მერტონ მილერი

მერტონ ჰოვარდ მილერი
მშობლიური სახელი ინგლ. Merton Howard Miller
დაბ. თარიღი 16 მაისი, 1923
დაბ. ადგილი ბოსტონი, აშშ
გარდ. თარიღი 3 ივნისი, 2000
გარდ. ადგილი ჩიკაგო, აშშ
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ეკონომისტი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა Royal Swedish Academy of Engineering Sciences და ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია
ჯილდოები Nobel prize medal.svg ნობელის პრემია ეკონომიკაში (1990)
ალმა-მატერი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი (დოქტორანტურა), ჰარვარდის უნივერსიტეტი (მაგისტრატურა)
დოქტორანტი Michael Jensen, მაირონ შოულზი და William Poole

მერტონ ჰოვარდ მილერი (ინგლ. Merton Howard Miller; დ. 16 მაისი, 1923, ბოსტონი — გ. 3 ივნისი, 2000, ჩიკაგო) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1990) ჰარი მარკოვიცთან და უილიამ შარპთან ერთად. ეკონომიკის დოქტორი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.

ბიოგრაფია

მერტონ მილერი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, ჯოელ და სილვია მილერების ოჯახში. მამა პროკურორი იყო, დედა დიასახლისი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადასახადების კვლევის განყოფილებაში. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში 1952 წელს. სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ მისი პირველი ეკონომიკური თანამდებობა ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორის ასისტენტობა იყო.

Other Languages
العربية: ميرتون ميلر
azərbaycanca: Merton Miller
беларуская: Мертан Мілер
български: Мъртън Милър
català: Merton Miller
čeština: Merton Miller
English: Merton Miller
español: Merton Miller
euskara: Merton Miller
français: Merton Miller
Gàidhlig: Merton Miller
Bahasa Indonesia: Merton Miller
italiano: Merton Miller
한국어: 머턴 밀러
Plattdüütsch: Merton Howard Miller
Nederlands: Merton Miller
پنجابی: مارٹن ملر
română: Merton Miller
slovenčina: Merton Miller
svenska: Merton Miller
Türkçe: Merton Miller
українська: Мертон Міллер
اردو: مرٹن ملر
oʻzbekcha/ўзбекча: Merton Miller
Tiếng Việt: Merton Miller
Yorùbá: Merton Miller