Messicu
sicilianu: Mèssicu
Scots: Mexico
سنڌي: ميڪسيڪو
davvisámegiella: Meksiko
srpskohrvatski / српскохрватски: Meksiko
Simple English: Mexico
slovenčina: Mexiko
slovenščina: Mehika
Gagana Samoa: Mekisikō
chiShona: Mexico
Soomaaliga: Meksiko
shqip: Meksika
српски / srpski: Мексико
Sranantongo: Meksikokondre
SiSwati: IMekisikho
Seeltersk: Mexiko
Basa Sunda: Méksiko
svenska: Mexiko
Kiswahili: Mexiko
ślůnski: Meksyk
తెలుగు: మెక్సికో
tetun: Méxiku
тоҷикӣ: Мексика
ትግርኛ: መክሲኮ
Türkmençe: Meksika
Tagalog: Mehiko
Tok Pisin: Meksiko
Türkçe: Meksika
татарча/tatarça: Мексика
Twi: Mesiko
тыва дыл: Мексика
ئۇيغۇرچە / Uyghurche: مېكسىكا
українська: Мексика
اردو: میکسیکو
oʻzbekcha/ўзбекча: Meksika
vèneto: Mèsico
vepsän kel’: Meksik
Tiếng Việt: México
West-Vlams: Mexico
Volapük: Mäxikän
walon: Mecsike
Winaray: Mehiko
Wolof: Meksik
吴语: 墨西哥
isiXhosa: Mexico
მარგალური: მექსიკა
ייִדיש: מעקסיקע
Yorùbá: Mẹ́ksíkò
Vahcuengh: Maegsaego
Zeêuws: Mexico
中文: 墨西哥
文言: 墨西哥
Bân-lâm-gú: Be̍k-se-ko
粵語: 墨西哥
isiZulu: IMekisiko